3 პატარა, მაგრამ სასარგებლო რჩევა, რომელიც სახლის ხელოსნებს გამოადგებათ

ზოგჯერ ერთ პატარა წვრილმანსაც ცხოვრების მნიშვნელოვნად გამარტივება შეუძლია. შინგამოზრდილმა ხელოსნებმა და საზრიანმა ადამიანებმა ათასობით სასარგებლო მოწყობილობა შექმნეს. ასეთი მოწყობილობები თავადაც შეგიძლიათ საკუთარი ხელით შექმნათ. დღეს Novate გთავაზობთ რამდენიმე სასარგებლო ნივთს, რომელთა მომზადებას რამდენიმე წუთში შეძლებთ.

1. კავი საბუქსირო გვარლისთვის  

კავი სქელი ფოლადის მავთულისგან კეთდება. თავდაპირველად, მავთული გველისებრად სამ ტალღად გაღუნეთ. თითოეული ტალღა გვარლის სიგანის უნდა იყოს. ბოლო ტალღიდან 6-8 სმს–ს დაშორებით კიდევ ერთხელ სწორ კუთხედ, „გველის“ პერპენდიკულარულად  მოღუნეთ. კონსტრუქციის კუდი „გველზე“ უფრო მაღლა უნდა მდებარეობდეს.

კუდზე გვარლის სიგანის ნახევარი სიგრძე დატოვეთ. ამის შემდეგ კავზე გვარლი ტალღისებრად დაამაგრეთ. კიდევ ერთხელ ბრუნი გააკეთეთ. ერთ ბოლოში კუდით დააფიქსირეთ, მეორე ბოლოში „გველის ფორმის“ პირველი ტალღით.

2. სწრაფად მოსახსნელი ცალუღი შლანგზე

თავიდან ფოლადის მავთული შუაზე გაღუნეთ. შემდეგ მავთულის ერთი ბოლო მარწუხში ჩაკეტეთ. მავთულის ორმაგი ბოლო სწორი კუთხით მოღუნეთ. მავთული ერთჯერადად შემოახვიეთ მილზე, რომლის დიამეტრი შტუცერის დიამეტრის ტოლია. მომრგვალების გაკეთების შემდეგ ცალუღი კვლავ მარწუხში ჩაკეტეთ. მისი კუდები სწორი კუთხით უკვე შექმნილი მარყუჟის წინ მოღუნეთ.

ამის შემდეგ ცალუღი მილს ჩამოაცვით და დაამუშავეთ ისე, რომ უფრო მკვეთრი გამოვიდეს. ორმაგი კიდეები მარყუჭის სიმაღლეზე გადაჭერით. ბოლოები მარყუჭში ჩადეთ, შემდეგ ჯვარედინადად მოათავსეთ. ასე სამაგრი გაკეთდება.

3. გვარლის კოუში

გვარლის კოუშის მოსამზადებლად პატარა თხელი მილი დაგჭირდებათ, რომელიც გვარლის დიამეტრზე ოდნავ დიდია. არსებულის ინსტრუმენტების დახმარებით მილი საჭირო დიამეტრის მიხედვით რკალივით მოღუნეთ. შემდეგ გარე რკალის გასწვრივ მილი ამოჭერით. მზა კოუშში გვარლი ჩადეთ და ჩაქუჩით კიდეები შეაერთეთ.