
ბუშტების შეფუთვა საჰაერო ბუშტებით სავსეა და სხვადასხვა ნივთის გადასაზიდად იყენებენ. მას პრაქტიკულად ყოველთვის ყრიან. ზოგჯერ ანტისტრესულ საშუალებად იყენებენ, მაგრამ მოგვიანებით მაინც სანაგვე ყუთში აგდებენ. როგორც აღმოჩნდა, ასეთ ფირს შეგიძლიათ მეორე სიცოცხლე შთაბეროთ და ბინაში ფანჯრებს ააკრათ. როგორც პრაქტიკა აჩვენებს, ეს ძალიან სწორი გადაწყვეტილებაა ზაფხულში. ჩვენი რედაქცია გიამბობთ, რატომ უნდა მოიქცეთ ასე და როგორ ააკრათ.
1. რატომ უნდა გააკეთოთ ასე
თუ სამხრეთ რეგიონებში ზოგიერთ ფანჯარას და შემინულ მინას დააკვირდებით, მათზე აკრულ ფოლგას დაინახავთ. ასე ბინას მზის პირდაპირი სხივებისგან, ანუ მტანჯველი სიცხისგან იცავენ. იგივე სიტუაციაა საჰაერო ბუშტებთან.
ჯანი ედვარდმა, ამერიკელმა მეცნიერმა დაამტკიცა, რომ ამ მასალას კონდიციონერის როლის შესრულება შეუძლია. შექმნილი ჰაეროვანი ჯიბე შესანიშნავ დაბრკოლებას წარმოადგენს. მსგავს ეფექტს მიიღებთ, როგორც ძვირადღირებულ პლასტმასის ფანჯრებზე, სადაც ორმაგი მინაა.
2. როგორ ავაკრათ
ასაკვრელად დაგჭირდებათ გრძელი ბუშტის ფირი (თუ ფირი ორ ფენად გაკეცილია, შეგიძლიათ გაშალოთ) და სკოჩი. ორმხრივი სკოჩი უკეთესი ვარიანტია, თუმცა უბრალო სკოჩიც შეგიძლიათ ორმხრივად გადააკეთოთ. სკოჩი ფირს დაამაგრეთ, შემდეგ მეორე მხარეს გადააბრუნეთ. შუაში და კიდეებზე პატარა სკოჩით დაამაგრეთ. საკმარისია, ასე ორმხრივ ვარიანტს მიიღებთ.
დაცვა მზადაა. ახლა ფანჯრის ჩარჩოზე დაამაგრეთ. სხვათა შორის, ფირი თითქმის არ ჩანს, რადგან სინათლის კარგი გამტარია.