ტაივანში თითქმის მზადაა დნმ-ის ფორმის საცხოვრებელი ცათამჯენი

ტაივანის დედაქალაქ ტაიბეი ემზადება ახალი ცათამჯენის გახსნისათვის, რომელიც ნათლად წარმოაჩენს ეკო-დიზაინის შესაძლებლობების თანამედროვე მეგაპოლისებში. ბოლო შტრიხები რჩება ულტრათანამედროვე ნაგებობის დასასრულებლად, რომელსაც სპირალური კონსტრუქცია აქვს, რომელიც დნმ-ის სტრუქტურას იმეორებს. შენობა გახდება იმის დამაჯერებელი მაგალითი, რომ თუ როგორ შეუძლია არქიტექტურას მნიშვნელოვანი რგოლი გახდეს ახალი ეკო-საზოგადოების შექმნისთვის.

უახლოესს ხანებში ტაიბეის ცენტრალურ საქმიან რაიონს დაამშვენებს ცათამჯენი Tao Zhu Yin Yuan ან Agora Garden Tower, უფრო ცნობილი, როგორც ეკო-ცათამჯენი «მწვანე დნმ». ის შემუშავებულია ცნობილი პარიზული კომპანიის Vincent Callebaut Architectures-ის მიერ, რომლის პროექტები სრულიად ორიენტირებულია მდგრად განვითარებასა და შთამბეჭდავი «ცოცხალი» დიზაინის შექმნაზე.

ჯერ კიდევ 2012წელს, მათმა კონცეფციამ კონკურში გაიმარჯვა, რომელიც სინჯინის რაიონში ენერგოდამოუკიდებელი საცხოვრებელი ცათამჯენის მშენებლობის ორგანიზების ფარგლებში ჩატარდა. შთამბეჭდავი კონცეფციის გამოჩენის შემდეგ, მსოფლიო მის რეალიზებასა და გახსნას მოუთმენლად ელოდება, რადგან საცხოვრებელი ცათამჯენისა და მისი საინჟინრო-საკომუნიკაციო მახასიათებლები გვპირდება, რომ ნამდვილად ფანტასტიური იქნება.

პირველი, რაც თვალში გხვდება – დინამიური კონსტრუქციაა, რომელიც დნმ-ის სტრუქტურას იმეორებს. ჩვენი ცნობებით, არქიტექტორებმა ოთხი ძირითადი მიზანი დაისახეს, რომელთა მიხედვითაც ცათამჯენის ფორმა შეიქმნა.

უპირველეს ყოვლისა, ის იდეალურად უნდა მორგებოდა ტაიბეის რაიონში უკვე არსებულ მაღალსართულიან ნაგებობებს.
მეორე კრიტერიუმი კი ის აღმოჩდა, რომ დეველოპერები მაქსიმალურად შეეცადნენ შეექმნან მაქსიმამი კასკადი ვერტიკალური ბაღებისა ღია ცის ქვეშ, რომლებიც F.A.R (იატაკის ოფიციალურ კოეფიციენტში) არ შედის, რაც მნიშვნელოვნად გაზრდიდა მწვანე ფართის რაოდენობას.

მესამე პუნქტი კი გულისხმობდა იმას, რომ ყველა მაცხოვრებლისათვის შენობის მოხრილი ფორმიდან გამომდინარე ტაიბეის ღირშესანიშნაობების პანორამული ხედი უნდა შეეთავაზებინათ. გარდა ამისა, მაქსიმალური ხედი იხსნება მსოფლიოში ცნობილი ტაიბეი 101-ის მიმართულებით.

და ბოლო მეოთხე დეტალი, რომელიც ასევე გათვალისწინებული იქნა იყო, ის რომ მათ სურდათ შეექმნათ დინამიური კონსტრტუქცია განსაკუთრებული გეომეტრიით, რომელიც თითოეული ბინის კონფიდენციალურობას უზრუნველყოფა, დაიცავდა მაცხოვრებლებს როგორც ქუჩიდან, ასევე სხვა ცათამჯენებიდან მომზირალი ცნობისმოყვარე ადამიანებთაგან.

აღსანიშნავია ისიც, რომ სპირალური დიზაინი სასიკეთოდ იმოქმედებს მცენარეთა ზრდაზე, რომლებითაც ცათამჯენის ყველა ტესა თუ ლოჯი გულუხვადაა გაფორმებული. სინუსური ხაზების განსაკუთრებული ესთეტიკა ყველაზე თვალშისაცემია და ამასთანავე საინტერესოა ის გარემოებაც, რომ შენობის ფორმა იცვლება იმის მიხედვით თუ საიდან უყურებ მას. ზოგიერთი კუთხე, მაგალითად, მრგვალ პირამიდას მოგაგონებთ, ზოგი კი ხაზს დრამატულ მოხვევას უსვამს ხაზს, რაც გამვლელებს უჩვეულო ნაგებობისგან აშორებს.

კონსტრუქციის თავისებურებანი: ეკო-ცათამჯენი Tao Zhu Yin Yuan ფართობით 42,7ათასი კვ.მ. მოიცავს 21 მიწისქვწშა სართულს და 4 სართულ სარდაფს. მილისა და ფოლადის სიმრავლის გათვალისწინებით, ცათამჯენი მაქსიმალურად სეისმურად გამძლე ტექნოლოგიებით აშენდება. შენობის დიზაინის განსაკუთრებული თავისებურებაა ორმაგი სპირალი, რომლის თითოეულ დონეზე ორი საცხოვრებელი რეზინდეციაა განთავსებული. ობიექტის ცენტრალური ნაწილი განკუთვნილია საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილების მოწყობითვის, ლიფტების დამონტაჟებისათვის, საერთო დასვენების ადგილების, აუზების, ჩანჩქერების, ზამთრის ბაღებისა და ა.შ. განსათავსებლად.

არქიტექტურული კონცეფცია ნახშირბადის შთანმთქმელი ცათამჯენის «მწვანე დნმ» ეყრდნობა ეკო-დიზაინისა და ენერგეტიკულად თვითმყოფადი საცხოვრებელი კომპლექსის პრინციპებს. მაცხოვრებელთა ელექტროენერგიის უზრუნველსაყოფლად დანერგილია სისტემები, რომლებიც მზისა და ქარის ენერგიას გარდაქმნიან, ასევე გამოიყენება ინტელექტუალური მონიტორინგის ტექნოლოგია, რომელიც წარმოებული ენერგიის გამომუშავებას, შენახვას, მოხმარებასა და ეკონომიას აკონტროლებს.

გარდა ამისა, ყველა სივრცისათვის შექმნილია გათბობის, კონდიცირებისა და ვენტილაციის ეფექტური სისტემები. არც წყლის დაზოგვის ასპექტებია უგულებელყოფილი, რადგან Agora Garden Tower – გიგანტური ვერტიკალური ბაღია, რომელსაც სიცოცხლისათვის წყალი აუცილებლად ესაჭიროება. საცხოვრებელი მაღლივი აღჭურვილია წვიმის წყლის შეგროვების, დასუფთავებისა და მომარაგების საკუთარი სისტემა, რომელიც ახდენს ორგანული ნარჩენების უტილიზაიას და მას მცენარეების მოსავლელად ხელმეორედ იყენებს.

კონცეფციის დაგეგმვისა და განხორციელების დროს, ავტორები თანამშრომლობდნენ ტაივანურ ფირმასთან LKP Design, ლოს-ანკელესში ინტერიერის დიზაინის სტუდიასთან Wilson & Associates (WA) და ლანდშაფტის დიზანის ფირმასთან SWA (სან ფრანცისკო), რომლებიც ორიენტირებულნი იყვნენ მდგრადი განვითარებისა და ნახშირბადის შთანმთქვავი არქიტექტურის დანერგვით, რაც ხელს შეუწყობს დედამიწის ტემპერატურის შემცირებას.

ამ მიზნის მისაღწევად ცათამჯენზე 23ათასი მცენარე დაირგვება. ხეები, ბუჩქები და ყვავილები კასკადურ აივნებსა და თითოეული ბინის ტერასაზე განთავსდება. პროექტის ავტორთა თქმით, ასეთი მძლავრი ვერტიკალური ბათი ნახშირბადის წლიური შეწოვა 130ტონას მიაღწევს, რაც თითქმის 5-ჯერ აღემატება ამ ტერიტორიის ტრადიციულ გამწვანებას. ეკოლოგიური კომპონენტის გარდა, «მწვანე დნმ» რამოდენიმე წელში ულამაზეს სკვერად გადაიქცევა, რომელიც წლის ნებისმიერ დროს აყვავილებული იქნება, რადგანაც ფირმა SWA-ს წარმომადგენელმა სპეციალისტებმა სპეციალურად მარადმწვანე მცენარეები შეარჩიეს.

იმედია ეს პროექტი იმასაც გაითვალისწინებს, რომ ვერტიკალური ბაღები მუდმივ რეჟიმში პროფესიონალურ მოვლა-პატრონობას საჭიროებს, რათა მცენარეები მწერების ბუდედ არ გადაიქცეს.