ვერტიკალური ბაღი სახლისათვის: რჩევები დასამზადებლად და საინტერესო იდეები შესაქმნელად

ვერტიკალური ბაღი თანამედროვე დიზაინერული გადაწყვეტაა, რომელიც არა მხოლოდ ესთეტიკურ სიამოვნებას მოგანიჭებთ, არამედ გარემოსთვისაც სასარგებლოა. ჩვეულებისამებრ ისინი ფასადისა და კედლების გასაფორმებლად გამოიყენება, თუმცა ახალმა ტრენდებმა მათი გამოყენება ბინის ინტერიერშიც დანერგეს. ვერტიკალური ბაღით ლამაზად შეგიძლიათ მორთოთ აივანი ან ნებისმიერი ოთახი სახლში, გახადოთ მათი გაფორმება მოდური, არაორდინალური და დამამშვიდებელი. დღევანდელ სტატიაში შემოგთავაზებთ იდეებისა და რჩევების ნაკრებს, რომლებიც იდეის განხორციელებაში დაგეხმარებათ.

1. ვერტიკალური ბაღის შესაქმნელად საჭირო აუცილებელი ინსტრუმენტები

საკუთარი ხელებითა და მცირე დანახარჯებით ვერტიკალური ბაღის მოწყობას სირთულეს არ წარმოადგენს. შესაფერისი კონსტრუქციის დამზადების ყველაზე მარტივი მეთოდია ხის პლატას გამოყენებას. მისი ყიდვა სამშენებლო მაღაზიაში შეგიძლიათ. ვერტიკალური ბაღის გასაკეთებლად ასევე დაგჭირდებათ ავეჯის სტეპლერი კავებით, სახეხი ქაღალდი, ჩაქუჩი და ლურსმნები. რასაკვირველია, დამატებით დაგჭირდებათ ყვავილების თესლები ან ნერგები, შეგიძლიათ, როგორც ოთახის, ასევე ქუჩის მცენარეები გამოიყენოთ, და ბოლოს, კიდევ ერთი აუცილებელი ელემენტია ბადე, რომელიც ნიადაგს სარეველებისაგან დაიცავს და ბუნებრივი დაცვა იქნება, რომ ნიადაგი არ დაიფანტოს.

2. ვერტიკალური ბაღის ბაზის ფორმირება

უპირველეს ყოვლისა საჭიროა ხის პლატას დამუშავება, რათა მასზე არ დარჩეს მრუდე, ხაოიანი და ნაპრალებიანი ადგილები. ამისათვის საჭიროა ხარისხიანად იმუშაოთ სახეხი ქაღალდით. ამის შემდეგ კი საჭიროა პლატას გვერდები და უკანა ნაწილი დამცავი მასალით დაფაროთ, რომელიც ფიტოკარის შიგნით ნიადაგს დაიჭერს. რეკომენდირებულია არა ერთი, არამედ ორი ფენის გამოყენება. მასალა თანაბრად გაჭიმეთ, შემდეგ კი იგი ხეზე ავეჯის სტეპლერისა და კავების გამოყენებით დაამაგრეთ. კავებს შორის მანძილი მცირე უნდა იყოს, რათა მიწა თავისი სიმძიმის გამო არ გაიფანტოს.
პლატა ისე უნდა განთავსდეს, რომ მცენარეები წინა მხარეს აღმოჩნდეს, ხის ბაზა კი კედელზე მიემარგოს.

3. ვერტიკალურ ბაღში მცენარეების დარგვა

მცენარეების დასარგავად პლატა წინა ნაწილით ზემოთ უნდა მოათავსოთ. ფიტოკედელის ზედა მხარე მდებარეობს იქ, სადაც პლატას ის მხარეა, რომელიც დამცავი მასალით არაა დაფარული. ნაყიდი ნიადაგი იყრება პლატაში და იტკეპნება, რათა მიწის ფენა წარმოიქმნას. მცენარეები ერთმანეთთან მიჯრით უნდა დარგოთ, რათა მათი ფესვთა სისტემა ერთმანეთში გადაიხლართოს და არაბუნებრივ მდგომარეობაში ერთმანეთი ბუნებრივი გზით დაიჭირონ. იმისათვის, რომ ყვავილებმა ფესვი გაიდგას და ყვავილობა დაიწყოს, დატოვეთ ჰორიზონტალურ მდგომარეობაში არანაკლებ ორი კვირის მანძილზე. ვერტიკალურ ბაღში დარგული ყვავილები ხშირ მორწყვას საჭიროებენ, რადგანაც მიწა სწრაფად შრება.

სასარგებლო ინფორმაცია: ფიტოკედელი ყველა ინტერიერში ლამაზად და არაორდინალურად გამოიყურება. თუმცა ამასთანავე სასარგებლო ფუნქციასაც ასრულებს. მაგალითად, ის ბუნებრივი ბარიერია ზედმეტი ხმაურისათვის და მისი საშუალებით შესაძლოა დეკორატიული გამყოფის გაკეთება.

4. ფიტოკედელი ქუჩაში

ფიტოკედელის გამოყენებით ტერასაზე თუ ეზოში შეგიძლიათ მოსასვევენელი მყუდრო მწვანე კუთხე შექმნათ. ჰარმოენიულად გამოიყურებოდეს იქნება მცენარეთა ყველა ტიპი, როგორც აყვავილებული, ასევე ჩამოკიდული.

5. არაორდინალური განლაგება

ცალკეული ქოთნებით, რომლებიც პირდაპირ კედელზე ან ხის ბაზაზე იქნება მიმაგრებული, შეგიძლიათ უნიკალური და ორიგინალური კომპოზია შექმნათ. ეს მიდგომა განსაკუთრებით თანამედროვე ინტერიერში გამოგადგებათ.

6. სწორი განათება

ყვავილების დიდი რაოდენობა გასაოცარ ეფექტს ქმნის. რათა მას მაქსიმალურად გაუსვათ ხაზი, საჭიროა შესაფერის განათებაზეც იზრუნოთ. განსაკუთრებით მაშინ თუ ფიტოკედელზე განთავსებული მცენარეები სინათლის სიყვარულით გამოირჩევა, თუმცა ცუდად განათებულ ოთახში ან კუთხეშია განთავსებული. რამდენიმე პროჟექტორი ან პატარა ნათურა ფიტოკედლის დიზაინში გადამწყვეტ როლს შეასრულებს.

7. ელეგანტური გადაწყვეტილება

ვერტიკალური ბაღი აუცილებელი არაა უწყვეტ კედელს წარმოადგენდეს. მეტად ორიგინალური ვარიანტია გამოიყენოთ რამოდენიმე ძველი სარკისა თუ ნახატის ჩარჩო. მათი წყალობით მცენარეები სულ სხვა ელფერს შეიძენენ და ინტერიერს უფრო იდუმალსა და ექსკლუზიურს გახდიან.

8. ვერტიკალური კედლის ბიუჯეტური გაფორმება

ვერტიკალური ბაღის გაკეთება ჩვეულებრივი პლასტმასის ბოთლების გამოყენებითაც შეგიძლიათ. ამისათვის საჭიროა ისინი გადაჭრათ და ხის ბაზაზე დაამაგროთ, მაგალითად, პლატაზე ან ძველ დაფაზე, ან ბადესა და მავთულზე. თითო ბოთლში თითო მცენარე უნდა ჩარგოთ.

ამ ტიპის მასალების გამოყენებისას რეკომენდირებულია ისეთი მცენარეების გამოყენება, რომლებიც გაზრდის შემდეგ პლასტმასის ბოთლების დაფარვას შეძლებს. მეტად მარტივი და ეკონომიური გადაწყვეტილებაა.