
ბევრს სურს, რომ ზაფხულში არა მხოლოდ საკუთარ ნაკვეთზე მოყვანილი სასარგებლო ბოსტნეულით და მწვანილით, არამედ სურნელოვანი ყვავილებით თავი მოიწონოს. კლუმბის ან ყვავილების კომპოზიციის შესაქმნელად თავისუფალი ადგილის პოვნა რთულია, ამიტომ Novate საინტერესო იდეებს გთავაზობთ. თამამად შეგიძლიათ გაითვალისწინოთ, რადგან გასახორციელებლად მხოლოდ კონტეინერები, ჯაჭვი და ნახევარი საათი დრო დაგჭირდებათ.
პატარა ნაკვეთის მფლობელი და აივანზე ორანჟერიის მოწყობის მსურველი ყოველთვის დილემის წინაშე დგას, თუ როგორ განალაგოს ქოთნები, რომ ყველა მოწონებული ყვავილი მოთავსდეს. ასეთი შემთხვევისთვის სჯობს ჩამოსაკიდი კონსტრუქცია გამოიყენოთ, რომლის დახმარებით მრავალსართულიანი ვერტიკალური ბაღი შეგიძლიათ გააშენოთ. მზა ვერტიკალური კაშპო ყვავილების ქოთნით საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა. თუ ფანტაზიას ჩართავთ და მოგრძო კონტეინერებს ერთმანეთს საიმედოდ დაამაგრებთ, უფრო იაფი და ორიგინალური ვარიანტი გამოგივათ. ახალგაზრდა ოსტატმა ვერტიკალური ყვავილების ქოთნის მოწყობის საინტერესო მეთოდი შემოგვთავაზა. მან საიმედო კონსტრუქცია მხოლოდ ნახევარ საათში ააწყო.
ჩამოსაკიდი ქოთნების გასაკეთებლად დაგჭირდებათ:
- გრძელი ფერადი კონტეინერები
- ლითონის ჯაჭვი (მსხვილი ჯაჭვი უფრო ლამაზად გამოიყურება)
- 6 მმ დიამეტრის ხრახნიანი ჯოხი
- შუასადები და ქანჩი
- ბრტყელტუჩა და მკვნეტარა
- კუთხესახეხი ან ლითონის ხერხი
პირველ რიგში, განსაზღვრეთ, თუ რა დონეზე გსურთ ყვავილების ქოთნების მოთავსება და რამდენი რიგის ქონა გსურთ, რომ საჭირო სიგრძის ჯაჭვი გადაჭრათ.
მნიშვნელოვანია: როგორც არ უნდა გინდოდეთ, ბევრი ქოთნის მოთავსება, ყვავილის, მწვანილის, მარწყვის და ა.შ. კულტურის სიმაღლე გაითვალისწინეთ. არ დაგავიწყდეთ, რომ მცენარემ საკმარისი მზის სინათლე უნდა მიიღოს და თითოეულ დონეზე კარგად უნდა განიავდეს. ამასთან, ზედა კონტეინერი სჯობს მიწიდან კომფორტულ სიმაღლეზე მოათავსოთ, რომ მორწყვა და მოვლა გაგიადვილდეთ.
ჯაჭვი შუაზე გაკეცეთ, ბრტყელტუჩით და მკვნეტარათი ერთი რგოლი გაშალეთ, რომ ორი თავისუფალი ბოლო წარმოიქმნას. იგივე მოქმედება მეორე „საყრდენზე“ გააკეთეთ, რომელზეც ყვავილის კონტეინერი დამაგრდება.
ჯაჭვის ნაჭერი ნებისმიერ განივ ძელზე გადაკიდეთ ისე, რომ ბოლოები ერთ დონეზე აღმოჩნდეს. ხრახნიანი ჯოხით, ჭანჭიკით და ქანჩით ძელის ქვეშ დააფიქსირეთ. ანალოგიურად, კიდევ ერთი ჯაჭვი საჭირო დაშორებით დააფიქსირეთ. თავად კონტეინერის სიგრძე და კიდიდან დაშორება გაითვალისწინეთ. ყურადღება მიაქციეთ, რომ ჯაჭვის სიგრძე ადრე დამაგრებული ჯაჭვის სიგრძის დონეზე იყოს. წინააღმდეგ შემთხვევაში გადაწონვა გარდაუვალია, რაც არა მხოლოდ განწყობას გაგიფუჭებთ, არამედ მთელ მცდელობას წყალში ჩაგიყრით.
სართულების შესაქმნელად გრძელი ხრახნიანი ჯოხი გამოგადგებათ, რომელიც საჭირო ზომაზე უნდა გადაჭრათ. ორიენტაცია აიღეთ ყუთის სიგანე პლიუს 3-4 სმ შუასადების და ორივე მხრიდან ქანჩის დასამაგრებლად . თავდაპირველად, ხრახნიანი ჯოხები ქვედა სართულზე დაამაგრთ, რომ ზუსტად იცოდეთ, სად დააყენოთ მეორე კონსტრუქცია. მეორე კონსტრუქციაც მსგავსი მეთოდით ფიქსირდება. მსგავსად მესამე ქოთანიც. აკონტროლეთ, რომ ყველა ჯაჭვი მკაცრად ერთმანეთის პარალელურად იყოს.
როცა ბოლო კონტეინერი თავის ადგილს დაიკავებს, საყვარელი ყვავილი ან მწვანილი შეგიძლიათ დარგოთ. ქვედა დონეზე სითბოს მოყვარული მცენარე დარგეთ, ზედა სართულზე ის, რომელსაც მეტი მზის სინათლე სჭირდება.
გატაცებულმა მეაგარაკეებმა, რომელთაც საკუთარი ნაკვეთის გარდაქმნა სურთ, იციან, რომ ბაღის ნაკეთობები ძალიან გასართობი და საინტერესო საქმიანობაა. სანამ საქმეს შეუდგებით, რამდენიმე საინტერესო იდეას გადახადეთ.
ასე უკეთ აარჩევთ, თუ რომელი შეეფერება თქვენს ნაკვეთს ან აივანს და რა შეშურდებათ მეზობლებს.