
ამ სიცხეში მხოლოდ ერთი რამ გვსურს: ასფალტიანი ქალაქიდან ბუნებაში გაქცევა, სასურველია, მდინარესთან ახლოს, რომ დაისვენოთ და გაგრილდეთ. თუმცა აგარაკზე ერთ უსიამოვნება გველის, რის გამოც დასვენება შეიძლება ჩაგეშალოთ. პრობლემას მარტივი ხრიკი ყავის ნალექით მოაგვარებს.
როგორ ცნობენ კოღოები თავიანთ „მსხვერპლს“
შეგიმჩნევიათ, რომ მწერები პირდაპირ ადამიანების ყოფნას გრძნობენ? სახლში, ქუჩაში, განსაკუთრებით, ბუნებაში კოღოები გარს გვეხვევიან. მდედრ კოღოებს იმდენად კარგი ყნოსვა აქვთ, რომ ადამიანის შეგრძნება ასობით მეტრიდან შეუძლიათ.ამას ყველაზე ზემგრძნობიარე რეცეპტორების დახმარებით ახერხებენ. კოღოები გრძნობს ჰაერში ნახშირორჟანგის კონცენტრაციის გაზრდას, რაც ყველა ძუძუმწოვარს ახასიათებს, ასევე რძემჟავას, რომელიც ოფლით გამოიყოფა. როგორც კი სისხლისმსმელი ამ ნივთიერებას იგრძნობს, „საკვების წყაროსთან“ მიფრინავს და სასურველის მიღებამდე არ ისვენებს.
კიდევ ერთი „სატყუარა“ – სხეულის სითბო. კოღოს იმდენად მახვილი მხედველობა აქვს, რომ მისთვის ადამიანის ტემპერატურა ინფრაწითელი ღრუბელივით გამოიყურება. როგორც კი, კოღო სიგნალს „იჭერს“, „მსხვერპლისკენ“ მიეშურება. ასე კოღო კანს კბენს, სანამ არ დანაყრდება. პარალელურად, თავის ნერწყვს, რომელშიც ანტიკოაგულანტური ცილები შედის, კანში უშვებს. ამ ცილებს ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება აქვს და გახვრეტილ ადგილას სისხლის შედედებას ამცირებს.
რატომ აფრთხობს ყავა კოღოებს
ყავა ეფექტური ხალხური საშუალებაა ბევრი პრობლემის საწინააღმდეგოდ. მისი დახმარებით შეგიძლიათ ავეჯს ნაკაწრები მოაშოროთ, ტილების საწინააღმდეგო შამპუნად გამოიყენოთ, შინაურ ცხოველს არასასურველი ადგილების გაჭუჭყიანება გადააჩვიოთ. თუ ყავას ფოლგასთან კომბინაციაში გამოიყენებთ, კოღოებს სწრაფად დააფრთხობთ.
ჩვენ სუნთქვის გაკონტროლება და ნახშირორჟანგის გამოყოფის შეჩერება არ შეგვიძლია, ამიტომ სხვა მეთოდის გამოყენება მოგვიწევს: მწერების რეცეპტორების მოტყუება. ამაში ბუნებრივი ან სინთეტიკური რეპელენტები დაგეხმარებათ, რომლებიც კოღოს და სხვა მწერებს აფრთხობენ. ყავა სწორედ ასეთი რეპელენტია. მისი არომატი კოღოს აფრთხობს და გამრავლების სურვილს უკლავს. სისხლის განსაკუთრებული წყურვილით ხომ მდედრები გამოირჩევიან.
როგორ გავაკეთოთ შინაურული დამფრთხობი
სისხლისმსმელმა ბუნებაში თქვენი საღამო რომ არ გააფუჭოს, ფოლგა და ყავის ფხვნილი ან მშრალი ყავის ნალექი მოიმარაგეთ. ფოლგიდან რაღაც თეფშის მსგავსი გააკეთეთ, კიდეები მოღუნეთ. მიღებულ ჭურჭელში ცოტა ყავა ჩაყარეთ. შემდეგ ქვეშ სანთებელა ან ასანთი აანთეთ. ფოლგის ნაცვლად შეგიძლიათ სითბოსგამძლე ზედმეტი ჭურჭელი. მაფრთხობელა ფანჩატურის კიდეზე დადეთ (ან ნებისმიერ სხვა ადგილას, სადაც იმყოფებით). ყავის ნალექი ნელ–ნელა დაიწვება და ძლიერ სუნს გამოუშვებს, რომელსაც კოღო ვერ იტანს. თქვენ კი, ყავის არომატი უფრო კომფორტული და უსაფრთხო საღამოს გატარებაში დაგეხმარებათ. ვერც ერთი კოღო ვერ შემოაღწევს! შემოწმებულია!