მეორადი დიდი საკუთარი სახლი იმედგაცრუებად იქცა

დიდი საკუთარი სახლი არის ის, რაზეც ყველა ოცნებს, მაგრამ საკუთარ თავს კითხვა უნდა დავუსვათ, ეს ნამდვილად ისაა, რას გვსურს? ადამიანები მიდრეკილები არიან ეიფორიისადმი და დაუფიქრებელი გადაწყვეტილებების მიღებისადმი. თუ ეს რაღაც წვრილმანია, გამოსწორებაც მარტივია, მაგრამ სახლთან მიმართებაში ესე საქმე ესე იოლად როდია.

რედაქციამ გადაწყვიტა მშვიდად ემსჯელა იმის შესახებ თუ რა გამოწვევებთანაა დაკავშირებული საკუთარი სახლის ქონა და მივედით იმ დასკვამდე, რომ ამ შემთხვევაში ასჯერ უნდა გაზომო და ერთხელ გაჭერი მიდგომაა გამოსაყენებელი.

დიდი საკუთარი სახლი

ალბათ ყველა ჩვენთაგანს ჰყავს ნაცნობი, რომელიც სიამოვნებით გათვალიერებინებთ სახლს და გიხსნით: აი აქ ბიბლიოთეკაა, იქ მისაღები და სახლის კინოთეატრი, ამ სართულზე კი სამი საძინებელი, ზემოთ კი ოთხი. როცა ეკითხებით თავას მას თუ როგორ საძინებელში სძინავს, ის ცოლთან ერთად მცველის ოთახში ცხოვრობს, ეს 1800კვ.მ კი უკვე მეხუთე წელია გასაყიდადად გატანილი.

და რამდენი გვინდა? ეს კითხვა უმჯობესია საკუთარ თავს ყიდვამდე დავუსვათ და არა მერე. თუმცა ეს ყველაზე ცუდი არაა, უფრო პრობლემურია ის ფაქტი, რომ ბევრი ამჯობინებს მეორადი სახლი იყიდოს, რადგანაც ესე უფრო იაფი გამოდის, ზოგჯერ ძველი მეპატრონეები ავეჯსაც კი ტოვებენ, მეტი განა რა არის რომ ბედნიერებისათვის საჭირო?

სწორედ ეს იმპულსური ეიფორია ჩაგვადენინებს შეცდომებს, განსაკუთრებით მაშინ, როცა ჯერ კიდევ გამოუცდელი ხართ და ერთი სული გაქვთ მნიშვნელოვანი შენაძენი გააკეთოთ. გონებამახვილი მეპატრონეები იზამენ ყველაფერს, რათა ზედმეტი კითხვები არ გაგიჩნდეთ, არადა რეალურად სწორედ მაშინ უნდა შემოკრათ განგაშის ზარი, როცა ისინი ძველ ავეჯს ასე «სულგრძელად» დაგიტოვებენ.

დიდი საკუთარი სახლი

დროა თეორიიდან პრაქტიკაზე გადავიდეთ. ჩემმა ნაცნობმა ორსართულიანი სახლი იყიდა, სახლში ნაცხოვრებია, ავეჯიც დარჩა. პრობლემები სწორად მისგან დაიწყო: ავეჯი გაცვეთილი და არც ისე მოდური აღმოჩნდა. ძველმა მფლობელებმა ავეჯის გამოზიდვის ტვირთი ახალ მეპატრონეს გადაულოცეს. ჭკვიანურია!

როგორ უნდა მოიქცეთ? საჭირო გახდა ავეჯის დაშლა, შემდეგ კი გამოზიდვა, აქ კი კიდევ ერთი პრობლემა იქნა აღმოჩენილი, ავეჯის უკან ობია, გამოდის, რომ ძველმა მეპატრონეებმა ეს ნაკლი სწორედ რომ ავეჯის გამოყენებით დამალეს. შეგვიძლია დავსკვნათ, რომ მეორად სახლში რემონტზე ეკონომია არ გამოგვივა.

შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ პრობლემები არ სრულდება, მაგრამ გიგანტური სახლი ჯერ დანებებას არ აპირებს. აღმოჩნდა, რომ ძველი მეპატრონე მრიცხველებთან დაკავშირებით რაღაც მაქინაციას ეწეოდა და რამოდენიმე ათასიან ჯარიმას შემთხვევით გადაურჩა.

სახლი შემოდგომის ბოლოს იყიდა, იანვარში აცივდა და საჭირო გახდა გათბობა, აღმოჩნდა, რომ ფანჯრების არასწორი დამონტაჟების გამო, მათში თოვლი ჟონავს კიდევაც და ღრიჭოებიდან ქარის უბერავს. კიდევ ერთი პრობლემა, რომელიც არანაკლებ ფინანსურ ხარჯს გამოიწვევს.

გარდა ამისა კოსმეტიკური რემონტის გაკეთებაც საკუთარი ხელით მოუწია, მოწვეული ხელოსნები ცდილობენ იმაზე მეტი დაგცინცლონ, ვიდრე რეალურად უნდა გადაგეხადა, ფიქრობენ, რომ დიდი სახლის მფლობელი ფინანსურადაც საკმაოდ შეძლებული უნდა იყოს. ხოლო როდესაც რემონტს თავად აკეთებ, უამრავ დროსა და ენერგიას ხარჯავ.

რედაქციისაგან

სინამდვილეში სავსებით არაა მნიშვნელოვანი თუ რაოდენ დიდია სახლი, მთავარია მისი რეალური მდგომარეობა იცოდეთ. სამასი კვადრატი ორზე, ჩვენი აზრით, მეტისმეტია. ასიც საკმარისი იქნებოდა და ესეც კი აუცილებელზე მეტია. ველოდებით თქვენს აზრსაც: რაოდენ დიდი უნდა იყოს სახლი და ღირს კი ამხელა სახლის ყიდვა?

დიდი საკუთარი სახლი მეორადების ბაზრობაზე არაერთ საიდუმლოს ინახავს და უმჯობესია მათში დროულად და ყურადღებით ჩაიხედოთ.