
მაგალითად, ევროპაში ხშირად ნახავთ სახლებს ყოველგვარი ღობეების გარეშე. სადღაც მიდიხართ ავტობანის გასწვრივ და ხედავთ იდილიურ სურათებს: მწვანე გაზონები, მოვლილი პირუტყვი და კოხტა სახლები. რა ღობავთ მეზობლისგან? ყველაფერი საყვარელი და ზღაპრულია. ჩვენი ხალხი კი ხშირად სვამს კითხვას, თუ რატომ არ შეიძლება ასე იყოს ჩვენთანაც?
სინამდვილეში, არანაირი პრობლემა არ არსებობს – თქვენი ნაკვეთის არშემოღობვა თქვენი უფლებაა. თუმცა რედაქციაში გვეჩვენება, რომ ჩვენს ადამიანებს ღობის გარეშე ცხოვრება არ შეუძლიათ. ამას გააჩნია ობიექტური მიზეზები. გთავაზობთ გაეცნოთ მათ. იქნებ დაეთანხმოთ კიდეც?!
მეზობლებისაგან გამომყოფი ღობე
აქ ბევრი რამ დამოკიდებულია შინაგან განწყობასა და მენტალიტეტზე. მაგალითად, ავიღოთ საკმაოდ ტიპური დავა – მეზობელმა მიწის ნაკვეთი მოჰპარა სხვას, შემდეგ არასწორად მონიშნეს ნაკვეთი და ავტოფარეხიც დაიკავეს და ა.შ. თუმცა საქმე ამაში კი არ არის. ამისთვის საჭირო საიმედო ღობეა.
მეზობლებისაგან გამომყოფი ღობე
1. ძაღლები
და მათი მფლობელები. საქმე იმაშია, რომ ჩვენ ამ საკითხთან მიმართებაში არანაირი კულტურა არ გაგვაჩნია. ძაღლების პატრონებს არა მარტო მეზობლის ჭიშკართან მიჰყავთ თავიანთი შინაური ცხოველები, არამედ მათი დატოვილის გასუფთავებაზეც კი არ იწუხებენ თავს. ახლა წარმოიდგინეთ, რომ ღობე საერთოდ არაა – რამდენად სწრაფად დაბინძურდება თქვენი ტერიტორია?
2. პარკირება
ჩვენს ხალხს არც ამის კულტურა არ გააჩნიათ – ისინი მანქანებს ტოვებენ სხვადასხვა ადგილას, ისე, რომ ნიშნებსაც კი არ ათვალიერებენ. მათ შეუძლიათ მარტივად დაბლოკონ ეზოდან გასასვლელი, დატოვონ და არც კი შეიწუხონ თავი ტელეფონის ნომრის დატოვებაზე. თუ არ იქნება ღობე, ისინი კარის ქვეშაც კი გააჩერებენ მანქანას, რადგანაც ღობის არ ქონა იმას ნიშნავს, რომ მიწა არავის ეკუთვნის. შეეცადეთ რამე დაამტკიცოთ.
3. მობრუნება
პარკირება წესრიგშია. საკმაოდ ვიწრო ქუჩებისა და არც ისე მდგრადი ზედაპირის შემთხვევაში, მძღოლები უყოყმანოდ იფანტებიან გზის სხვადასხვა მხარეებზე. ერთი ან ორჯერ – უკვე საცობია. და ეს საცობი მთელ სიფართეზე გავრცელდება მანამ, სანამ თქვენი ყვავილნარიდან აღარაფერი დარჩება. შესაბამისად, ღობის დაყენება აუცილებელია.
4. თაღლითები
ღობეს შეუძლია ყველანაირი ადამიანის შეჩერება. როდესაც სახლი არაა დაცული, მუდმივად გიწევს ვინმესთან ურთიერთობა. ესენი ან ეს ბოშები არიან, რომლებიც რაღაცას გეხვეწებიან, ან გამყიდვლები, რომლებიც ცდილობენ არასაჭირო სამომხმარებლო საქონლის გასაღებას, ანდაც რელიგიური ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებიც ღმერთზე საუბრის სურვილს გამოთქვამენ. და მათი ატანაც კი შეუძლებელია.
5. დასვენება
შთამბეჭდავი ღობის გარეშე, ნაკლებად სავარაუდოა, რომ შეძლოთ საკუთარი ეზოს ტერიტორიაზე სათანადოდ დასვენება. ყველაფერი ერთი და იგივე მიზეზის გამო – ძალზედ ბევრი შემაშფოთებელი მზერაა. ესეთი ხალხი გვყავს, ყველაფერი აინტერესებთ. ახლოს ჩავლაც კი რთულია, აუცილებლად შურით შემოგხედავენ, რაღაცას გასწავლიან, რჩევებს მოგცემენ, რომელსაც რეალურად არავინ ითხოვს. ძნელი წარმოსადგენია ასეთი დასვენება ყველას თვალწინ. თუმცა იქნებ უბრალოდ ასეთი ადამიანი ვარ. არასტუმართმოყვარე.
კომენტარებში აუცილებლად დაწერეთ, თუ რას ფიქრობთ ამის შესახებ და ღირს თუ არა ღობეზე უარის თქმა, როგორც ამას აკეთებენ აშშ-ში ან ევროპაში. კიდევ რა არგუმენტები შეიძლება არსებობდეს ღობის დასაცავად ან კვლავ ხართ თუ იდეის მომხრე, რომელიც ყველანაირ ბარიერს უარყოფს? გაგვიზიარეთ, ყველა დაინტერესდება!
მე პირადად მეზობლისგან გამომყოფ ღობეს დავტოვებდი. როგორც ამბობენ, ჩემი სახლი ჩემი ციხესიმაგრეა, ამიტომ დამატებითი დაცვის ხაზი ზედმეტი ნამდვილად არ იქნება. აუცილებლად გადახედეთ ამ მასალას იმის თაობაზე, თუ როგორ უნდა დარგოთ თუია სწორად, რათა დროთა განმავლობაში იგი გადაიქცეს ძლიერ ცოცხალ ღობედ. მადლობას გიხდით ერთგულებისთვის!