
ძველი ხალხების გამომგონებლური ნიჭი მეცნიერებას ბევრ კითხვას უჩენს. ჩვენს ინტერესს იწვევს იმის გარკვევა თუ როგორ შეძლეს ათასი წლის წინ ეგვიპტელებმა, რომაელებმა, თურქებმა თუ სკანდინავიელებმა ასეთი გიგანტური ნაგებობების აგება, კლდეზე შესრულებული ნახატების დატოვება თუ დაშიფრული შეტყობინებების შექმნა. დღევანდელ სტატიაში ვისაუბრეთ ცნობილ ისტორიულ საიდუმლოებებზე.
1. ინდური ცივილიზაცია კაჰოკია
ჩრდილოეთ ამერიკა ინდოელთა სამშობლოა, რომლებმაც კოლუმბის გამოჩენამდე ჯერ კიდევ 1000წლის წინ კაჰოკიას ცივილიზაცია შექმნეს. ქალაქი შედგებოდა 109 ბორცვისაგან, რომელიც 15კვადრატულ კილომეტრზე, მდინარე მისისიპის, ქალაქი სანტ-ლუისის გვერდით იყო განთავსებული. იმ დროინდელი საზომით კაჰოკია ნამდვილ მეგაპოლისად ითვლებოდა, რადგანაც აქ ევროპის დედაქალაქებთან შედარებით, 40ათასი ადამიანით მეტი მაცხოვრებელი იყო. ის პალიზადით გახლდათ გარშემორტყმული, ხოლო მისი მოსახლეობა კი ფაქტიურად ყველა სახის საქონლით ვაჭრობდა. სხვათაშორის, ამერიკაში მსგავსი რაოდენობის მოსახლეობის მქონე ქალაქი პირველად მე-19საუკუნეში გაჩნდა. ცივილიზაცია ფაქტიურად 50წელიწადში განვითარდა და დაახლოებით მე-13საუკუნემდე იარსება.
არსებობს სამი ვერსია იმის თაობაზე თუ რატომ განიცადა კაჰოკიას ცივილიზაციამ კრახი: პოლიტიკური დაპირისპირება, საკვების პრობლემა უკონტროლი ნადირობის გამო და სტიქიური უბედურება. თანამედროვე მეცნიერები უმეტესად მესამე ვარიანტისაკენ იხრებიან. კვლევებით ირკვება, რომ ჩვ.წ.1200წელს ქალაქში სერიოზული წყალდიდობა მოხდა, მდინარე მისისიპი 10-12მეტრით ადიდდა. წყალმა სასოფლო სამეურნეო მიწები გაანადგურა და ადამიანები შიმშილის ზღვარზე აღმოჩდნენ. თანდათანობით მოსახლეობამ ქალაქი დატოვა და ჩვ.წ.1400წლისთვის კაჰოკიაში ფაქტიურად არავინ დარჩა. დღესდღეობით დასახლება იუნესკოს ფონდის მიერ მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლადაა შეფასებული.
2. კაპადოკიის კედლის მხატვრობა
ძველ თურქებს, ისევე როგორც სხვა ხალხებს, ხატვა უყვარდათ. ამაზე მეტყველებს აბსტრაქტული ნახატები, რომლებიც კაპადოკიის კდლეებზეა აღმოჩენილი. საინტერესოა ისიც, რომ ნახატი აღმოსავლური ხალიჩის დეკორს ზუსტად იმეორებდა. პირველად კდლის მხატვრობის ნიმუში 1960წელს იქნა აღმოჩენილი. თავდაპირველად მეცნიერები ფიქრობდნენ, რომ მათ წინაშეა სამყაროს უძველები რუკა, ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ნახატი ჩვ.წ.აღ.-მდე 9ათასი წლით ადრე იქნა შესრულებული. თუმცა ბოლო გამოკვლევების თანახმად, ნახატზე რუკა კი არა, ვულკანის ამოფრქვევა აღმოჩნდა. შავი უჯრები სახლებს ნიშნავდა, მათთან არსებული ბუნდოვანი ობიექტები კი ჰასანის ვულკანიდან ამომავალი ლავა გახლდათ. ქანების ანალიზით დადგინდა, რომ ამოფრქვევა დაახლოებით იმაზე ხანებში მოხდა, როცა ნახატი შეიქმნა.
3. გაბურღული თავის ქალა ოტრანტოდან
1480წელს ოსმალეთის იმპერიის საზღვაო ფლოტმა ოტრანტო დაიპყრო(თანამედროვე იტალია, აპულიას მიდამოები). მოსახლეობის უმეტესობა მოკლეს, ნაწილი კი მონებად აქციეს. 813 კაცი, 15-დან 50-წლამდე, ვინც კი ბრძოლისუნარიანი გახლდათ, თავი მოკვეთეს. ლეგენდის თანახმად, ოსმალებმა ისინი იმის გამო დასაჯეს, რომ მათ ისლამის მიღებაზე უარი განაცხადეს. სამი საუკუნის შემდეგ კათოლიკურმა ეკლესიამ დაღუპულები ქალაქის მფარველ წმინდადებს მიაკუთვნა, ხოლო 2013წელს კი პაპმა ფრანცისკემ კაცები წმინდანებად შერაცხა.
თუმცა ეს ისტორიის ყველაზე საინტერესო ნაწილი როდია. აპულიელთა სიწმინდე ქალაქის საკათედრო ტაძარში ინახება და ის განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს. თავის ქალა 16 ადგილასაა გაბურღული. დიდი ხნის მანძილზე მღვდლები არ იძლეოდნენ ნარჩენის შესწავლის ნებას, ამიტომაც ყოველივე საიდუმლოდ რჩებოდა, თუმცა 2015წელს მეცნიერებმა შეძლეს ექსპერტიზის ჩატარება და აღმოჩნდა, რომ თავის ქალაში ნასვრეტები ძვლის ტვინის მისაღებად იქნა გაკეთებული. შუა საუკუნეებში აღნიშნული არაერთი დაავადების სამკურნალო ეფექტურ საშუალებად ითვლებოდა. განსაკუთრებით ფასობდა ძალადობრივი სიკვდილით გარდაცვლილი ადამიანისგან მიღებული ფხვნილი. მეცნიერები ფიქრობენ, რომ თავის ქალის გაბურღვა მე-18საუკუნეში მოხდა, სწორედ მაშინ, როცა ის ტაძარს გადაეცა.
4. ვიკინგთა შიფრი
მეცნიერები სკანდინავიის სხვადასხვა ნაწილში იდუმალი ენით დაწერილ დაფებს პოულობდნენ, რომლებზეც შესრულებული წარწერები არცერთ იმ პერიოდში არსებულ ენას არ შეესაბამებოდა. მოგვიანებით გაირკვა, რომ სკანდინავიელები შიფრს იყენებდნენ, რომელიც მოკლე ტექსტური შეტყობინებების გასაცველელად იქნა შექმნილი. დიდი ხნის მანძილზე მკვლევარები ვერ ახერხებდნენ შეტყობინებათა გაშიფვრას, სანამ არ აღმოაჩინეს იოთუნველურის კოდების წიგნი. გადათარგმნილი ტექსტი არ შეიცავდა საიდუმლო მასალების, აღნიშნული შრიფტი უფრო გასართობად გამოიყენებოდა. მაგალითად, ფილებზე ეწერა: «მაკოცე» ან «გამოიცანი თუ შეძლებ».
5. ბეტონი ძველი რომიდან
ძველმა რომაელებმა არაერთი არქტიტექტურული შედევრი შექმნეს, თუმცა დიდი ხნის მანძილზე გაუგებარი რჩებოდა თუ როგორ შეძლეს თანამედროვეს მსგავსი გამძლეობის მქონე ბეტონის გამოგონება. საიდუმლოს გასაღები ნეაპოლიდან შორიახლოს, ვულკანი კამპი ფლეგრეის მიდამოებში იქნა აღმოჩენილი. ის უკანასკნელად 500წლის წინ ამოიფრქვა, მის მიდამოებში კი ასი წლის წინ დაარსებული პოცუოლის დასახლება მდებარეობდა. 1982წელს იტალიის ქალაქის ქვეშ მდებარე მიწამ აწევა დაიწყო, მეცნიერებმა კი ფენომენის შესწავლა დაიწყეს. სიტუაცია უნიკალური აღმოჩნდა, მიწა ასეთი ზეწოლით უბრალოდ უნდა გამსკდარიყო, მაგრამ არაფერი მოხდა. როგორც გაირკვა, ვულკანის გვერდით სიღრმისეული პროცესი მიმდინარეობს, რომელიც ბეტონის წარმოებას მოგვაგონებს. ანალოგიურ ქიმიურ რეაქციას იყენებდნენ რომალეებიც და მიღებული მასალით მთელ ხმელთაშუაზღვისპირეთში ვაჭრობდნენ.
6. ძველი ეგვიპტის გადაშენებული ცხოველები
ყველასთვის ცნობილია, რომ ეგვიპტე უდაბნოში მდებარეობდა, მისი ბუნებრივი პირობები კი მრავალი ცხოველისათვის საკმაოდ სპეციფიკურია. მხოლოდ სხვადასხვა სახის ხვლიკები, გველები და აქლემები ახერხებენ ასეთ გარემოში ცხოვრებას. თუმცა ამასთანავე ფარაონებისა და ღვთაებების საფლავებსა და ყოველდღიური მოხმარების ნივთებზე არსებული მხატვრობა მიუთითებს, რომ ეგვიპტე ცხოველთა მრავალფეროვნებას ნამდვილად არ უჩიოდა. ანტიკურ ნახატებზე არქეოლოგემა 37სახეობა მოთვალეს. სად გაგქრნენ ცხოველები? ძველი ეგვიპტე ცნობილი იყო თავისი ნაყოფიერი მიწებით, თუმცა ისინი თანდათანობით გაუდაბნოებას განიცდიდნენ. ცხოველთა უმეტესობა ახალ პირობებს ვერ შეეგუა და უფრო ხელსაყრელ ტერიტორიაზე გადასახლდა. უდაბნოში კი ყველაზე გამძლე და უპრეტენზიოები დარჩნენ.