რატომაა კოპენჰაგენის შემოგარენში ოვალური ნაკვეთები და არაა სადარბაზოები და გზები

კოპენჰაგენის ერთ-ერთ გარეუბანში 70წლის წინ ექსპერიმენტის ჩატარება გადაწყვიტეს. ჩვეულებრივი ოთხკუთხედი ფორმის ნაცვლად, მათ ნაკვეთებს მრგვალი ფორმა მისცეს. მსგავსმა უჩვეულო დაგეგმარებამ არა მხოლოდ ლანდშაფტის გარდაქმნა გამოიწვია, არამედ მისმა ავტორმა რამოდენიმე მიზანი დაისახა, რომელთა განხორციელებად, როგორც დრომ გვიჩვენა, შესაძლებელი აღმოჩნდა

კოპენჰაგენის გარეუბანში – ნერუმში, ჯერ კიდევ 1948წელს უჩვეულო ბაღის დასახლების აშენება გადაწყვიტეს. მისი დაპროექტება ცნობილ დიზანერს კარლ თეოდორ სორენსენს დაევალა. დანიურ ტრაციდიებზე დაყრდნობით, მან სკულპტურული ბაღის ხელოვნება ჩამოაყალიდა, სადაც მკაფიოდ განსაზღვრული გეომეტრიული ფორმები, რომლებიც ქმნიან კონკრეტულ სივრცულ სტრუქტურას. ამავდროულად, ლანდფშატის დიზაინის ოსტატმა გადაწყვიტა, რომ ტრადიციულ ფორმებს გაცდენოდა და ბაღისათვის ოვალური ფორმა მიეცა. მისი იდეების თანახმად, ყველა სახლს ცოცხალი ბაღის ღობე უნდა ჰქონოდა.

თავდაპირველად არქიტექტორს სურდა, რომ ოვალური ბაღების საშუალებით ერთგვარი ბადე შეექმნა, თუმცა ბოლოს გადაწყვეტილი იქნა, რომ ისინი ქაოტურად განთავსებულიყო, რაც 40სახლისაგან შემდგარ დასახლებას თავისებურ ხიბლს შესძენდა. შედეგად ბალახოვან ბორცვზე არსებულმა თითოეულმა სახლმა 15-25მეტრის დიამეტრის მქონე ოვალური ბაღი მიიღო, თან ამასთანავე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ისინი ფერდობის რელიეფის გათვალისწინებით იქნა განლაგებული.

აღსანიშნავია: კარლ თეოდორ სორენსონმა სცადა ნაკვეთები ისე გადაენაწილებინა, რომ ოვალური ღობეები ბორცვის შვერილებს მორგებოდა. მსგავსი განლაგება დინამიურ ვიზუალს იძლეოდა.

ჩვენი ინფორმაციით, ნაკვეთთა განლაგება და მთავარი გზისა თუ ღობის განთავსება რელგამენტირებული გახლდათ. დაგეგმილი იყო, რომ ცოცხალი ღობე რცხილადან, კუნელისაგან, ლიგუსტრუმისა და ვარდისაგან დამზადდებოდა, თუმცა დღესდღეობით მეპატრონეები უპირატესობას მხოლოდ ლიგუსტრუმსა და კუნელს ანიჭებენ, რომელსაც სასურველი სიმაღლის დახვეწილი ფორმა აქვს.

ის თუ რა იქნებოდა თავად ეზოს შიგნით, მეპატრონის პრეროგატივად დარჩა. მათ საკუთარი შეხედულებისამებდ შეეძლოთ ეზოს ნებისმიერ ადგილას მათთვის სასურველი ზომისა და არქიტექტურული სტილის სახლი, სამეურნეო შენობა თუ სათბური აეშენებინათ. ასევე მეპატრონეს თავისუფლად შეეძლო ბაღის შიდა სივრცის დაპროქტება, გაეკეთებინა ბოსტანი, გაზონი, დაერგო ყვავილები ან მთელ ტერიტორიაზე უბრალოდ ბეტონი დაესხა. ამ საკითხთან დაკავშირებით რაიმე სახის რეკომენდაცია არ არსებობდა, არც წესები იყო განსაზღვრული. მეპატრონეს მხოლოდ ის ევალებოდა, რომ ცოცხალი ღობისათვის მოევლო, რათა მოუვლელ მცენარეებს საერთო კომპოზიცია არ გაეფუჭებინა.

საინტერესო ფაქტი: ოვალური ბაღები ნერუმის მთელ ტერიტორიას არ იკავებს, არამედ მხოლოდ ნაწილს. ნერუმის ნაწილზე განთავსებულია ჩვეულებრივი სტანდარტული ოთხკუთხედი ფორმის ბაღები და ასევე აქ შევხვდებით მრავალსართულიან შენობებსაც. ასეთი მეზობლობის წყალობით ბორცვი კოპენჰაგენის დღისშესანიშნაობას წარმოადგენს, რომელიც ტურისტთა შორის საკმაო პოპულარულობით სარგებლობს.

როგორც უკვე ბევრმა შენიშნა, რომ ზოგიერთი ბაღი გზისპირასაა განთავსებული, სხვებს კი სახლამდე მისვლა ფეხით უწევს, რადგანაც მათ სახლებთან ავტოფარეხი მოწყობილი არაა. არქიტეტქორის მიერ პროექტში უცნაური თავისებურება შემთხვევით არ იქნა გათვალისწინებული, არამედ ამ მეთოდით მას სურდა მოსახლეობისთვის დაეძალებინა ესეირნა, სუფთა ჰაერით ესუნთქა და ერთმანეთთან ეკონტაქტა.
სივრცის არასტანდარტულ გადანაწილებას მოსახლეობა მალევე შეეგუა. ზოგიერთ უხერხუობას კი კომპენსირებას ის უკეთებდა, რომ მწვანე გაზონებს შორის არსებული სივრცე და აქ სეირნობა, ბაღში ყოფნის ილუზიას ქმნის.

რამოდენიმე ათწლეულის შემდეგაც კი მოსახლეობა არქიტექტორის რეკომენდაციას ემორჩილება და ბუნების წიაღში მცხოვრებლები ამავე დროს დედაქალათანაც სიახლოვეს ინარჩუნებენ.