როგორ გამოვიყენოთ ქაღალდის ხელსახოცები: 10 სასარგებლო ხრიკი ცხოვრების სხვადასხვა შემთხვევისათვის

Rolls of paper towels on table indoors

ქაღალდის ხელსახოცი – ყველა სამზარეულოს კარადაში აუცილებლად უნდა იყოს. ეს მეტად მოსახერხებელია დაბინძურების მოსაცილებლად თუ მზადების პროცესში დაღვრილის მოსაწმენდად. გარდა ამისა, იქიდან გამომდინარე რომ ამ ტიპის ხელსახოცები ერთჯერადია მათი გარეცხვაც არ მოგიწევთ და ამაზე დროის დახარჯვა. მაგრამ იცით კი თუ კიდევ რაში შეგიძლიათ ქაღალდის ხელსახოცების გამოყენება?

1. ცხიმის მოშორება

ამა თუ იმ კერძის მომზადებისას, მაგალითად ბულიონის, ყოველთვის როდი გამოგვდის ცხიმის რაოდენობის გაკონტროლება, თუმცა ეს იმედგაცრუების მიზეზი ნამდვილად არაა, რადგანაც ზედმეტი ცხიმის მოშორებაში ქაღალდის ხელსახოცი დაგეხმარებათ. ამისათვის ხელსახოცით დაფარეთ დიდი საცერი და ის სუფთა ქვაბის ზემოთ მოათავსეთ, ნელ-ნელა გადმოღვარეთ ბულიონი. ხელსახოცი ცხიმის ნაწილაკებს შეაჩერებს, რის შედეგადაც ბულიონი უფრო დიეტური გახდება.

2. ზეთოვანი ლაქების მოსაცილებლად

ყველა სამზარეულოში ერთ-ერთი გამორჩეულად შემაწუხებელი პრობლემა მაგიდაზე, გაზქურაზე, ხელებსა და ქილებზე გაჩენილი ზეთოვანი ლაქებია. მათი თავიდან ასაცილებლად ხელსახოცის მცირე რაოდენობა ბოთლის ირგვლივ შემოახვიეთ და რეზინის საშუალებით დაამაგრეთ. თუ რამოდენიმე წვეთი ბოთლის თავიდან დაბლა დაიღვრება, ქაღალდი მას შეაჩერებს და შეიწოვს, შედეგად კი სამზარეულო თუ თქვენი ხელები სუფთა დარჩება.

3. საღებავისა და ფანქრის ლაქების მოცილება

თუ სახლში ბავშვები გყავთ, მათი შემოქმედების ნაკვალევს ვერსად წაუხვალთ. ხშირად ფანქრებისა თუ აკვარელის ნაკვალევი რჩება კაფელზე, იატაკზე, კარადების კარებსა და სამზარეულოს გარნიტურაზე. თუ ლაქები დროულად იქნა აღმოჩენილი და მათ გაშრობა ჯერ ვერ მოასწრეს, ქაღალდის ხელსახოცი მოიმარჯვეთ. მიადეთ ის დაბინძურებულ ადგილს და ზემოდან რამოდენიმეჯერ გახურებული უთო გადაუსვით – ყველა ფერადი ლაქა ქაღალდზე გადმოვა.

4. სალათიდან ტენის მოშორება

სალათის მომზადებისას ყველაზე უსიამოვნო ზედმეტი ტენი თუ წვენია, რომელიც კერძის ვიზუალსა და გემოს აფუჭებს. თუმცა ნუ დაღონდებით, მსხვილი საცერი ქაღალდით დაფარეთ და ბოსტნეული მასზე რამოდენიმე წუთით დატოვეთ. ქაღალდი ზედმეტ სითხეს შეიწოვს.

5. ფილტრაცია

ხშირად ყავისა და დასაყენებელი ჩაის მოყვარულებმა შესაძლოა სამზარეულოში ფილტრი ვერ მოიძიონ, ამ შემთხვევაში მისი ჩანაცვლება ჩვეულებრივი ქაღალდის პირსახოცითაც შეგიძლიათ. ამისათვის საჭიროა ის ისე დაკეცოთ, რომ რამოდენიმე ფენა მიიღოთ, ხოლო უკვე შემდგომ მასზე ცხელი სასმელი გადმოღვაროთ. ქაღალდის სისქე ნადებს სრულად გაუმკლავდება და ერთგვარი ფილტრის როლს შეასრულებს.

6. ბეკონის მომზადება

სახლის პირობებში მომზადებული ბეკონი მაღაზიაში შეძენილიდან საკმაოდ განსხვავდება თუნდაც იმით, რომ ნაკლებ ხრაშუნაა. კერძის სწორად მოსამზადებლად, გამოიყენეთ ქაღალდის ხელსახოცი. ხორცის ტაფაზე მოთავსებამდე, ისინი ოდნავ დაასველეთ, შემდეგ კი როცა ბეკონი შეიწვება, ის ქაღალდის ხელსახოცზე გადმოდეთ, რათა მან ზედმეტი ცხიმი შეიწოვოს. ტენისა და ზეთის მოცილება ხორცს საშუალებას მისცემს გამოშრეს და უფრო ხრაშუნა გახდეს.

7. მწვანილის სიჯანსაღის შენარჩუნება

ყველასთვის ცნობილია ისეთი პრობლემა, როგორიცაა ახლად შეძენილი მწვანილის მალე ლპობა, თუმცა აუცილებელი არაა ის აუცილებლად გაახმოთ ან საყინულეში მოათავსოთ, სადაც მწვანილის გემო საგრძნობლად გაუარესდება და ამასთანავე სასარგებლო თვისებებს დაკარგავს, არამედ შეგიძლიათ ისინი უბრალოდ ქაღალდის ხელსახოცში გაახვიოთ და ისე შეინახოთ მაცივარში, ქაღალდი შეაკავებს ტენს და არ მისცემს მას ფოთლებთან მიკარების საშუალებას, რითი წყალობითაც მწვანილი დიდხანს აღარ დალპება.

8. ბოსტნეულის მომზადება

ბოსტნეული – ეს ისაა, რაც ყოველ სეზონზე უნდა მოამზადოთ, რათა რაციონში აუცილებელი მრავალფეროვნება შემოიტანოთ. მომზადების ყველაზე მარტივი ხერხია მიკროტალღური ღუმელის გამოყენება. თუმცა ყველა პროდუქტი, რომელსაც მიკროტალღურში მოამზადებთ, რეზინის მსგავსი ხდება. ამის თავიდან ასაცილებლად ღუმელში მოთავსებამდე კონტეინერი ან ჯამი ქაღალდის ხელსაცოხში გაახვიეთ.

9. სტეიკის მომზადება

იდეალური სტეიკი – ყველა მზარეულის ოცნებაა, რომელსაც ხორცი ცხოვრებაში ერთხელ მაინც მოუმზადებია. მის მოსამზადებაში ქაღალდის ხელსახოცი დაგეხმარებათ. ხორცი გარეცხვის შემდეგ ყველა მხრიდან გაამშრალეთ და ისე მოათავსეთ ტაფაზე. ასე ხორცი შიგნიდან წვიანი დარჩება, თუმცა არ დაიშლება.

10. შაქრის რეანიმირება

ლერწმის შაქრის მთავარი პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ გარკვეული დროის მერე ის ფხვიერი აღარაა და იცვლება მისი მდგრადობა. მისი რეანიმირებისათვის შაქარი მცირე ზომის ჯამში გადაყარეთ და თავზე სველი ქაღალდის ხელსახოცი დააფარეთ, შემდეგ კი მიკროტალღურ ღუმელში ან ჩვეულებრივ გაზქურის ღუმელში მაქსიმუმ ერთი წუთით მოათავსეთ. ტენი და ტემპერატურა შაქარს დაეხმარება პირვანდელი ფხვიერება დაიბრუნოს.