
ზოგჯერ საცხოვრებლის გაფორმების ტრადიციული მიდგომების დაცვა მასში ზედმეტი ნივთების გაჩენასა და ვიზუალურ ხმაურს იწვევს. დღევანდელ სტატიაში გაგიზიარებთ თუ რა ცვლილებების განხორციელება გმართებთ, რათა სივრცე ვიზუალურადაც გაიზარდოს და სინამდვილეშიც.
1. დაუყონებლივ მოიცილეთ იატაკიდან ხალიჩები
იატაკზე ხალიჩები წარსულის გადმონაშთია. ხალიჩაზე ძალიან დიდი რაოდენობის მტვერი გროვდება, რომელთანაც გამკლავება ძვირადღირებული მტვერსასრუტისთვისაც კი სირთულეს წარმოადგენს. გარდა ამისა, ხალიჩაში მტვრის ტკიპები იბუდებენ, რომლებიც საშიშია ადამიანებისა და ცხოველებისათვის, შესაძლოა ალერგიული რეაქცია და ასთმა გამოიწვიონ. როცა ხალიჩა არაა, ბინა ვიზუალურად უფრო ფართოდ გამოიყურება.სუნთქვა, როგორც პირდაპირი, ასევე გადატანითი მნიშვნელობით, უფრო მარტივი ხდება.
2. შეცვალეთ მედიდური ტექსტილის ფარდები ფარდა ჟალუზებით
ტექსტილის ფარდები არა მხოლოდ ტონობით მტვერს აგროვებს, არამედ ოთახს სივრცესაც პარავს. თუ მათ ფარდა ჟალუზებით ჩაანაცვლებთ, სახლში გაჩნდება დამატებითი ადგილი იოგისთვის, ბავშვების სათამაშოდ ან თუნდაც პატარა მყუდრო ყავის მაგიდისათვის. უბრალოდ მოიშორეთ ფარდები და ფანტაზიებიც უმალვე გეწვევათ!
3. გასაშლელი დივანი ტახტრევანით ჩაანაცვლეთ
გასაშლელი დივანი მეტად საზიანოა ხერხემლისათვის და ამასთანავე ოთახში ზედმეტად დიდ სივრცეს იკავებს. ადამიანს ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად სწორ მყარ ზედაპირზე ძილი ესაჭიროება. გასაშლელი დივანის შეერთების ადგილები ხერხემლის ჯანმრთელობისათვის შეუთავსებელია. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ტახტრევანი, როგორც წესი, გასაშლელ დივანზე იაფია.
4. 4-5 გიგანტური კარადა ერთი კარადა-კუპეთი ჩაანაცვლეთ
კოლაჟზე კარგადაა წარმოჩენილი ის ფაქტი, რომ კარადებისა და თაროების გადაჭარბებული რაოდენობა კარგად ნამდვილად არ გამოიყურება. თანამედროვე კარადა-კუპე კედელშივე იდგმება და სივრცის ეკონომიის საშუალებას იძლევა. აი რაც შეეხება თაროებს, კარადის შიგნით მათ განლაგებას უკვე თქვენ გადაწყვეტთ.
5. პერსონალური კომპიუტერის კუთხის მაგიდა ლეპტოპის დასადები მაგიდით ჩაანაცვლეთ
ბოლო ხანებში ბიუჯეტური ლეპტოპი მთელი ოჯახისათვის კარგი გადაწყვეტილებაა. ისმის კითხვა, მაშინ რაღა საჭიროა გიგანტური პერსონალური კომპიუტერის კუთხის მაგიდა, რომელიც საკმაო სივრცეს იკავებს? არ ჯობს ის უფრო თანამედროვე ვარიანტით ჩაანაცვლოთ? რომელიც ჯამში მაქსიმუმ ერთი კვადრატულ მეტრს თუ დაიკავებს. გარდა ამისა საჭიროების შემთვევაში ამ მცირე ზომის მაგიდაზე პერსონალური კომპიუტერის დატევაც შესაძლებელია.