5 ხრიკი ჩვენი წინაპართაგან, რომლებიც მათ ხის სახლებს ლპობისგან იცავდა

როცა საუბარი ხის სახლებზეა და თანამედროვე ვარიანტებს ისტორიულ ნაგებობებს ვადარებთ, გვიჩნდება აზრი, რომ მშენებლობის ტექნოლოგია ნამდვილად გაუარესდა. საქმე იმაშია, რომ მე-19საუკუნის მორების სახლი დღემდე დგას, თანამედროვე ხის სახლები კი მაქსიმუმ 25წელს ძლებს. ეს კი იმას მიუთითებს, რომ ძველი დროის მშენებლობის ტექნოლოგია საკმაოდ წარმატებული გახლდათ. დღევანდელ სტატიაში წარმოგიდგენთ წინაპართა ხუთ ხრიკს, რომელიც ხის სახლს საშუალებას მისცემს წლობით გაძლოს და არ დალპეს.

1. ხის დამუშავების მეთოდი

ხის დამუშავების ეს მეთოდი ჯერ კიდევ ძველად არსებობდა: ხეს კი არ ჭრიდნენ, არამედ მორევს აპრიალებდნენ. საქმე იმაშია, რომ მოჭრისას ხის ბოჭკო ზიანდება, რის შედეგადაც მასში ჟანგადი და წყალი აღწევს, რაც თავის მხრივ ლპობის პროცესს აჩქარებს. რაც შეეხება გაპრიალების მეთოდს, აქ სიტუაცია აბსოლუტურად საპირისპიროა. ის ვინც აპრიალებს და არა ჭრის, ხის ბოჭკოს ფაქტიურად ლუქავს და ამიტომაც ხის ექსპლუატაციის დროს იზრდება.

2. მორების სწორად შერჩევა

ჩვენი წინაპრების კიდევ ერთი ხრიკი მორების სწორად შერჩევას შეეხება: მორებისგან დამზადებული სახლი მით უფრო დიდხანს გაძლებს, თუ აგებისას დაგრეხილ მორებს შეარჩევთ. მათი სტრუქტურა თავისთავად უფრო გამძლეა და ლპობას ნაკლებად განიცდის. საქმის შესამცირებლად, ხშირად დაგრეხილი მორებით მხოლოდ პირველ სართულს აგებდნენ, თუმცა ზემო ნაწილს, სადაც გაცილებით მეტი ტენიანობაა, ხშირად უფრო ძლიერი მორებისაგან აგებდნენ.

3. მასალები ჰიდროიზოლაციისათვის

ჩვენი წინაპრები ჰიდროიზოლაციის საკითხში ნამდვილად ერკვეოდნენ. დღესდღეობით ამ მიზნით რუბეროიდი ან ცერეზიტი გამოიყენება, წარსულში კი ბევრად უფრო ხელმისაწვდომი და მრავალფუნქციური მასალა არსებობდა. საუბარია ჩვეულებრივ არყის ხის ქერქზე, რომელიც ასევე ტენიანობის შესანიშნავი იზოლატორია. მისგან თხევადი კერძებისათვის ჭურჭელი ტყუილად კი არ მზადდებოდა. მართალია, ის არც ისე დიდხანს ძლებს, როგორც რუბეროიდი, მაგრამ ბევრად უფრო ეკოლოგიურია და მისი მოძიებაც იოლია.

4. ხის მოწვა

წარსულში კიდევ ერთი პოპულარული გზა ხის სახლის გამძლეობის გაზრდისათვის ხის მოწვის ტექნოლოგიის გამოყენება იყო. საქმე იმაშია, რომ ცეცხლით დამუშავებულ ხის მასალაზე ბაქტერიები და მწერები ვეღარ ვრცელდება. გარდა ამისა, ხის მომწვარი ადგილები, დანარჩენ მორებს ჰაერისგან იზოლირებას უკეთებს, რითაც ლპობის პროცესს საგრძნობლად ანელებს.

5. ხის გაჟღენთვა

ვფიქრობ, ყველამ, ვისაც ხის მასალისგან სახლის მშენებლობაში მონაწილეობა მიუღია, იცის, რომ ხე სპეციალური ნივთიერებებით მუშავდება, რომელიც მას ლპობისა და ობისაგან იცავს. წარსულში მსგავსი ხსნარები არ არსებობდა, შესაბამისად ამ მიზნისათვის სხვა ნივთიერება, კერძოდ კი ზეთი გამოიყენებოდა. როგორც ჩანს, ის ნამდვილად მუშაობდა, სახლებმა საუკუნეებს გაუძლეს.