
მცირე ზომის ბინებში დიზაინერულმა გადაწყვეტილებამ შესაძლოა ფინანსებიც დაგაზოგინოთ ახალი სახლის შეძენაზე და ამავდროულად საშინელი შედეგებიც გამოიწვიოს. სახლის რემონტსისას მნიშვნელოვანი ნიუანსებია გასათვალისწინებელი, ეს განსაკუთრებით ბინის დაგეგმარებაში ცვლილების შეტანას ეხება. რემონტისას ყურადღება ამ პუნქტებს მიაქციეთ.
გადაწყვეტილება მცირე ზომის ბინისათვის
დავიწყოთ სამზარეულოთი. აქ უსიამოვნებანი ყველაზე ხშირად ხდება. პირველ რიგში, თუნდაც ყველაზე გამოცდილ ხელოსნებსაც კი, რომლებიც რემონტს საკუთარი ხელით აკეთებენ, არ ვურჩევდით გაზქურის დენის წყაროსთან საკუთარი ძალებით მიერთებას. უმჯობესია არ დაიზაროთ და თქვენივე უსაფრთხოებისათვის სპეციალური სამსახური გამოიძახოთ.
ყველაზე ხშირად ხანძარი სწორედ რომ სამზარეულოში ხდება იმ მიზეზით, რომ რემონტისას მეპატრონემ წესები არ დაიცვა ან უბრალოდ საყოფაცხოვრებო ტექნიკა ჩართული დარჩა. სამზარეულოში არ შეიძლება ტულისა და ფარდის დაკიდება. თუ გაზქურა ჩართული იქნება, ხოლო ფანჯარა ღია აღმოჩნდება, ქარის შემთხვევაში ტული ცეცხლისკენ გაიწევს. ამაზე მიზეზით არაა რეკომენდირებული ნივთების გასაშრობი თოკის გაზქურის ზემოთ განთავსება. დღესდღეობით უამრავი უსაფრთხო ფარდა იყიდება: მეტალის ჟალუზისგან დაწყებული ცეცხლგამძლე ფარდით დამთავრებული.
ყველა წესის თანახმად გაზქურა ფანჯრიდან მაქსიმალურ დაშორებაზე უნდა განათავსოთ. გამწოვსა და გაზქურას შორის კი დაშორება არანაკლებ 70სმ უნდა იყოს. საჭიროა გამწოვი რეგულარულად გაწმინდოთ. ასე დაბლა განთავსებული გამწოვი და თან ცხიმის ნადებით – ხანძრის კიდევ ერთი კერაა. არ შეიძლება სამზარეულოს კარის მოხსნა თუ გაზქურას მოიხმართ.
დენქცვიტა სამზარეულოში ნიჟარიდან არანაკლებ 60სმ დაშორებით უნდა იყოს. მართალია თანამედროვე მშენებლები გვეუბნებიან, რომ უახლოესი მოდელების დასველება პრობლემა აღარაა, გირჩევდით მაინც ნუ გარისკავთ. ასევე სპეციალისტები გვირჩევენ, რომ დენქცვიტა განვალაგოთ არა მხოლოდ ხელის დონეზე, არამედ იატაკთან ახლოსაც. მაგალითად თუ მტვერსასრუტს ჩართავთ, ზედა დენქცვიტა შესაძლოა გამოერთდეს.
საცხოვრებლის დაგეგმარებაში ცვლილების შეტანა
ცვლილებები შესაბამისი ინსტანციების დაცვით უნდა მოხდეს. პირველ რიგში, უსაფრთხო არაა კედლის დანგრევა, რადგანაც ის შესაძლოა საყრდენი აღმოჩნდეს. თუ გსურთ ლოჯისა და მისაღების გაერთიანება, ან კიდევ სააბაზანოსა და საპირფარეშოს ერთ სივრცედ გადაქცევა, საჭიროა ნებართვა აიღოთ.
გარდა ამისა, უნდა აღინიშნოს იცის, რომ დაგეგმარებაში ცვლილების შეტანა ყველა ბინაში როდია შესაძლებელი, განსაკუთრებით კი ძველ სახლებში. თუ ამგვარ რემონტს ნებართვის გარეშე განახორციელებთ, შესაძლოა შედეგად არაერთ სიამოვნებას გადაეყაროთ. მაგალითად, კეთილმა მეზობელმა შესაძლოა განცხადება დაწეროს და ინსპექტორმა შეამოწმოს თუ რას აკეთებთ. იგივე შეიძლება მოხდეს სახლის გაყიდვის დროსაც.
იმისათვის, რომ უსიამოვნებებს თავი აარიდოთ, რემონტისას უსაფრთხოების წესებს ნუ დაივიწყებთ. უმჯობესია კონსულტაცია სპეციალისტთან გაიაროთ და სადაც კომპეტენცია არ გყოფნით, იქ თვითნებური გადაწყვეტილებები არ მიიღოთ. მართალია ეს გარკვეულ ხარჯებთანაა კავშირში, მაგრამ მაინც უკეთესია ვიდრე ჯარიმა ან რაიმე უბედური შემთხვევის გამო ბინის გარეშე დარჩენა. გაუფრთხილდით თავს და ნუ ჩაიდენთ დაუფიქრებელ ქმედებებს.