
სამწუხაროდ, იდეალური ინტერიერი მხოლოდ ჟურნალებსა და საინტერესო ბლოგების სურათებში არსებობს. ცხოვრებაში ბინის ვიზუალს აუცილებლად გააფუჭებს დივნის ქვეშ შეყრილი წინდები, აბაზანის გვერდზე დადებული შამპუნი და ა.შ. Novate გასწავლით, როგორ მოაწყოთ შენახვის სისტემა ისე, რომ საჭირო ნივთები ყოველთვის ხელთ გქონდეთ და ქაოსიც არ გამოიწვიოთ.
1. მუდმივი დალაგება
საღამოს სამსახურიდან სახლში დაბრუნებისას მხოლოდ დივანზე დაწოლა და საყვარელი სერიალის ფონზე მოდუნება გვსურს. მაგრამ აი, ამოცანა – სარეცხი მანქანა მორიგ ტანსაცმელს რეცხავს, საბავშვო ნივთები, რომლებიც ჯერ კიდევ დილით კარადაში ლამაზად დაკეცილი იყო, მთელ ბინაში მიმოფანტულია. პრობლემა არა მხოლოდ ოჯახის წევრების დაუდევრობა, არამედ შენახვის სისტემის არ ქონაა. რაც ყველაზე საინტერესოა, კიდევ ერთი კარადის ყიდვა პრობლემას ვერ მოაგვარებს.
გირჩევთ, შენახვის პრინციპს გადახედოთ. იდეალური ვარიანტი: გააღეთ უჯრა, ჩადეთ ტანსაცმელი და დახურეთ. თუ დამატებითი ქმედების განხორციელება გჭირდებათ, მაგალითად, კომოდის უჯრამდე მისაღწევად რაღაცის გადაადგილება გიწევთ, ასეთი მეთოდი არ გამოგადგებათ. ნივთები, რომლებიც ყოველდღე გჭირდებათ, სულ ხელთ უნდა გქონდეთ. დაფიქრდით და აუცილებლად იპოვით თქვენს ბინაში შესანახ ადგილს, რომელსაც სავარაუდოდ, არ იყენებთ. მაგალითად, სკამი სასტუმრო ოთახში, რომელზეც, ჩვეულებრივ, პლედი, დასატენი ან ტელევიზორის პულტი დევს.
2. ხშირად ალაგებთ, მაგრამ წესრიგს ვერ გრძნობთ
ძალიან ხშირად ნივთებს თავის ადგილზე ინახავთ (წიგნები – თაროებზე, ტანსაცმელი – კარადაში), თუმცა ქაოსის შეგრძნება არ ქრება. პრობლემა შეიძლება სისტემის არ ქონა იყოს. ბინაში არეულობის დროს გაჭიანურების პრინციპი მოქმედებს – რაც უფრო მეტია ამოცანა, მით უფრო ნაკლებად გვსურს მისი მოგვარება.
გარკვეული სქემა დაიცავით. მაგალითად, სამზარეულოში გაჯეტები და პროდუქტები, რომელთაც ხშირად იყენებთ, თვალსაჩინო ადგილას შეინახეთ. (მცენარეული ზეთი, სანელებლები, დანა, კოვზი და ა.შ.). ამ შემთხვევაში არაფრის მოძებნა და ზედა თაროდან რაღაცის ასაღებად ზედმეტი მოქმედება არ მოგიწევთ.
რაც შეეხება კარადას, შენახვის რამდენიმე ვარიანტი არსებობს:
- ნაკრებში: შარვლები შესაფერის ბლუზებთან ერთად ერთ რიგში, გადასაფარებელი, თეთრეული და ბალიშისპირები უჯრაში საერთო „ფუთაში“.
- ფერების მიხედვით: ასე შეგიძლიათ თეთრეული, ტანსაცმელი, პირსახოცი შეინახოთ.
- სეზონების მიხედვით: ტანსაცმელი, სპორტული აღჭურვილობა, საშობაო დეკორაციები. დროის მიხედვით ნივთები დააჯგუფეთ, ყუთებს ზემოდან დააწერეთ და საკუჭნაოში შეინახეთ. რამდენიმე თვე არ დაგჭირდებათ.
- ჟანრის, თემატიკის, ავტორის მიხედვით – ეს სისტემა ჟურნალების, წიგნების შემთხვევაში გამოგადგებათ. ოჯახის წევრებს უამბეთ, თუ რომელი სქემით ინახება ნამუშევრები.
3. ნივთები მუდმივი საცხოვრებლის გარეშე
ბინაში უწესრიგობას არა მხოლოდ უადგილო ადგილას დადებული ნივთები ქმნის, არამედ ის, რომელსაც მუდმივი საცხოვრებელი ადგილი არ აქვს. მაგალითად, საშრობი, რომელიც ყოველთვის შუა სასტუმრო ოთახში დევს, ან საუთაო მაგიდა, რომლისთვისაც „კუთხე“ საძინებელში გაშლილ მდგომარეობაში მოიძებნა.
დაფიქრდით, სად შეიძლება მათი შენახვა. გაითვალისწინეთ, რომ ვარიანტი „შუა სასტუმრო ოთახში“ არ გამოგადგებათ. საშრობი სტაციონარული უნდა იყოს – აბაზანაში ან აივანზე ჭერქვეშ. თუ სველი ტანსაცმელი არ გაქვთ, ერთი მოძრაობით დაკეცეთ და შეინახეთ. იგივე საუთაო დაფას ეხება. საუკეთესო ვარიანტი: თავიდანვე ჩასაშენებელი ვარიანტი იყიდეთ. კომოდის ქვეშ, სარკის მიღმა ან სამზარეულოს უჯრაში შეგიძლიათ დამალოთ. ასე მუდმივად გაშლილი ნამდვილად არ გექნებათ.
4. სკამი–მთა
ყველა ადამიანი გამოყენებულ ნივთს ისევ კარადაში არ ინახავს. ზოგი ამისთვის უნივერსალურ საკიდს, სახელწოდებით სკამს იყენებს. ყოველდღე სკამზე ტანსაცმლის მთა იზრდება და უკვე ვეღარ პოულობთ საყვარელ მაისურს, რომელიც ამ მთის ქვეშ „დაიმალა“.
თუ ნივთების კარადაში შენახვა არ გსურთ, ტანსაცმის ღია საკიდი ან საკიდი–კამერდინერი გამოიყენეთ. ამ გადაწყვეტილებას როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი მომენტები აქვს. სკამზე მთის არ ქონა და ტანსაცმლის მოწესრიგება, რომელთაც ხშირად იცვამთ, ეს ნამდვილად პლიუსია. აი, ის, რომ ნივთები მაინც თვალსაჩინოა – ნაკლია.
კიდევ ერთი ვარიანტი: კარადაში გამოყავით თარო ნივთები „პირველი სიახლის“. სამწუხაროდ, თავისუფალი სივრცის პოვნა რთულია, ამიტომ ეს მხოლოდ რჩეულებს შეეფერება. თუ ზედმეტი თარო არ გაქვთ, ჩაცმული ტანსაცმელი იქ, შეინახეთ, სადაც სუფთა დევს, ოღონდ ამ შემთხვევაში გადმოაბრუნეთ, რომ არ აგერიოთ.
სხვათა შორის, პრობლემა შეიძლება წარმოიშვას არა მხოლოდ საგარეო, არამედ საშინაო ტანსაცმლის გამო (პერანგი, ხალათი, მაისური, სპორტული შარვალი). აბაზანაში ან დივანზე რომ არ ჩამოკიდოთ, მათთვის კომოდში სპეციალური უჯრა გამოყავით. არ გაქვთ კომოდი? მაშინ ტანსაცმელი სათავსოიან სკამში ჩააწყვეთ. აქვე, მოათავსეთ ნივთები, რომელთაც ხშირად იცვამთ, მაგრამ ჯერ გარეცხვას არ აპირებთ.
5. ძალიან ბევრი დეტალი
აბაზანის გვერდებზე ბოთლები, ტუმბოებზე კოსმეტიკა, სამზარეულოს სამუშაო ზედაპირზე სანელებლები – მათ დასალაგებლად უბრალოდ დრო არ გვყოფნის. ერთი დეტალი: ასეთი წვრილმანები ვიზუალურ ხმაურს ქმნიან. აი, შენახვის რამდენიმე ვარიანტი:
- კარზე. აქ, მაცივრის პრინციპი მოქმედებს: სუნამო, კრემი, დეოდორანტი, სპრეი, ლოსიონი დასაკიდი კარადის შიგნით თავს შესანიშნავად იგრძნობს. მოსახერხებელი რომ იყოს, სანელებლებისთვის თარო გამოიყენეთ.
- სისტემურად დალაგება. ნივთების მთა, რომლებიც არა ტუმბოზე, არამედ მოწნულ კალათაში ან დეკორატიულ სადგამზე დევს, უწესრიგობად აღარ აღიქმება.
- მოძრავი სექციები. როგორც პრაქტიკა გვიჩვენებს, კედლების გასწვრივ და კარადების ჭრილში, სამუშაო ზედაპირის ზემოთ დიდი სივრცე იკარგება. მის გამოყენებას მოძრავი თაროთი შეძლებთ.
- მიკროდალაგება. დამეთანხმეთ, გენერალურ დალაგებაზე განწყობა, რომელიც, სავარაუდოდ, მთელ დღეს წაგართმევთ, რთულია. შეგიძლიათ მხოლოდ ერთი ზონა დაალაგოთ და შემდეგ დაისვენოთ. მაგალითად, აბაზანაში სარკის გაწმენდა, თაროებიდან მტვრის მოშორება, ნივთების კარადაში შენახვა, მაცივარში პროდუქტების ლამაზად შენახვა. ასეთი მიკროქმედების რეგულარული შესრულებით დაზოგავთ დროს, რომელსაც გენერალურ დალაგებაზე ხარჯავთ.
- თარო სარკით. თუ შემოსასვლელში ასეთი თარო გაქვთ, წვრილმანების შესანახად გამოიყენეთ: ქოლგა, ფეხსაცმლის ლაქი, ძაღლის თასმა და ა.შ.