რატომ ღებავდნენ ფინელები სახლებს თეთრად, ნორვეგიელები კი წითლად

თანამედროვე სამყაროში სახლის ფასადის ფერის არჩევის საკითხში მკაცრი შეზღუდვები არ არსებობს. დღესდღეობით ფინეთში, ისევე როგორც ზოგადად მთელ სამყაროში, სახლს ფაქტიურად ნებისმიერ ფრად შეღებავ, თუმცა ძველად ეს ესე არ იყო და უპირატესობა თეთრ ან ღია ნაცრისფერს ენიჭებოდა. ამასთანავე აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ნორვეგიის საზღვართან სახლებს წითლად ღებავდნენ. რა განაპირობებდა ფერთა გამის მსგავსს არჩევანს?

მიზეზი მეტად ბანალურია

საქმე იმაშია, რომ ჩრდილოეთ ევროპაში ყველაზე აქტიური მეთევზეები სწორედ, რომ თავად ნორვეგიელები იყვნენ. თუ ჩვენს დროში ეს საქმიანობა ძირითადად ჰობად იქცა, ადრე ამ ტიპის შრომით მამაკაცები ოჯახს არჩენდნენ. ზამთრის პერიოდში გარშემო ყველაფერი თოვლით იფარებოდა. იმისათვის, რომ მეთევზეს გაადვილებოდა სივრცეში ორიენტირება და ამ გაუთავებელ სითეთრეში საკუთარი სახლი ეპოვა, ნორვეგიის მაცხოვრებლებმა თავიანთი სახლის კაშკაშა წითლად შეღებვა დაიწყეს. თანდათანობით ტენდეცია ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე გავრცელდა.

რაც შეეხება ფინელებს, მათი ტემპერამენტი შედარებით წყნარია, ასე რომ მათთვის სულერთი იყო თუ რა ფერის სახლში იცხოვრებდნენ. და ვინაიდან წითელი უკვე დაკავებული გახლდათ, მათ არჩევანი თეთრ ფერზე შეაჩერეს, თუმცა სიმართლე რომ ვთქვათ, უფრო ღია ნაცრისფერი იყო, ვიდრე მთლად სუფთა თეთრი.

როგორ იღებდნენ ნორვეგიელები და ფინელები სასურველ ფერთა გამას

ნივთიერებას, რომელიც ნორვეგიელთა სახლებს ასე კაშკაშა წითელს ხდიდა, შინდისაგან მიიღებოდა. თავისი არსით, ის მოწითალო-მოყავისფრო ოხრაა. ფინელები სასურველი ფერის მისაღებად კი გახეხილ ცარცსა და ჭვარტლს ამატებდნენ. აი ასე განსხვავდებოდა ამ ორი ქვეყნის ტრადიციული საღებავის იგრედიენტები.

ნორვეგიაში საღებავში შედიოდა: ჭვავის ფქვილი, კანაფის ზეთი, წყალი, მარილი, შინდი და რკინის ვიტრიოლი. ფინეთში კი საღებავის კომპონენტები იყო: მარილი, ჭვავი ფქვილი, წყალი, რკინის ვიტრიოლი, ჭვარტლი და ცარცი. შემადგენლობის მიხედვით შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ნორვეგიულ საღებავს უკეთესი დამცავი თვისებები გააჩნდა, რაც მასში ოხრასა და კანაფის ზეთით იქნა განპირობებული. ნაწილობრივ ტრადიციები დღემდეა შემორჩენილი.