როგორ გამოიყურებოდა აზიის 6 ციხე-სიმაგრე იქამდე, სანამ ისინი ნანგრევებად იქცეოდნენ: ციფრული რეკონსტრუქცია

ანტიკური ცივილიზაციის ყველა ღირსშესანიშნაობა როდი შემორჩა, ლეგენდარულ ციხესიმაგრეთა და ტაძართა უმეტესობა ნანგრევებად იქცა, თუმცა გამოჩნდნე ენთუზიასტები, რომლებმაც კაცობრიობისათვის ძველი სიწმინდეების დაბრუნება შეძლეს. მაგალითად კომპანია Budget Direct-მა გადაწყვიტა აზიის 6 ციხესიმაგრის ციფრული რეკონსტრუქცია განეხორციელებინა. ახლა უკვე კონტინენტის ყველაზე იდუმალი არქიტექტურული საოცრებანი ჩვენს თვალწინ პირვანდელ დიდებულებას იბრუნებენ.

პროექტის შესახებ

ეს კომპანია Budget Direct-ის პირველი პროექტი როდია, რომელიც გთავაზობთ უნიკალურ შესაძლებლობას საკუთარი თვალით დაინახოთ კაცობრიობის ისტორიული არქიქტექტურული მემკვიდრეობა. მიუხედავად იმისა, რომ ეს მხოლოდ ფოტოებია, ჩვენ მაინც შეგვიძლია დავტკბეთ ლეგენდარული ციხესიმაგრეებისა და დიდებული ტაძრების ხედით. უახლოესი ტექნოლოგიების გამოყენებით, სპეციალისთა გუნდმა, რომელთა შორის არა მხოლოდ კომპიუტერული დიზაინერები, არამედ არქიტექტორები, ისტორიკოსები, არქეოლოგები და მკვლევარებიც იყვნენ, მსოფლიო საცხოვრება აღადგინეს. როგორც იქნა, დედამიწაზე ყველაზე იდუმალი და მრავალმხრივი კონტინენტის, აზიის ჯერიც დადგა.

“2020წელს მილიონობით ადამიანი მთელს მსოფლიოში სახლში გამოკეტილი აღმოჩნდა და 2021წელსაც მოგზაურობა კვლავ შეზღუდულია. მათთვის, ვინც წინააღმდეგი არაა მოგზაურობაში სავარძლიდანვე გაემართოს, ჩვენმა კომპანიამ გადაწყვიტა აზიის ზოგიერთი შთამბეჭდავი ციხესიმაგრე აღედგინა” – ამბობს პროექტის თანარედაქტორი ლი მაკკალი.

1. ფორტ რაიგადი მაჰარაშტრაში (ინდოეთი)

დასავლეთ გატში (ინდოეთი) ზღვის დონიდან 820მ სიმაღლეზე, გაუვალ პლატოზე შეგიძლიათ შესანიშნავი ფორტ რეიგადის ნაშთები იხილოთ. ეს ადგილი ჯერ კიდევ 1030წელს რაჯა ჩანდრარაო მორმა შენიშნა, უძველესი საიმპერატორო დინასტიის მავრიის წარმომადგენელმა.

მასზე გამაგრებული ობიექტი აღმართეს, რომელსაც სამი მხრიდან ციცაბო კლდეები იცავდა. ერთადერთ ჭიშკარში მოსახვედრად, 1737საფეხური უნდა განევლოთ. წლების მანძილზე ციხე და ქალაქი ყვაოდა, სანამ 1765წელს არ დაიწყო ბრიტანეთის აღმოსავლეთ ინდოეთის შეიარაღებული კამპანია. დასასრულს, 1818წელს ინგლისელებმა ციხესიმაგრე სრულად გაძარცვეს და გაანადგურეს.

დღევანდელობაში ტურისტები კდლის წვეროსაკენ მიემართებიან, რათა ცენტრალური შესასვლელის ნანგრევები, კედლების მონარჩენი, სათვალთვალო კოშკებისა და ბაზრობის ნაშტები იხილონ. ასევე ისინი აქ ხელოვნურ ტბას განგა-საგარსაც ესტუმრებიან.

2. იუანმინიუანის საზაფხულო სახლი პეკინში (ჩინეთი)

იუანმინიუანი, რომელიც დასავლურ სამყაროში უფრო ძველ საზაფხულო სასახლედაა ცნობილი, არა მხოლოდ ერთი შენობა, არამედ მთელი სასახლისა და პარკის კომპლექსია, რომელიც 3,5მილიონ კვადრატულ მეტრზე გახლდათ გადაჭიმული. აქ უამრავი საუცხოო სასახლე, ქანდაკებებით მორთული მდელოები, პარკები, ტბები, ბაღები, კოშკები და მყუდრო პავილიონები იყო. საიმპერატორო საზაფხულო სასახლის მოწყობა, რომელსაც ასევე ათიათას ათიათასი ბაღის ბაღს უწოდებენ, იმპერატორის ვაჟიშვილის საჩუქრად, 1707წელს დაიწყო. მალევე ზღაპრულად ლამაზი მინიატურული ჩინეთი შეიქმნა, რომლის პოპულარულობა მთელ მსოფლიოში გავრცელდა და ვერსალის ბაღების შექმნისას, გარკვეული იდეების შთაგონების წყაროც კი გახდა.

სამწუხაროდ, ცინის დინასტიის სიამაყე, იუანმინგიუანი, მეტწილად “განმანათლებელთა”, კერძოდ კი ბრიტანელებისა და ფრანგების ჯარების მიერ იქნა განადგურებული. ისინი პეკინში 1860წელს შეიჭრნენ და უნიკალური ობიექტი გაძარცვეს და ბარბაროსულად დაწვეს. ამრიგად, უნიკალური სასახლე და პარკის კომპლექსი, რომლის ორგანიზებას 150წელზე მეტი ხანი დასჭირდა, პრაქტიკულად განადგურდა. რაც გადარჩა, შემდგომში აჯანყებებისა და კულტურული რევოლუციის დროს გაცამტვერდა.

3. შუზიკის ციხე ჰაგიში (იაპონია)

შაჰის შთამბეჭდავი ციხე-ქალაქი ჰაგი, რომელიც შიზუკის ციხის სახელითაა ცნობილი, იყო ჭოშუს სამთავროს დიდებული დედაქალაქი. თავისი ორგანიზაციითა და არაჩვეულებრივი სტრუქტურით, ციხე-ქალაქი, რადგან იგი შიზუკის მთის ძირას მდებარეობდა და არა მასზე, 1604წელს მორი ტერუმტომ დაარსა. ეს მას მერე მოხდა, რაც მორითა კლანმა წინაპრების ბუდე ჰიროსიმაში სეკიგაჰარას ბრძოლაში წაგებული მხარის მხარდაჭერისათვის დაკარგა.

აღსანიშნავია: 1874წელს ციხე-ქალაქის დიდი ნაწილი სამხედრო მოქმედებების ან სტიქიური უბედურების შედეგად იქნა განადგურებული, ამას ხელი სამხედრო-პოლიტიკურმა და სოციალურ-ეკონომიკურმა რეფორმამ შეუწყო,რომლებიც იაპონიაში 1868-1889წლებში მოხდა. “აღდგენის პოლიტიკამ” რადიკალური გავლენა მოახდინა პოლიტიკურ სისტემასა და კანონმდებლობაზე, რამაც ხელი შეუწყო ჩამორჩენილი აგრარული ქვეყნის მსოფლიოს გავლენიან და პროგრესულ სახელმწიფოდ გადაქცევაში.

4. ღაზნის ციხე ავღანეთში

ღაზნის ციხე ავღანეთის ერთ-ერთი შთამბეჭდავი და ძლიერი ციხესიმაგრეა. მისი მშენებლობის ზუსტი დრო უცნობია, მაგრამ შემოინახა ინფორმაცია, რომ ყოფილი მონა სებიუკტიგინი, სამანიდის იმპერიის მეთაური, ამ ციხის აღების შემდეგ 977წელს მის გამგებლად დაინიშნა. მალე მან თავისი მმართველების წინააღმდეგ აჯანყება მოაწყო და საკუთარი ღაზნიური იმპერია დაარსა, ხოლო ღაზნი კი თავის სამხედრო საყრდენად აქცია.

მსოფლიოს უდიდესმა დამპყრობელებმა, მათ შორის თემურ ლენგმა სცადა ღაზნის ციხის აღება, თუმცა მისი დაპყრობა მხოლოდ 1839წელს ინგლისელთა მიერ გახდა შესაძლებელი. სხვათაშორის, ციხესიმაგრე დანიშნულებისამებრ 2001წელსაც გამოიყენებოდა. ამერიკელებმა იქ სამხედრო ბაზა განათავსეს, რომელიც ამჟამად სავალალო მდგომარეობაშია – დრომ, ომებმა და ამინდმა თავისი მაინც ქნა.

5. ალამუთის ციხე ირანის ალამუთის ხეობაში

ალამუტის ციხე-სიმაგრე ერთ-ერთ ყველაზე მიუვალ ადგილზე, ზღვის დონიდან 2163მეტრზე აღმართეს. მისმა მდებარეობამ ტალიშის მთებისა და ცენტრალური ელბრუსის შეერთების ადგილას, ციხე-სიმაგრე უძლეველად აქცია. თუმცა, როგორც ისტორიამ აჩვენა, არაა აუცილებელი კბილებამდე შეიარაღებული ჯარი გყავდეს, რომ ციხე-სიმაგრის პატრონი გახდე.

საინტერესო ფაქტი: გადმოცემის თანახმად, 1090წელს ისმაილი შიიტი ჰასან-იბნ-საბბა, მიმდევრების ჯგუფთან ერთად, რომლებიც სასტიკ დევნას განიცდიდნენ, ციხის დაუფლების უსისხლო გეგმა შეიმუშავეს. მათ აღნიშნულის განხორციელება მოახერხეს კიდევაც. მისი ხემძღვანელობით, ციხე ცალკეულ სახელმწიფოდ გადაიცა, რომელშიც მკაცრი წესები და შეზღუდვები იქნა შემოღებული, მაგრამ ამავე დროს, არამარტო მათი რწმენა, არამედ ციხე-სიმაგრის გამაგრებაც განმტკიცდა.

ჰასან-იბნ-საბამ სხვადასხვა ქვეყნებში მაცნეები გაგზავნა, რომ მათ, როგორც აღმოსავლეთის, ასევე დასავლეთის ბრძენთა და მეცნიერთა ძვირფასი წიგნები და ხელნაწერები შეეგროვებინათ. მალე ციხე-სიმაგრეში უნიკალური ბიბლიოთეკა შეიქმნა, რომელთა ნაწილიც დღემდე შემორჩა.
მიმდებარმა ფანატიკოსებმა საუკეთესო ინჟინრები, მშენებლები და არქიტექტორები მიიტყუეს, რომლებაც იმ დროის ყველაზე პროგრესული ტექნოლოგიების გამოყენებით კიდევ რამოდენიმე ციხე-სიმაგრე აღმართეს. მაგრამ ამ ყოველივემ საბოლოოდ ის გამოიწვია, რომ სიმდიდრეზე მონადირეებმა ალამუტისაკენ გაიწიეს, რაც მისი განადგურების მიზეზი გახდა.

6. ტაკედას ციხე-სიმაგრე ჰიოგოში (იაპონია)

ტაჯედას ციხე ჰიოგოს პრეფექტურის უძველესი ღირშესანიშნაობაა, ის განსაკუთრებით შთამბეჭდავი დილის საათებშია, როცა ნისლი მთის იმ ნაწილს ფარავს, რომელზეც ციხე-ქალაქი მდებარეობს. ეს ყოველივე კი ღრუბელში მოფარფატე ქალაქის ილუზიას ქმნის. განსხვავებული სილამაზე და ამავე დროს აბსოლუტური მიუწვდომლობა 1443წელს დიდმა სამხედრო ფეოდალმა იამანმა შენიშნა და ციხე-ქალაქი ააგო. სხვათაშორის, ითვლება, რომ სწორედ იამანია იაპონიის ქაოსის ეპოქაში შეყვანაზე პასუხისმგებელი, რომელიც ცნობილია, როგორც სენგოკუს პერიოდი.

მიუხედავად იმისა, რომ ციხე-სიმაგრის პატრონი არაერთხელ შეიცვალა, მისი დაპყრობა მხოლოდ ერთხელ გახდა შესაძლებელი. უკანასკნელი მმართველის ჰიროჰიდა აკამაცუს გარდაცვალების შემდეგ, რომელმაც სეპუკუ (სამურაების რიტუალური თვითმკლელობა) შეასრულა, ტაკედამ თანდათანობით დაცემა დაიწყო. ზღვის დონიდან 353მეტრზე აღმართული ციხე-სიმაგრიდან მხოლოდ ნანგრევებიღა დარჩა. მხოლოდ მთის ძირში შეგიძლიათ ნახოთ ტაძრების რიგი, რომლებიც აღდგენილია და სათანადო მდგომარეობაშია შენარჩუნებული.