როგორ გავაფუჭოთ ინტერიერი სარკით: 6 ხშირად დაშვებული შეცდომა

სარკე ინტერიერში აუცილებელი ნივთია. საქმე არა მხოლოდ მის პირდაპირ დანიშნულებას, ჩვენი სახის არეკვლას ეხება, არამედ „გვერდით ეფექტებს“ – სივრცის და ოთახის პროპორციების ვიზუალურად კორექტირება. სარკე ინტერიერში სწორად რომ ჩართოთ, Novate გიზიარებთ შეცდომებს რომელთაც თავი უნდა აარიდოთ.

შეცდომა 1: ფანჯრის ჩარჩო ინტერიერს არ შეესაბამება

ხშირად შეუფერებელი ჩარჩოს გამო ფანჯარა ინტერიერის სრულყოფილი ნაწილი ვერ ხდება. მაგალითად, კლასიკურ ინტერიერში მოჩუქურთმებული ხის ჩარჩო ლამაზად გამოიყურება, მაგრამ მინიმალისტურ სტილში ძალიან პომპეზური და თვალშისაცემია. ამ შემთხვევაში კონტრასტი თქვენთვის სასარგებლოდ არ მუშაობს და სარკე ოთახს ამძიმებს.

თუ ყოყმანობთ, რომელი ჩარჩო გახდება ინტერიერის ღირსეული ნაწილი, უპირატესობა ერთფერიან მარტივ ნიმუშს მიანიჭეთ. ზოგიერთი სტილი „შიშველ“ სარკეს მოითხოვს. მაგალითად, სკანდინავიურ, მინიმალისტურ ან ჰაიტექის სტილის ბინაში აქსესუარი შეგიძლიათ ჩარჩოს გარეშე დაკიდოთ.

ფერიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს. შავი წაუგებელი ვარიანტია – თითქმის ყველგან გონივრულია. ასევე შეგიძლიათ ჩარჩოს ფერი კედლის ფერში ან რამდენიმე ტონით მუქი ან ღია ფერი შეარჩიოთ. ამ შემთხვევაში ჩარჩო ოთახში აქცენტი არ გახდება, მაგრამ თვალში მოხვედრის გარეშე ინტერიერს ჰარმონიულად შეავსებს.

რაც შეეხება მასალას, პლასტმასი ყველაზე ცუდად გამოიყურება. ის ინტერიერს ავტომატურად აიაფებს, მას უგემოვნოს ხდის. სჯობს ლითონის ან ხის ჩარჩო შეარჩიოთ. თუ უჩვეულო და ორიგინალური გადაწყვეტილებების მოყვარული ხართ, ტყავის ჩარჩოს ყურადღება მიაქციეთ.

შეცდომა 2: ზომა უახლოესი ობიექტის მიმართ პროპორციული არაა

სარკე შეიძლება სივრცეში დაიკარგოს, თუ მის გვერდით დივნის, კარადის ან ნიჟარის ზომები სარკის ზომებს ბევრად აჭარბებს. ის ძლიერ გაღიზიანდება, შედეგად ინტერიერი დაუგეგმავი გამოჩნდება.

ასეთი შედეგის თავიდან ასაცილებლად ყველა ნივთის ზომა და პროპორცია დაიცავით. მაგალითად, თუ დივნის ზემოთ სარკის დაკიდება გსურთ, მსხვილი ჰორიზონტალური სარკე შეარჩიეთ ან რამდენიმე პატარა სარკისგან კომპოზიცია შექმენით.

სააბაზანო ოთახის ინტერიერში დისბალანსი შეიძლება წარმოიქმნას, თუ სარკის სიგანე ნიჟარის სიგანეს ემთხვევა ან ცოტა ვიწროა. შემოსასვლელში სარკის კართან და ტანსაცმლის კარადასთან მეზობლობა უნდა გაითვალისწინოთ. რადგან ისინი წაგრძელებულია, სარკესაც მსგავსი ფორმა უნდა ჰქონდეს.

შეცდომა 3: ინტერიერთან ურთიერთქმედება არაა

ზოგიერთ ბინაში სარკე უბრალოდ შიშველ კედელზე კიდია და მასში არაფერი ირეკლება. ასეთი განლაგება მოსაწყენი და ერთი შეხედვით უადგილოა. სწორედ ამიტომ, აუცილებლად გაითვალისწინეთ, რომ სარკე სივრცესთან ჰარმონიაში უნდა იყოს და „მკვდარ ტვირთად“ არ უნდა იქცეს.

ისე დაკიდეთ, რომ მზის პირდაპირი სხივები მოხვდეს. ასე ოთახი ვიზუალურად უფრო გაფართოვდება. კიდევ ერთი ვარიანტი: ავეჯის, ფარდის ან პოსტერის პირისპირ, რომ ისინი სარკეში აირეკლოს. ასეთი გადაწყვეტილება ვიწრო ბინაში განსაკუთრებით აქტუალურია – ამ შემთხვევაში არეკლილი ზედაპირი ოთახს ვიზუალურად გააფართოებს.

შეცდომა 4: ავეჯისა და იატაკის მიმართებაში არასწორი დაშორება

თუ ოთახში სარკე კიდია, ადამიანი რეფლექსურად, საჭიროების მიუხედავად საკუთარი ანარეკლის დანახვას ცდილობს. აქ, ძალიან მნიშვნელოვანია სიმაღლის წერტილი, სადაც სარკე მდებარეობს: თუ ძალიან დაბლააა, დახრა მოგიწევთ, თუ ძალიან მაღლაა, თითის წვერებზე აწევა მოგიწევთ. ეს მოუხერხებელია და უკვე რამდენიმე დღეში გაღიზიანებას იწვევს.

სწორედ ამიტომ, სადღაც კედლის 1/3 ნაწილზე მოათავსეთ. მსხვილ ავეჯთან ვიწრო მეზობლობას მოერიდეთ. სარკე ხომ ინტერიერის დამოუკიდებელი ელემენტია და მას თავისუფალი სივრცე და ჰაერი სჭირდება. ჩარჩოს გარშემო 20-30 სმ ყოველთვის დატოვეთ. გამონაკლისი: ჩვენ ვსაუბრობთ სურათების და პოსტერების გალერეაზე, სადაც სარკეც არის ჩართული.

შეცდომა 5: ფსიქოლოგიური კომფორტი გათვალისწინებული არაა

ბინაში მაცხოვრებლების კომფორტისთვის სარკის ადგილმდებარეობა აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ. მაგალითად, სარკიანმა კარადამ, რომელიც ლოგინის გვერდით მდებარეობს, შეიძლება გამოიწვიოს ფსიქოლოგიური დისკომფორტი და შიშიც კი, თუ ღამით გაიღვიძებთ და საკუთარ ანარეკლს დაინახავთ. იგივე დერეფანში სარკის წარუმატებელ განლაგებას ეხება. ბნელ დერეფანში გავლისას საკუთარი ანარეკლით შეშინება არავის სურს. გირჩევთ, სარკეს დერეფანსა თუ ოთახში უფრო წარმატებული ადგილმდებარეობა შეურჩიოთ.

არანაკლებ მნიშვნელოვანი ფაქტორი: სარკის მახლობლად კედლის განათება. თუ სინათლე მკვეთრი, ცივი, ზემოდან ქვემოთ მიმართულია, სარკეში სხეულის ფორმების და კანის ყველა ნაკლოვანება გამოჩნდება. ამის თავიდან ასაცილებლად რბილი, თბილი, გვერდითა განათება გამოიყენეთ.

შეცდომა 6: არასწორად შერჩეული ფორმა

სარკის ფორმის არჩევისას გაითვალისწინეთ, რომ ოთახში მდებარე სხვა ნივთებს კარგად უნდა ეთავსებოდეს. მაგალითად, თუ შენობაში დიდი კარადებია, მართკუთხა და გრძელი სარკე, რომელიც კარის ფორმას იმეორებს, ოპტიმალური ვარიანტია. როკოკოს ან ბაროკოს სტილის ინტერიერში მნიშვნელოვანია არა უბრალოდ ფორმა, არამედ ჩარჩო – დაშვებულია დახვეწილი, მოჩუქურთმებული, ოქროსფერ ან ბრინჯაოსფერში შეღებილი ნიმუშები. ოთახში, სადაც ავეჯი სწორ ხაზად დევს, ოვალური ან მრგვალი სარკე, მკვეთრი კუთხეების გარეშე იდეალურია. ჰაიტექის სტილში უჩვეულო, ფუტურისტული ფორმები გამოიყენეთ – ასე ინტერიერს ხიბლს შემატებთ და წარმატებით შეავსებთ. თანამედროვე ინტერიერები გვთავაზობს სხვადასხვა ფორმის სარკეებს, რომლებიც კედელზე ერთ ჰარმონიულ კომპოზიციას ქმნიან.