რატომ წაშალეს ევროპის რუკიდან ქვეყანა, რომელმაც ას წელზე მეტხანს იარსება

ოდესღაც სამი ქვეყნის: ნიდერლანდების, ბელგიისა და გერმანიის ტერიტორიებს შორის არსებობდა ნაკლებ ცნობილი სახელმწიფო მორესნეტი. ერთხელაც ის ევროპის რუკიდან უბრალოდ გაქრა.

დღესდღეობით ეს ტერიტორია ბელგიას ეკუთვნის და წარმოადგენს კელმისომის დასახლებულ პუნქტს, თუმცა ძველად ის გაქრობის პირას მყოფი სახელმწიფოს – მორესნეტის დედაქალი გახლდათ. წინა წელს გარდაიცვალა კატერინა მესენი – მინიატურული სახელმწიფოს ბოლო მაცხოვრებელი. ის 105წლის იყო.

საინტერესო ფაქტები მორესნეტიზე

რეალურად ქვეყნის ფართობი მინიატურული იყო და მხოლოდ სამ-ნახევარ კვადრატულ კილომეტრს მოიცავდა. მის დასაპყრობად ნიდერლანდები და პრუსია იბრძოდა, მათი ინტერესის მიზეზი კი ამ ტერიტორიაზე არსებული თუთიის საბადო გახლდათ. საუკუნებიის მანძილზე აღნიშნული მაღარო, სახელწოდებით Vieille Montagne ნიდელრანდებსა და გერმანელებს შორის დაპირისპირების მიზეზი იყო, მისით თავად ნაპოლეონიც კი დანტერესდა. ნიდერლანდელები პრუსიელებთან ერთად ვატერლოუში ერთად იბრძოდნენ, თუმცა მაღაროსთან დაკავშირებით თითოეულ მათგანს თავისი საკუთარი პოზიცია გააჩნდა.

კამათი წლობით გრძელდებოდა. ჩატარებული იქნა 50-ზე მეტი თათბირი და შეხვედრა, თუმცა შეთანხმება მაინც არ შედგა. ბოლოს მაცხოვრებლებზე ხელი ჩაიქნიეს და იფიქრეს, რომ ზედამხედველობის გარეშე დაეტოვებინათ. სწორედ ასე წარმოიშვა მინიატურული სახელმწიფო, რომელსაც პრუსია და ნიდერლანდი აკვირდებოდა. ჰოლანდიური მმართველობა ბელგიურმა ჩაანაცვლა.

დროთა განმავლობაში მორესნეტს სუვერენიტეტი მიენიჭა და მერიც კი დანიშნეს. მაცხოვრებლებს დამოუკიდებლობა მოუხდა, გადასახადები შემცირდა, იმპორტზე ბაჟი საერთოდ არ იყო დაწესებული, ფასები კი საკმაოდ დაბალი გახლდათ. გარდა ამისა სახელწმიფოს გაუჩნდა თავისი ჰიმნი, დროშა და საფოსტო ბარათი. მოქალაქეობა მათ არ გააჩნდათ, ამიტომაც არც სავალდებულო სამხედრო სამსახური უწევდათ.

თუთიის მაღაროებს გარდა აქ ასევე არაჩვეულებრივი ვენახები იყო. ქვეყნის ტერიტორიის ნახევარს ტყე იკავებდა, რაც მის ეკოლოგიკურ მდგომარეობაზე დადებითად აისახა. სახელმწიფო 1816წელს შეიქმნა და ამ დროს მის ტერიტორიაზე მხოლოდ 256 ადამიანი ცხოვრობდა. დროთა განმავლობაში ის სამ ათასამდე გაიზარდა, რასაც საერთოდ არავინ მოელოდა.

ახალგადმოსულები ლოთობითა და კონტრანდით დაკავდნენ, ბორდელებისა და დუქნების რაოდენობა, წვიმის მერე, სოკოებივით მრავლდებოდა. ქალაქში მთელი მსოფლიოდან ჩამოსულმა კრიმინალებმა მოიყარეს თავი და საერთოდ აქ სხვადასხვა ენებზე საუბრობდნენ. ერთხელაც, ვიღაცამ ერთი ენის შემოღება გადაწყვიტა, უმეტესობას იდეა მოეწონა და ყველამ ესპერანტოზე დაიწყო საუბარი. შედეგად კელმისი მისი შესწავლის მსოფლიო ცენტრად გადაიქცა.

პირველი მსოფლიო ომის დროს ქალაქი გერმანელებმა გადაწვეს და ადგილობრივებს სხვა არაფერი რჩებოდათ გარდა იმისა, რომ დახმარება ბელგიელთათვის ეთხოვათ. თუმცა მორესნეტმა ნეიტრალიტები ფაქტიურად მეორე მსოფლიო ომის ბოლომდე შეინარჩუნა. ბელგიის შემადგენლობაში ის 1944წელს შევიდა, რის შემდეგაც, ის ევროპის რუკიდან უბრალოდ წაშალეს. ქვეყნის სამახსოვროდ მხოლოდ ის ბოძები დარჩა, რომელიც ადრე საზღვრის აღმნიშვნელი იყო.

მოგეწონათ სტატია? გაუზიარეთ მაშინ ის თქვენს მეგობრებსაც.