
თუ აგარაკზე ან სახლში სხვენი გაქვთ, აქ უსარგებლო ხარახურას შენახვა და ანტიკვარიატის ოთახის მოწყობა არ იჩქაროთ. Novate გირჩევთ, რომ სხვენში მოდური და მყუდრო სივრცე შექმნათ, სადაც მუშაობას, დასვენებას და დაძინებას შეძლებთ. სახურავის ქვეშ ოთახის მოსაწყობად დაგჭირდებათ ხალიჩები, დეკორი, ტექსტილი და დამატებითი განათება.
1. იატაკზე ხალიჩა დააფინეთ
ზოგი ხალიჩას წარსულის გადმონაშთად მიიჩნევს, თუმცა თანამედროვე მოდელები ამ სტერეოტიპებს ანგრევენ. ისინი სივრცეს უფრო ათბობენ, რაც ცივ ზამთარში განსაკუთრებით აქტუალურია. ჩვეულებრივ, სხვენის გათბობა სახურავთან სიახლოვის გამო რთულია. სწორედ ამიტომ, სქელ ხალიჩაზე გავლა უფრო სასიამოვნოა, ვიდრე ცივ იატაკზე.
კიდევ ერთი ვარიანტი იატაკის ზედაპირისთვის – ოთახის ზონირება. მცირე ზომის ხალიჩა შეარჩიეთ, რომელიც მთელ იატაკს არ დაფარავს. წიგნის სტელაჟთან, სავარძელთან ან დივანთან მყუდრო ზონის შესაქმნელად დააფინეთ.
2. დეკორატიული ძელები გააკეთეთ
შეგიმჩნევიათ, როგორ ატმოსფერულად გამოიყურება სხვენი ხის ძელებით? იმედი არ გაიცრუოთ, თუ ასეთი ჭერი არ გაქვთ, რადგან შეგიძლიათ თავად გააკეთოთ. ერთი „მაგრამ“ არსებობს. ხის სახურავის ფონეზე მსგავსი მასალის ძელები „იკარგება“. შედეგად, ჭერი მდიდარი ფერების და ნათელი ტექსტურის გამო ზედმეტად მასიური და შემავიწროებელი ჩანს.
მარტივი გამოსავალი. თავად ჭერი ღია ფერში (თეთრი, კრემისფერი, სპილოსძვლისფერი) შეღებეთ. ასე ოთახს ვიზუალურად გააფართოებთ და სივრცეს შემატებთ. ძელები ხის ტექსტურის დატოვეთ. ის ფონს ჰარმონიულად ერწყმის და ინტერიერში ბუნების ნოტებს შემოიტანს.
3. მოცულობითი, რბილი ავეჯი შეარჩიეთ
სხვენი ლაუნჯ ზონად რომ აქციოთ, მოცულობით რბილ ავეჯს ყურადღება მიაქციეთ. მაგალითად, დიდი პუფები, სავარძელი–ყუთი ან გრძელი დივანი ნაჭრის ზედაპირით – დასასვენებლად იდეალური ვარიანტია. კიდევ ერთი ხრიკი: ინტერიერის ნივთები კედელთან ახლოს არ დადოთ. სახურავი დახრილია და არსებობს რისკი, რომ ჭერს თავი აარტყათ. ამასთან, ავეჯს, კედელსა და სხვა ნივთებს შორის თავისუფალი ადგილი სივრცის შეგრძნებას შექმნის. ავეჯი ტექსტილით შეავსეთ: ბალიშები, პლედები, გვერდით ხალიჩა გაშალეთ. ასე დასრულებულ სტილს შექმნით.
4. კედლები ღია ფერში გადაღებეთ
არასტანდარტული გეომეტრიის გამო შეგიძლიათ ყველაზე თამამი გადაწყვეტილებები მიიღოთ. მაგალითად, კედლებზე ზოლებიანი შპალერით ან საღებავით აქცენტი გააკეთეთ. ასეთი მეთოდი მიღებულია დაბალჭერიან ოთახში. კედლებიდან ყურადღების გადართვას ხელს შეუწყობთ. შედეგად, უფრო დაბალანსებულ სივრცეს მიიღებთ.
5. ყველაზე მნიშვნელოვანი ნივთები ფანჯარასთან განალაგეთ
ხშირად სხვენს ბუნებრივი სინათლე აკლია, რადგან აქ პატარა ფანჯარაა ან საერთოდ არაა. ავეჯი ან აქცენტური ზონა ფანჯარასთან ახლოს მოაწყვეთ. ოთახში შესვლისას ყურადღებას სწორედ ისინი უნდა იზიდავდნენ, ჩაბნელებული ადგილები ზედმეტ ყურადღებას არ მიიქცევს. ფანჯარასთან ახლოს მოათავსეთ სურათები, ფოტოები, პოსტერები, წიგნების თაროები და ნებისმიერი სხვა კედლის დეკორი. ბუნებრივი განათებიდან მოშორებით არაფერი დაკიდოთ, რადგან დეკორი დაიკარგება. გამონაკლისია, ნათურები, რომლებიც ბნელი კუთხეების განათებას ხელს უწყობს.
6. მეტი განათება დაუმატეთ
სხვათა შორის, ცუდი განათება და პატარა ფანჯარა გავრცელებული მიზეზია, რის გამოც სხვენში არ ცხოვრობენ. თუმცა ამ პრობლემის მოგვარება მარტივად შეიძლება, თუ ხელოვნურ განათებას დაუმატებთ. მაგალითად, ჭერის ყველაზე მაღალ წერტილში შეგიძლიათ წერტილოვანი სანათები დააყენოთ, კედლებზე რამდენიმე ბრა ჩამოკიდოთ. თუ შენობაში ელექტროენერგია არ გაქვთ, ლედ გირლანდები ჩამოკიდეთ. გამოგადგებათ ის, რომელიც ბატარეებზე მუშაობს და თბილ სინათლეს გამოსცემს.