წარმატების 10 თილისმა, რომელიც სახლს ფულით გაავსებს

შეგიმჩნევიათ, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებიც თითქოსდა ფულს იზიდავენ? ხან პრემიას იღებენ, ხან ლატარეაში იგებენ, ხან ფულს ქუჩაში პოულობენ. ჩნდება კითხვა: რომელი ფულის თილისმა ეხმარება მათ ასეთ ფინანსურ წარმატებაში?

აღმოჩნდა, რომ ეს ხუმრობა არაა და ნამდვილად არსებობს ნივთები, რომლებიც ფულს იზიდავენ. ცრუმორწმუნე ადამიანების გამოკითხვის და რამდენიმე წიგნის გადაკითხვის შემდეგ Novate–მ მთელი 10 თილისმის სია შეადგინა. ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ ყველაფერი ასეთი მარტივი იყო!

რომელი ფულის თილისმა იზიდავს ფინანსებს

ფულის დამჭერი

ასეთი რამ სუვენირების და თემატურ მაღაზიებში შეგიძლიათ შეიძინოთ. ესაა ხელისგულის ფორმის თილისმა, რომელზეც ბევრი ფულის ნიშანი და სიმბოლოა გამოსახული. თუ გამდიდრება გსურთ, ასეთი ამულეტი სახლში დაკიდეთ.

ფულის ხე

ჯერ კიდევ ჩვენს ბებიებს და ბაბუებს სჯეროდათ, რომ კრასულა სახლში ფინანსურ კეთილდღეობას იზიდავს. ფოთლებს მონეტის ფორმა აქვთ, ხოლო მცენარე ფინანსურ კეთილდღეობას ასახავს. ხე თვალსაჩინო ადგილას დადეთ: სახლში ან სამუშაო ადგილას. ყურადღება მიაქციეთ, რომ ფულის ხე შინაური ცხოველებისა და ბავშვებისთვის მიუწვდომელი იყოს. მისი ფოთლები დარიშხანს შეიცავს, ამიტომ ფრთხილად იყავით.

დარიჩინი

ვინ იფიქრებდა, რომ ერთ–ერთი ყველაზე პოპულარული სანელებელი, რომელსაც საცხობად ვიყენებთ, ფინანსებს იზიდავს. აღმოჩნდა, რომ მას რიტუალებში უძველესი დროიდან იყენებენ. სპეციფიკური სუნი შინაგან ძალებს ააქტიურებს, რომლებიც ფულის გამოსამუშავებლად აუცილებელია. უბრალოდ საფულეში რამდენიმე ჩხირი დარიჩინი ჩაიდეთ.

ბედნიერი კუპიურა

იცით, როგორ იპოვოთ თქვენი ბედნიერი კუპიურა? ყურადღება ფულის ქაღალდის სერიაზე ასოებს მიაქციეთ. თუ ის თქვენს ინიციალებს ემთხვევა, იპოვეთ! გარდა ამისა, არის ციფრები. თუ ციფრები თქვენს დაბადების თარიღს ემთხვევა, არავითარ შემთხვევაში ამ კუპიურით არ გადაიხადოთ. საფულეში შეინახეთ და ფულის მოზღვავებას ელოდეთ.

მწვანე წინდები

ალბათ, წარმოდგენა არ გაქვთ, რომ მწვანე წინდებს ფულის მოზიდვა შეუძლია. განსაკუთრებით კარგია, როცა ნაქსოვი წინდები გაქვთ. მწვანე ფერს ფინანსური წარმატების ენერგეტიკა აქვს. ფულის თილისმა რომ ამუშავდეს, თითოეულ წინდაში ფული ჩადეთ და წარმოთქვით: „წარმატებით დაიმუხტე, ფული მოიზიდე“.

ბარაქის კოვზი

ასეთი ფინანსური თილისმა სახლში ყველას უნდა ჰქონდეს, ვისაც ფულის მოზიდვა სურს. ბარაქის კოვზი ვერცხლისგან უნდა იყოს დამზადებული. ასეთი ნივთი არა მხოლოდ ფინანსურ კეთილდღეობას ხელს შეუწყობს, არამედ არაკეთილმოსურნე ხალხისგან დაგიცავთ.

ჩინური მონეტა

გაგიმართლათ და ჩინური მონეტის მფლობელი ხართ? არავითარ შემთხვევაში არ გადააგდოთ და არ შეცვალოთ. ამის ნაცვლად წითელი ძაფი გამოაბით და საფულეში ჩადეთ. წითელი – სიმდიდრის ფერია. ასეთი ენერგეტიკით ფულის ნაკადი დიდხანს არ დააყოვნებს.

ეთერზეთები

ეთერზეთები მცენარის მაღალ კონცენტრირებული ენერგიაა. სწორედ ამიტომ, მათ ჯადოსნურ რიტუალებში ხშირად იყენებენ. სიმდიდრის მოსაზიდად სჯობს პაჩულის ან კედრის ხის ზეთი გამოიყენოთ. ფლაკონი ხელში დაიჭირეთ და ფინანსურ კეთილდღეობაზე იფიქრეთ. ამის შემდეგ რამდენიმე წვეთი თქვენს საფულეს აპკურეთ.

უსასრულო წარმატების რგოლი

სპეციალური ბეჭდის შეძენა საჭირო არაა, რადგან შეგიძლიათ გამოიყენოთ ის, რომელიც უკვე გაქვთ. ოქროს სამკაული საუკეთესო ვარიანტია. 1 ს/კ მარილი 1 ჭიქა ცივ წყალში გააზავეთ, აქვე ბეჭედი ჩადეთ და თქვით: „მარილიანო წყალო, ბეჭედს ნეგატივი სამუდამოდ მოაშორეთ“. რგოლი წყალში 20 წუთით გააჩერეთ, შემდეგ ამოიღეთ და მთვარის სინათლეს აჩვენეთ. ამასთან თქვით: „მზარდო მთვარევ, ძალით ამავსე, სიმდიდრით ამავსე, წარმატების მიღწევის უფლება მომეცი“. შედეგი დიდხანს არ დააყოვნებს.

ფულის ფიალა

ალბათ, აღმოსავლურ მაღაზიებში ასეთი სუვენირი გინახავთ? ფულის ფიალა სახლში ფულს სწრაფად და ეფექტურად იზიდავს. თილისმა თავადაც შეგიძლიათ გააკეთოთ. ლამაზი თასი შეარჩიეთ, მასში ფორთოხლის ცედრა, 1–2 დაფნის ფოთოლი და მონეტები ჩაყარეთ. ეს ნივთები ფულის ძლიერ ენერგეტიკას ფლობენ. მათი ტანდემი ფინანსურ კეთილდღეობას კიდევ უფრო სწრაფად იზიდავს. ფულის თილისმა თქვენი ბინის მთავარ ოთახში დადგით, მაგრამ არა თვალსაჩინოდ.

შესაძლოა, მთავარი არსი რწმენაა. თუ ირწმუნებთ, რომ ფული თქვენკენ მოდის, ასეც იქნება. თქვენ ყველა შესაძლებლობას მოძებნით, რომ ფული გამოიმუშავოთ და ყურადღება ბედის პატარა საჩუქრებს მიაქციოთ. ჩვენი ბედნიერება მხოლოდ ჩვენს ხელშია!