რატომ ხსნიან პროგრესული მაცხოვრებლები პლასტმასის ფანჯრებს

როგორი ფანჯრები ავირჩიოთ სახლისთვის? უდავოდ, თითოეული გადაწყვეტილებას პირადი შეხედულებების მიხედვით იღებს. უფრო მეტიც, სხვადასხვა ტიპის სახლს შესაფერისი ფანჯარა სჭირდება. ზოგს შეიძლება თანამედროვე მეტალო–პლასტმასის ფანჯარა მოსწონდეს, ზოგი კი კლასიკური, ნატურალური ხის ფანჯრის ერთგული იყოს. როგორ გავერკვიოთ ამ მრავალფეროვან არჩევანში? Novate ვარიანტებს თქვენთან ერთად განიხილავს და ყველაზე მომგებიან გადაწყვეტილებას აირჩევს.

რომელი ფანჯარა ავირჩიოთ სახლისთვის

დღეს კერძო სახლების ან აგარაკისთვის განკუთვნილ ფანჯრებზე გიამბობთ. ბინებში, ძირითადად, მეტალო–პლასტმასის ფანჯრებს ამონტაჟებენ და ეს ლოგიკურია. თუ სახლს დამოუკიდებლად აშენებთ, გარკვეულ მომენტში უკეთესი არჩევანის გაკეთება შეგიძლიათ. როგორი ფანჯარა ავირჩიოთ?

რა თქმა უნდა, პოლივინილქლორიდი კვლავ პოპულარულია, მაგრამ ნატურალური მასალის ან რაიმე სხვა კომპონენტისგან დამზადებული კონკურენტები ფეხდაფეხ მიყვება. მაგალითად, ალუმინი. მწარმოებლები ფანჯრების და აივნების ნებისმიერი გემოვნების და ფერის მრავალფეროვან არჩევანს გვთავაზობს. თქვენ შეძლებთ ისეთი ვარიანტის არჩევას, რომელიც მოგწონთ.

ფანჯრების ვარიანტები კერძო ხის სახლისთვის

ალუმინის ფანჯარა, ალბათ, ერთადერთი ვარიანტია, რომლის დაყენებას კერძო, ხის სახლში არ გირჩევთ. პირველ რიგში, ასეთი ტანდემი ლამაზად არ გამოიყურება. მეორეც, ალუმინის ფანჯრის კონსტრუქცია კონდენსაციას წარმოქმნის და კედლების უახლეს ნაწილებს ააზიანებს და შეიძლება შენობის დეფორმაციაც გამოიწვიოს. საქმე ხომ ხის შენობას ეხება. ობი – ასეთი სახლის სერიოზული მტერია.

რა ავირჩიოთ? როგორც ვარიანტი: სტანდარტული მეტალო–პლასტმასის ფანჯარა. ფანჯრის ჩარჩოების მრავალფეროვანი არჩევანი საშუალებას გაძლევთ, რომ შესაფერისი ფანჯარა აირჩიოთ. ის თქვენი სახლის ექსტერიერს იდეალურად მოერგება. შესანიშნავი ალტერნატივა შეიძლება იყოს ხის ევროფანჯარა.

ხის ევროფანჯარა და ნამდვილი ხის ფანჯარა

ხის ევროფანჯრის უპირატესობა იმაშია, რომ გამძლე მინიპაკეტისგან შედგება, ხოლო მისი ჩარჩო რამდენიმე ფენა ლამინირებული ვინირის ხისგან დამზადებულია. ამასთან, თავისუფლად შეგიძლიათ აირჩიოთ ხის ტიპი, რომელიც უფრო მოგწონთ. მისი წყალგამძლე თვისების წყალობით ფანჯარა წლები გემსახურებათ.

მსახურების ვადა ფანჯრის ჩარჩოს ხის სახეობაზეც დამოკიდებულია. მაგალითად, ფიჭვი უფრო ნაკლებად გამძლეა, ვიდრე მუხა ან ლარიქსი. ასეთი ფანჯარა „სუნთქავს“ და ნამდვილი ხის სასიამოვნო არომატი აქვს. უბრალო მაცხოვრებლებს შეიძლება ასეთი ჩარჩოს ნამდვილი ხისგან გარჩევა გაუჭირდეს.

ნატურალური ხისგან დამზადებული ფანჯარა ყველაზე ეკოლოგიურ გადაწყვეტილებად ითვლება, ამავდროულად, საკმაოდ ძვირია. თუ სახლში ხის ფანჯარა უკვე დამონტაჟებულია, მათი აღდგენა სცადეთ. ფანჯრები დაათბეთ, ასევე თავად ფანჯრის ჩარჩო გააძლიერეთ. ნამდვილი ხე ხომ მყიფე მასალაა.

ამის გამო, ხის ფანჯრების მდგომარეობას ყურადღება უნდა მიაქციოთ. სპეციალისტები გირჩევენ, რომ დროდადრო ფანჯრის ჩარჩოს სპეციალური დამცავი საშუალება წაუსვათ. მან ბზარების, ნახეთქების და ობის გაჩენას ხელი უნდა შეუშალოს. თუ ყველაფერს სწორად გააკეთებთ, ასეთი ფანჯრები საკმაოდ დიდხანს გემსახურებათ.

ითვლება, რომ ხის ფანჯრებს შენობის ვენტილაციისთვის დამატებითი გზების შექმნა შეუძლიათ. ნატურალურ ხეს ხომ სუნთქვა შეუძლია. ყურადღებით იყავით, რადგან ზამთარში ასეთი ფანჯრების მახლობლად საკმაოდ ცივა.

პლასტმასის ფანჯრები კერძო სახლისთვის

უდავოა, რომ ფანჯრის არჩევა ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული. მაგალითად, უნდა გაითვალისწინოთ დრო, რომლის გატარებას ამ სახლში აპირებთ. თუ საკმარისად დიდი დროის გატარებას გეგმავთ, მაშინ უფრო პრაქტიკულ და პოპულარულ ვარიანტზე დაფიქრდით – მეტალო–პლასტმასის ფანჯრები.

ასეთ ფანჯრებს სპეციალური მოვლა არ სჭირდებათ, ხელმისაწვდომი ფასი აქვს და გამძლეა. ამასთან, ძველი ხის ფანჯრები სახლში სიცივეს ატარებენ. თუ ამ სახლში ზამთრის გატარებას გეგმავთ, ყველა შესაძლო ვარიანტზე დაფიქრდით.

როგორი ფანჯარა ავირჩიოთ სახლისთვის და არ შევცდეთ

სახლისთვის ფანჯრის არჩევამდე, ყველა შესაძლო დეტალი და პრობლემა კარგად შეისწავლეთ. უპირატესობებს და ნაკლოვანებებს ყურადღება მიაქციეთ. თუ შესაძლებლობა გაქვთ, ექსპერტს გაესაუბრეთ და ყველა კითხვა განიხილეთ.

თანამედროვე მრავალფეროვანი ვარიანტი განსაკუთრებული არჩევანის გაკეთების საშუალებას გაძლევთ. თქვენ შეგიძლიათ იყიდოთ სწორედ ისეთი ფანჯარა, რომელიც თქვენი სახლის დიზაინს იდეალურად ერგება. წარმატებულ რემონტს გისურვებთ.