რომელი ხე არ უნდა დარგოთ აგარაკზე, სახლთან ახლოს, რომ შემდეგ არ ინანოთ

თითოეული მეაგარაკე ოცნებობს, რომ თავისი ნაკვეთი გაამწვანოს. ამ მიზნით ხეების გამოყენებას გირჩევთ. დარგვამდე ყველა არ ითვალისწინებს იმ ფაქტს, რომ ზოგიერთი ხე აგარაკს სერიოზულ ზიანს აყენებს. განსაკუთრებით, თუ მოკირწყლულ ბილიკებთან, სამეურნეო ან საცხოვრებელი შენობების მახლობლად აღმოჩნდება. რაც ყველაზე ცუდია, მეაგარაკე არასწორი არჩევანის ნეგატიურ შედეგებს მხოლოდ 10-15 წელში იგრძნობს.

ბევრი მეაგარაკე ხეების ძალას სათანადოდ არ აფასებს. თუმცა ასფალტში ამოსულ ბალახს დააკვირდით და დარწმუნებით, რომ ბუნებას შეუძლია იცხოვროს იქ, სადაც ერთი შეხედვით შეუძლებელია. ხის ფესვებს უფრო მეტი ზიანის მოყენება შეუძლია. მართალია, მზარდი ფესვები არა ერთადერთი სერიოზული პრობლემაა, რომელსაც მფლობელი აწყდება. მცენარის გვირგვინიც სახიფათოა. Novate გიამბობთ, რომელი ხეები არ უნდა დარგოთ აგარაკზე, სახლთან ახლოს.

სინამდვილეში, ხეების უმეტესობა შენობის კარგი მეზობელი არაა. პირველი რიგში, უნდა გაიხსენოთ წიფელი, თელა, წაბლი, არყის ხე და ლარიქსი. ჩამოთვლილი ხეები მომდევნო 5 ხის ფონზე უბრალოდ ფერმკრთალდება.

1. იფანი

ერთ–ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი მცენარე, რის გამოც რიგ სირთულეებს ქმნის. რაც მთავარია, იფანს ძალიან მასიური ფესვების სისტემა აქვს, რომელიც საკმარის ძალას ფლობს, რომ სახლის ბეტონის საძირკველი ასწიოს. ასე მთელი შენობა საფრთხეშია.

2. ცაცხვი

კიდევ ერთი სწრაფად მზარდი მცენარე. ზრდის პირველ ორ წელში ღეროს და ფესვების სისტემა მოცულობაში ძალიან სწრაფად იზრდება. უკვე ამ დროს ხის ფესვებს სახლის საძირკვლის და ახლომდებარე გზის დაზიანება შეუძლია. სჯობს ცაცხვი ათეული მეტრის მოშორებით დარგოთ.

3. ვერხვი

ეს ხე სააგარაკო მეურნეობას თავისი მასიური ფესვებით საფრთხეს უქმნის, რომელიც 20 მეტრამდე რადიუსში შეიძლება გაიზარდოს. ამასთან, ვერხვი სახიფათოა იმით, რომ ფხვიერი ხე აქვს. შედეგად, ნებისმიერი მეტნაკლებად ძლიერი ქარის დროს ტყდება.

4. შოთხვი

ამ ხეს ძლიერი და განვითარებული ფესვების სისტემა აქვს. მის მახლობლად სახლის საძირკველს გარანტირებულად ასწევს. მისი ფესვების სისტემის განვითარების რადიუსი 12 მეტრს აღწევს. უნდა ვთქვათ თუ არა, რომ ჩვენს დროში ნაკვეთები უფრო პატარა ზომისაა.

5. ნეკერჩხალი

სახიფათო ფესვების სისტემის გარდა, ნეკერჩხლის აგარაკზე დარგვა კიდევ ერთი მიზეზით არ ღირს. საქმე იმაშია, რომ მცენარე უკიდურესად ხარბია და მიწიდან სასარგებლო ნივთიერებებს და წყალს განუწყვეტლივ იწოვს, ამით სხვა მცენარეს ღირებული რესურსების გარეშე ტოვებს. სწორედ ამიტომ, ნეკერჩხალი არც სახლის, არც ნაკვეთის და კლუმბის მახლობლად არ დარგოთ.