
ზამთარში ყინულზე წაქცევა ნამდვილად არავის სურს. დაცემა ყოველთვის არასასიამოვნო და მტკივნეული ამბავია. გარდა ამისა, ასაკთან ერთად იმატებს ტრავმის მიღების რისკიც. ამიტომაც ყველა დაინტერესებულია იმით, რომ იპოვოს რაიმე ხერხი, რისი დახმარებითაც ფეხსაცმელი სრიალა აღარ იქნება. დღევანდელ სტატიაში რამოდენიმე ხრიკს შემოგთავაზებთ.
პირველ რიგში უმჯობესია მოიშოროთ მთელი ილუზია იმისა, რომ არსებობს ფეხსაცმელი, რომელიც მოყინულ გზაზე სრიალა საერთოდ არ იქნება. უსაფრთხოების სრულ გარანტიას ალპინისტური აღჭურვილობაც კი ვერ მოგცემთ, თუმცა რასაკვირველია მათი ეფექტურობა ყველაზე მაღალია. თუმცა იმაშიც ნამდვილად დამეთანხმებით რომ სამსახურში ამ ტიპის ფეხსაცმლით ვერ ივლით. დღესდღეობით ინტერნეტში ბლომად შეხვდებით სხვადასხვა რჩევებს, მაგრამ მერწმუნეთ აუცილებელია გესმოდეთ, რომ თავდაჯერებული სიარულისა და მოყინული ადგილებისათვის თავის არიდებისა ან სპეციალური «რელიეფური» ფეხსაცმლის გამოყენების გარდა, სხვა ყველა რჩევა უსარგებლოა.
1. “აბრაზიული” უნარების გაზრდა
ხშირად ინტერნეტში არსებული რჩევების უმეტესობა ადამიანებს ასწავლის, რომ ყინულზე წონასწორობის შესანარჩუნებლად საჭიროა ფეხსაცმლის “აბრაზიული” უნარების გაზრდა. თეორიულად მსგავსმა რჩევამ უნდა იმუშაოს, თუმცა პრაქტიკაში უკეთესს ვისურვებდით. რეკომენდაციები სხვადასხვანაირი შეიძლება იყოს: ძირზე საიზოლაციო ლენტის, ლეიკოპლასტირის ან სახეხი ქაღალდის მიწებება; ზამთრის ფეხსაცმლის საპარსი ქაფით, სამონტაჟო ქაფით ან ლაქით დაფარვა. ყველა ეს და სხვა “სასარგებლო” რჩევები ფეხსაცმლის ვიზუალს აფუჭებს, დისკომფორტის შექმნელია და ვერც ეფექტურობით დაიკვეხნის.
2. სოგმანების დამაგრება
უფრო რაციონალური და საფუძვლიანი ვარიანტია სოგმანების დამაგრება. ზამთრის ფეხსაცმლის ბევრი ისეთი მოდელი არსებობს, რომლებსაც ჯერ კიდევ ქარხნული წარმოებისას უკვე აქვთ თავისი სოგმანები. ცუდი იდეა როდია, ხელთ არსებული მასალებისგან ფეხსაცმელზე სოგმანების დამაგრება. თუმცა თუ ფეხსაცმლის ხელოსანი არ ხარ, უმჯობესია სპეციალისტს მიმართოთ, რომელიც სამუშაოს ხარისხიანად და აკურატულად შეასრულებს. სხვა შემთხვევაში ფეხსაცმლის გაფუჭების რისკი მაღალია.
3. სამაჯურების გამოყენება
საუკეთესო ვარიანტი სპეციალური სოგმანებიანი სამაჯურის ყიდვაა, რომელიც ფეხსაცმელზე გარედან კეთდება. მოსახსნელი სამაჯურების არაერთი მოდელი არსებობს. ყველაზე მარტივი და ხელმისაწვდომი რეზინის ვარიანტებია, რომლებიც ფეხსაცმლის ძირს ეცმევა. მათი დამაგრებისა თუ მოხსნისასთვის ფაქტიურად ერთი ხელის მოძრაობაა საკმარისი. მარტივი და ეფექტური ვარიანტია.