რატომ ააშენეს ჩინელებმა უდაბნოში კოლოსალურად გრძელი მაგისტრალი

ჩინეთი თავისუფლად შეგვიძლია ძველ და იდუმალებით მოცულ ცივილიზაციად მივიჩნიოთ. სწორედ ჩინელებმა დააპატენტეს არაერთი გამოგონება, რომელიც გენიალურად ითვლება. ადამიანები მათ ცხოვრებაში დღემდე მოიხმარნენ. სწორედ ჩინეთში დაიწყეს პირველად ფაიფურის, ქაღალდისა და აბრეშუმის წარმოება. ასევე ისინი იყვნენ პირველები, ვინც ბუნებრივი აირის მოსაპოვებლად ჭაბურღილი გააკეთეს, მათ მსოფლიოში ყველაზე გრძელი მდინარის არხი გაიყვანეს და ასევე ჩინეთის დიდი კედელი ააგეს. ახლახანს კი უდაბნოში მაგისტრალი გააკეთეს, რომელზეც გრძელი მსოფლიოში ფიზიკურად არ არსებობს.

1. თაკლა-მაკანის უდაბნო

მაგისტრალის მშენებლობა რთულ გარემო პირობებში მიმდინარეობდა. თაკლა-მაკანი მსოფლიოს უდიდესი უდაბნოა, რომელიც ჩინეთის დასავლეთ ნაწილში მდებარეობს. მისი ფართობი დაახლოებით 337600 კვადრატული კილომეტრია, ეს კი ფაქტიურად გერმანიის სრული ტერიტორიის ტოლია.

სიგრძეში უდაბნო რამოდენიმე ათასეულ კილომეტრზეა გადაჭიმული, სიგანე კი 650კილომეტრია. თვითონ ჩინეთის მაცხოვრებლები მას “სიკვდილის ზღვას” უწოდებენ, რაც დიდი ალბათობით იმას ნიშნავს, რომ ვინც უდაბნოში წავა, ის ვეღარ დაბრუნდება. საქმე იმაშია, რომ უდაბნოში არსებული კლიმატური პირობები უმკაცრესია. ზაფხულობით აქ ტემპერატურა +40 გრადუსია, თან ამასთანავე თვითონ ქვიშის ტემპერატურა ას გრადუსამდეც კი ადის.

ნალექი 50მმ-ზე ნაკლებია, ეს კი მტვრისა და ქვიშის ქარბუქებს განაპირობებს. ლოგიკურია, რომ აქ ფლორა და ფაუნა მეტად ღარიბია. ცოცხალი ორგანიზმები თითქმის არ გხვდება, აქ მხოლოდ და ისიც იშვიათად ხვლიკებს, კურდღლებს, გველებს, გარეულ აქლემებსა და ანტილოპებს თუ წააწყდებით ხოლმე. ამის მიუხედავად, 1995წელს ჩინელებმა ამ ტერიტორიაზე ავტომაგისტრალის გაყვანა გადაწყვიტეს.

2. გზის ისტორია

მაგისტრალის მშენებლობა 1993წელს დაიწყო და მისი სიგრძე ჯამში 552კილომეტრს წარმოადგენდა, რომლის დიდი ნაწილი, 446კმ, თავად უდაბნოშია მოქცეული, რითაც ის ამ ტიპის გზებს შორის ყველაზე გრძელი აღმოჩნდა. პროექტის რეალიზებისათვის ხელისუფლებას დაახლოებით 14მილიონი დოლარის ინვესტიციის ჩადება მოუწია. მშენებლობა 1995წელს დასრულდა და დროის გასვლის შემდეგ გაირკვა, რომ გზას ქვიშა ხშირად ფარავს ხოლმე და ეს კი მაგისტრალს სერიოზულ საფრთხეს უქმნიდა.

პროცესის შესაჩერებლად ინჟინერებმა საინტერესო გადაწყვეტილება მოიფიქრეს, მათ გზის პირას ბუჩქები და ხეები განათავსეს, თუმცა მათ ისიც გაითვალისწინეს, რომ ასეთ პირობებში მხოლოდ ზოგიერთი სპეციფიკური მცენარე თუ გაძლებდა. შერჩეული იქნა საქსაული და ტირიფი. მცენარეთა დარგვა 1996წელს მოხდა, მაგისტრალის მონაკვეთის სიგრძე 6მეტრი გახლდათ.

ორი წლის შემდეგ გამწვანება გაზარდეს და ხეები უკვე გზიდან 30კილომეტრის დაშორებითაც დარგეს. 2003წელს პროექტი ოფიციალურად დაამტკიცეს. მცენარეთა მოსარწყავად სპეციალური წყლის მიმწოდებელი სისტემა იქნა გაყვანილი, რომელიც უნიკალურობით გამოირჩევა. ას მეტრზე აუზებისათვის ღრმულები გაბურღეს. წყალი აუზში ნასოსის საშუალებით ხვდება. მიუხედავად იმისა, რომ წყალი საკმაოდ მინერალიზირებული გახლდათ, მან ადგილობრივ ფლორასა და ფაუნაზე დადებითი ზემოქმედება მოახდინა. სიგანეში გამწვანება 700მეტრზე გადაიჭიმა, მისი სრული ფართობი კი 3ათასს ჰექტარს წარმოადგენს. მაგისტრალის გასწვრივ, 400კილომეტრში, ხეებია დარგული.

იმისათვის, რომ სისტემამ გამართულად იმუშაოს, ყოველი ოთხი კილომეტრის მერე არსებობს სადგური, სადაც ადამიანი მუშაობს და სწორედ ის აგებს პასუხს, სისტემის ფუნქციორების გამართულობაზე. გზის გასწვრივ ღიაა ბენზინგასამართი სადგურები და რესტორნები.

3. რისთვის ააშენეს ჩინელებმა მაგისტრალი უდაბნოში?

ისმის კითხვა თუ როგორ შეძლეს ჩინელებმა მთელი ამ სირთულეებთან გამკლავება და ამასთანავე ამხელა ფინანსური ხარჯების გაწევა? მაგისტრალი ორ ქალაქს აერთიანებს – ლუნტაი და მინ-ფინი. გზის წყალობით უდაბნოს გადალახვას მხოლოდ ერთი დღე სჭირდება, თუმცა ეს მთავარი მიზეზი როდია.

მთელი ეს კოლოსარული მუშაობა ნავთობისა და ბუნებრივი აირის ტარიმის აუზიდან მოსაპოვებლად ჩატარდა. სწორედ ამ ტერიტორიაზეა მსგავსი ტიპის ნედლეულის მესამედი ნაწილი. საბადო ჯერ კიდევ გასული საუკუნის ბოლოს აღმოაჩინეს, თუმცა ტექნიკური ხელსაწყოების არარსებობის გამო საქმე წინ ვერ მიიწევდა. წლების შემდეგ, როგორც იქნა ოპტიმალური ვარიანტი იქნა მოფიქრებული და ეს სწორედ რომ ზემოთ აღნიშნული მაგისტრალი გახლდათ.