
ისე გამოვიდა, რომ არაერთ ბინაში აივანი თუ ლოჯი საკუჭნაოდ იქცა, სადაც ყოველივე არასაჭირო ინახება. თუმცა შესაძლებელია ეს სივრცე სათავსოდ ისეც იქნას გამოყენებული, რომ ესთეტიკა შენარჩუნებული იყოს. მაგალითად, მოაწყოთ მოსასვენებელი ზონა, განათავსოთ კარადები ორგანაიზერებითა და ყოველივე ზედმეტი ნივთი კი უბრალოდ გადაყაროთ. დღევანდელ სტატიაში გაგიზიარებთ თუ რომელი ნივთების შენახვაა აივანზე მიზანშეწობილი, რათა ის საწყობად არ აქციოთ.
1. ხილისა და ბოსტნეულის მარაგი
თუ გიყვართ ხილის, ბოსტნეულისა და სხვა პროდუქტების მარაგის გაკეთება, მათი სადმე განთავსებაც მოგიწევთ. მაცივარი – ცუდი აზრია, რადგან ყველა პროდუქტის დაბალ ტემპერატურაზე შენახვა არ შეიძლება. ოპტიმალური პირობებია მცირეოდენი ტენი და სიმშრალე. კიდევ ერთი ვარიანტი – სამზარეულოში ცალკე ყუთი გამოყოთ, მაგრამ ამ შემთხვევაში ქვაბების გადაადგილება მოგიწევთ, ადგილი კი, როგორც წესი, საკმარისი მაინც არ აღმოჩნდება. გამოსავალი აივანია. დადგით ცალკე კარადა ან შესანახი კალათები. მთავარია, რომ ის არ გამოიყურებოდეს, როგორც ერთმანეთზე მიყრილი ტომრები ან ყუთები.
2. კონსერვირება
სახლში დამზადებული თუ მაღაზიის კონსერვები გახსნამდე სასურველია მაცივარში არ შეინახოთ. სად? თაროებიან კარადაში, რომელიც აივანზეა ორგანიზებული. განათავსეთ ქილები პროდუქტის ნაირსახეობების ანდაც ქილების ზომის მიხედვით, რათა ორიენტირება გაიმარტივოთ. გაითვალისწინეთ მათი წონა და რაოდენობა, რათა თაროები მყარი გამოგივიდეთ. სასურველია, რომ აივანი თბებოდეს, რადგანაც სხვა შემთხვევაში კონსერვები შესაძლოა გაფუჭდეს.
3. მარცვლეული
კიდევ ერთი პროდუქტი, რომლის მარაგის გაკეთებაც მოგვწონს. რათა წიწიბურას, ბრინჯისა და სხვა მარცვლეულის შეკვრებით სამზარეულო არ გადაავსოთ, შეგიძლიათ პროდუქტი აივანზე განათავსოთ. მათთვის შესაძლოა ღია ან დახურული თაროები გააკეთოთ. მარცვეულისთვისას მნიშვნელოვანია რომ აივანი თბებოდეს.
4. ველოსიპედი
პროდუქტების გარდა აივანზე შეგიძლიათ სხვადასხვა საყოფაცხოვრებო და პირადი ნივთები, სპორტული აღჭურვილობა განათავსოთ. მაგალითად, ველოსიპედი. მოსახერხებელი გადაწყვეტილება თუ სახლში საკუჭნაო არაა ან ინვენტარისათვის განკუთვნილი სპეციალური კარადა. შეგიძლიათ ველოსიპედი აკურატულად განათავსოთ, თუმცა უფრო პრაქტიკული ვარიანტიც არსებობს. მაგალითად, იყიდეთ სპეციალური კაუჭები და სამაგრი, რათა ის კედელზე საიმედოდ დააფიქსიროთ.
5. საბურავები
ავტომფლობელთა ხშირი პრობლემაა თუ სად შეინახოთ სეზონური საბურავები. მით უფრო თუ არც ავტოფარეხი, აგარაკი თუ სხვა შესანახი ადგილი არ აქვთ, მათი დატოვება აივანზე უწევთ. საბურავი ესთეტიკას ნამდვილად ვერაფერს შეჰმატებს, პირიქით ვიზუალურად აივანს აუხეშებს კიდევაც, თუმცა აქაც არსებობს გამოსავალი: ის შეგიძლიათ დამალოთ ან შეფუთოთ, ამისათვის კი დიდი ზომის კარადა დაგჭირდებათ. უკიდურესს შემთხვევაში შეგიძლიათ საბურავები დეკორატიულ ელემენტად აქციოთ.
6. დამატებითი ავეჯი
მცირე ზომის ბინაში ყოველთვის არ გამოდის ყველა საჭირო ავეჯის დატევა, მაგალითად, იმ შემთხვევაში თუ სტუმრები მოვლენ, დამატებითი სკამები და შედარებით დიდი ზომის მაგიდა გახდება საჭირო, ისინი კი ინტერიერს ნამდვილად არ შეეფერება. დამატებითი ავეჯის გატანა აივანზე შეგიძლიათ. სკამები შეგიძლიათ კაუჭებზე ჩამოკიდოთ, დაკეცილი მაგიდა კი კუთხეში მიდგათ. მაგრამ გაითვალისწინეთ ის, რომ აივანზე უნდა თბილოდეს, სხვა შემთხვევაში ავეჯი გაფუჭდება.
7. სარეცხის საშრობი
ზოგს სარეცხის გაშრობა თოკზე მოსწონს, სხვები კი უპირატესობას სპეციალურ საშრობს ანიჭებენ. რათა საშრობმა მინიმალური სივრცე დაიკავოს, მიაგარეთ ის აივნის კედელზე და მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში გაშალეთ. მთავარია კომპაქტური კონსტრუქცია შეარჩიო, რომელიც ბევრ ადგილს არ იკავებს. შეგიძლიათ საშრობი კარადაშიც მოათავსოთ. ასე უკეთესიც კია, რადგან უფრო ესთეტიურია.
8. საუთოებელი დაფა
აივანზე შეგიძლიათ მთელი საყოფაცხოვრებო კარადა მოიწყოთ, სადაც საშრობი, საუთოებელი დაფა, სარეცხი საშუალებები და დალაგებისათვის აუცილებელი ინვენტარი დაეტევა. შეგიძლიათ აივანზევე იქონიოთ დენცქვიტა და ტანსაცმელი იქვე გააუთოვოთ. გარდა ამისა, ასეთ კარადაში შეგიძლიათ შეინახოთ მტვერსასრუტი, იატაკის საწმენდი ჯოხი, სათლი, ინსტრუმენტები და სხვა ინვენტარი.
9. ჩემოდნები
ხშირად დადიხართ სამოგზაუროდ? მაშინ სავარაუდოდ სახლში რამოდენიმე ჩემოდანი გაქვთ, რომლებიც ძვირფასს ადგილს იკავებენ. პირველ რიგში, მათში შეგიძლიათ ნაკლებად გამოყენებადი ნივთები მოათავსოთ, მეორეს მხრივ კი ჩემოდნები აივანზე განათავსოთ სპეციალურ დახურულ კარადაში. წინააღმდეგ შემთხვევაშ ჩემოდანი შესაძლოა გახუნდეს, მისმა მასალამ კი თავისი თვისებები დაკარგოს.
10. ნაგვის სორტირებისათვის
თუ ნაგვის სორტირება გადაწყვიტეთ. შეგიძლიათ ნარჩენების შესანახი ადგილი აივანზე მოაწყოთ. დადგით კონტეინერების სხვადასხვა ტიპის ნაგვისათვის და ისინი პერიოდულად შეავსეთ. გამოვა მთელი სტელაჟი ღია და უმჯობესია დახურული ყუთებით. გახსოვდეთ, რომ ჩაბარების პუნტქში მხოლოდ გარეცხილი ნარჩენები უნდა მიიტანოთ. ამიტომაც შეგიძლიათ არ იდარდოთ, რომ აივანზე უსიამოვნო სუნი დადგება. უბრალოდ პლასტმასის ქილები თუ კონტეინერები გამოყენების შემდეგ აუცილებლად გარეცხეთ.