10 რამ, რისი გაწმენდაც არ უნდა დაგავიწყდეთ, თუ მყუდრო ბინაში ცხოვრება გსურთ

გენერალური დალაგების შემდეგ სახლში არა მხოლოდ სისუფთავე და წესრიგი, არამედ მყუდროება უნდა იგრძნოთ. თუმცა ყოველთვის ასეთი შედეგის მიღწევა რთულია. პარადოქსის მთავარი მიზეზი იმაში მდგომარეობს, რომ ზოგიერთ, ერთი შეხედვით უმნიშვნელო, დეტალს ვტოვებთ და შედეგად, თავს კარგად ვერ ვგრძნობთ. Novate გიამბობთ, რომელი ნივთების გარეცხვა არ უნდა დაგავიწყდეთ, რომ სახლში კომფორტი და მყუდროება იგრძნოთ.

1. გათბობის რადიატორი

ამ „ინტერიერის ნივთს“ ხშირად გვერდს ვუვლით, რადგან მისი შიგნიდან გაწმენდა რთული, მოუხერხებელი და ხანგრძლივი პროცესია. მასზე მტვრის ფენები ისე არ ჩანს, როგორც მაგიდაზე, თან ფარდის გადაწევისას რადიატორი არავის გაახსენდება. სამწუხაროდ, უხილავი მტვერი ჯანმრთელობისთვის ნაკლებად საზიანოდ არაა. ზაფხულში, როცა ფანჯარა ხშირად ნიავდება, ნებისმიერი ჰაერის ნაკადმა შეიძლება მტვერი გარეთ გამოიღოს და უკვე გაწმენდილ ზედაპირზე დალექოს.

რადიატორის გაწმენდა ისეთი პრობლემური არაა, როგორც ფიქრობთ. უბრალოდ გათბობის ბატარეა გამორთეთ, მტვერსასრუტით (ვიწრო თავი გაუკეთეთ) გაწმინდეთ, შემდეგ ქვემოთ ქაღალდი დააფინეთ, რომ ჭუჭყის ნარჩენები მოაშოროთ. საბოლოო შტრიხი: საპნიან ხსნარში დასველებული ღრუბლით გარეცხეთ.

2. კალათა ჭუჭყიანი თეთრეულისთვის

ზოგიერთი დიასახლისი თეთრეულისთვის კალათას აბაზანის კუთხეში დებს და მხოლოდ მაშინ ახსენდება, როცა ჭუჭყიანი ნივთის ჩადება ან გასარეცხად ამოღება სჭირდება. თავად კალათის გარეცხვის საკითხი გადაუჭრელია, რაც არასწორია. ტანსაცმელი და თეთრეული, რომელთაც მასში ყრით, შეიძლება იყოს სველი, მტვრიანი, საკვების, სასმელის ნარჩენებით და ა.შ. გამოდის, კალათა ბაქტერიების და მიკრობების გასავრცელებელი სივრცე სწრაფად ხდება. სწორედ ამიტომ, კალათა დროულად მოაწესრიგეთ.

წმენდის მეთოდი კალათაზეა დამოკიდებული. პლასტმასის კალათა შეგიძლიათ სველი ჩვრით გაწმინდოთ ან გამდინარე წყალში გარეცხოთ, დაწნული – მტვერსასრუტით გაწმინდოთ, ნაჭრის – სარეცხ მანქანაში დელიკატურ რეჟიმზე გარეცხეთ.

3. სახლის ჩუსტები

იმის მიუხედავად, თუ როგორ ჩუსტებს ანიჭებთ უპირატესობას (ბეწვი, ხაოიანი, მატყლის), მათ რეგულარულად გაწმენდა სჭირდებათ. ეს არა მხოლოდ გარეგნობის გასაუმჯობესებლად, არამედ სადეზინფექციოდ აუცილებელია. სამწუხაროდ, ფეხები სახლში ოფლიანობას არ წყვეტს და ხშირად ისე ხდება, რომ ჩუსტებს ქუჩიდან მოსვლისთანავე სველ ტერფებზე ვიცვამთ.

ბამბის ფეხსაცმლის მოსავლელად საპნიანი წყალი და რბილი ჯაგრისი საკმარისია. რაც შეეხება ხაოიან ჩუსტებს, სჯობს საპნიანი ღრუბლით გაწმინდოთ, ნარჩენები სველი ჩვრით მოაშოროთ. ამის შემდეგ ქსოვილის ზედაპირი კარგად გააშრეთ, ქაღალდის პირსახოცებით გაავსეთ და მთელი ღამე გააჩერეთ, რომ ტენიანობა მთლიანად შეიწოვოს.

4. სამზარეულოს კარადის და მაცივრის სახელურები

ჩვენ ბინძური ხელებით ხშირად ვეხებით ავეჯს და საყოფაცხოვრებო ტექნიკას, რომელიც სამზარეულოში მდებარეობს. დროთა განმავლობაში სახელური ლაქებით და ცხიმიანი ფირით იფარება, რამაც შეიძლება ბაქტერიების გაჩენა გამოიწვიოს. თან შესაგრძნებად ნაკლებად სასიამოვნოა.

სამზარეულოში წესრიგის შესანარჩუნებლად კვირაში ერთხელ ავეჯი საპნიან ხსნარში დასველებული ღრუბლით გადაწმინდეთ. ეს საკმარისია, რომ ოთახი მოვლილი და სუფთა გამოჩნდეს. ასე დალაგების შემდეგ სისუფთავის და სიახლის შეგრძნებას გააძლიერებთ.

5. სავარცხელი

თუ ფიქრობთ, რომ სავარცხელზე მხოლოდ თმა გროვდება, ასე არაა. ის ბევრ სიურპრიზს იზიდავს, როგორიცაა ქერტლი მტვერი, კანის ცხიმი, თმის მოვლის საშუალების ნარჩენები. მთელი ეს კომპანია ბაქტერიების გასამრავლებლად კარგ, მკვებავ გარემოს ქმნის. მსგავსი სცენარის თავიდან ასაცილებლად სავარცხელი საპნიან ხსნარში 2 კვირაში ერთხელ ან უფრო ხშირად გარეცხეთ.

თმა მოაშორეთ, შემდეგ საპნიან წყალში ჩადეთ. საპნის ნაცვლად შეგიძლიათ შამპუნი ან შხაპგელი გამოიყენოთ. ცოტა ხნით ჩაალბეთ, შემდეგ კბილის ჯაგრისით კარგად გაწმინდეთ. ბოლოს, პირსახოცით კარგად გაამშრალეთ.

6. მართვის პანელები სამზარეულოს მოწყობილობებზე

სამზარეულოში არა მხოლოდ კარადის სახელურს, არამედ საყოფაცხოვრებო მოწყობილობების ღილაკებს ყურადღებას არ ვაქცევთ. ტოსტერი, მიკროტალღური ღუმელი, ყავის აპარატი, ჩაიდანი – ეს ნივთები მოუვლელად გამოიყურება და ოთახის საერთო ინტერიერს აზიანებს. სწორედ ამიტომ, რეგულარულად გაწმინდეთ, მაგრამ არა ერთი და იმავე მეთოდით.

მაგალითად, გაზქურის გისოსები შეგიძლიათ ქიმიური ან აბრაზიული საშუალებით გაწმინდოთ, მიკროტალღური ღუმლის ან მულტისახარშის სენსორული პანელი სველი ღრუბლით გაწმინდეთ, შემდეგ იმწამსვე გაამშრალეთ.

7. უნიტაზის ჩასარეცხი ღილაკი

იმის გათვალისწინებით, რომ უნიტაზის ჩასარეცხ ღილაკს სუფთა ხელებით არ ვეხებით, რაც უფრო ხშირად გარეცხავთ, მით უკეთესი. ამის გაკეთება ძალიან მარტივია: საკმარისია სველი სალფეთქით ან ანტიმიკრობულ საშუალებაში დასველებული მიკროფიბრის ჩვრით შეიარაღდეთ და ღილაკი კარგად გაწმინდოთ.

8. ტელევიზორის უკანა კედელი

ბოლოს როდის დაფიქრდით, რომ ტელევიზორის უკანა კედელზე მტვრის სქელი ფენა გროვდება, რომელსაც გაწმენდა სჭირდება? დარწმუნებული ვარ, დიდი ხანია არც დაფიქრებულხართ, ეს ადგილი ხომ სხვებისთვის უხილავია. ასე უგულებელყოფა შეგიძლიათ გააგრძელოთ, რომ არა ერთი „მაგრამ“ – მტვერი ჰაერში ადის და სხვა საყოფაცხოვრებო მოწყობილობებსა და ავეჯს ეფინება. სიტუაცია ზუსტად ისეა, როგორც გათბობის რადიატორის შემთხვევაში.

სწორედ ამიტომ, ახლავე რბილი, მიკროფიბრის ქსოვილი აიღეთ და ტელევიზორის მთელი ზედაპირი გადაწმინდეთ. ქიმიური საშუალებები არც ეკრანზე, არც სხვა ნაწილზე არ გამოიყენოთ, რადგან შეიძლება დაზიანება გამოიწვიოს.

9. კბილის ჯაგრისების ჭიქა

ამ სიაში მის პოვნას არ ელოდით? სულ ტყუილად, კბილის ჯაგრისების ჭიქა უფრო ხშირად გვავიწყდება, ვიდრე თეთრეულის კალათა. ეს ჭურჭელი ნამდვილი სამოთხეა მიკრობების, ბაქტერიებისა და ობისთვის, რომლებიც ჯაგრისებზე ადვილად შეიძლება გადავიდეს. გენერალური დალაგებისას არა მხოლოდ ნიჟარის და სარკის გაწმენდა, არამედ ჭიქის ან ჯაგრისის დამჭერის გარეცხვა არ დაგავიწყდეთ. თავდაპირველად, მდუღარე წყალი გადაავლეთ, შემდეგ ანტიბაქტერიული სავლებით გაავსეთ. რამდენიმე წუთით მოიცადეთ, სანამ დეზინფექციის პროცესი დასრულდება, სითხე გადაასხით და ჭურჭელი გაამშრალეთ.

10. როზეტები და დამაგრძელებლები

თუ დღემდე ფიქრობთ, რომ როზეტის და დამაგრძელებლის წმენდა მხოლოდ გარეგნული სილამაზის საკითხია, ცდებით. ნებისმიერი ელექტროტექნიკის მახლობლად, ასევე სიღრმეში მტვრის დაგროვება ცეცხლსაშიშია. როზეტები შეგიძლიათ ვიწრო თავიანი მტვერსასრუტით გაწმინდოთ – ეს სწრაფი და მარტივი მეთოდია. რაც შეეხება, სადენების გაწმენდას, ამისთვის სველი სალფეთქი გამოიყენეთ. თუ უფრო ეფექტური საშუალება გჭირდებათ, სოდის და წყლის პასტა მოამზადეთ, სადენს წაუსვით, გაშრობას დაელოდეთ, ჯერ სველი, შემდეგ მშრალი ჩვრით გაწმინდეთ. ზედმეტ სისველეს მოერიდეთ, რომ მოკლე ჩართვა არ მოხდეს.