9 რეცეპტი, რომლითაც ნაკვეთზე ფიტოფთოროზს დაამარცხებთ

აგვისტო შორს არაა, რაც იმას ნიშნავს, რომ პომიდვრის მომწიფების და მოსავლის აღების სეზონი იწყება. პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ამავე პერიოდში ფიტოფთოროზი „აყვავებას და სურნელის ფრქვევას“ იწყებს. დაავადება მოსავლით გამოკვებას და მეაგარაკისთვის ნანატრი წითელი მოსავლის წართმევას ცდილობს. ფიტოფთოროზის მოშორება შეგიძლიათ როგორც „სპეციალური“, ასევე ხელმისაწვდომი „ხალხური“ საშუალებების დახმარებით. დღეს Novate 9 ხალხური რეცეპტის შესახებ გიამბობთ, რომელთა დახმარებით ფიტოფთოროზის მოშორებას შეძლებთ.

1. იოდი

უბრალო სააფთიაქო იოდი ფიტოფთოროზის გაჩენას თავიდან აგაცილებთ. მცენარე ჯერ კიდევ აქტიური სააგარაკო სეზონის დაწყებამდე დაამუშავეთ.ხსნარი უკვე მზარდ პომიდორზე პროფილაქტიკის მიზნით გამოიყენეთ. პირველად, ხსნარით მიწა მორწყეთ, შემდეგ – პომიდვრის ფოთლები. ხსნარის მოსამზადებლად 2 მლ იოდი 10 ლ წყალში გახსენით.

2. მარგანცოვკა

ხსნარი პომიდვრის ფოთლების დასანამად შეგიძლიათ გამოიყენოთ. თავიდან ცოტა წყალში გახსენით, რომ კრისტალი კარგად დაიშალოს და მცენარეს ზიანი არ მიაყენოს. 10 ლ წყალზე 2-3 მლ მარგანცოვკა დაგჭირდებათ.

3. ბრილიანტის მწვანე

კიდევ ერთი სააფთიაქო საშუალება, რომელიც შეგიძლიათ ფიტოფთოროზთან საბრძოლველად გამოიყენოთ. ხსნარით უკვე ზრდასრული მცენარე დაამუშავეთ. პულვერიზატორი გამოიყენეთ. თავიდან ბრილიანტის მწვანე ცოტა წყალში გახსენით. სოკოს დაავადების საწინააღმდეგოდ 3 მლ ბრილიანტის მწვანე 10 ლ წყალში გახსენით.

4. ფურაცილინი

ფიტოფთოროზის საწინააღმდეგო საშუალების მოსამზადებლად ფურაცილინი აბებში (სითხე არა) დაგჭირდებათ. 1 ლ წყალზე 1 აბი გამოიყენეთ. პომიდორი მომწიფებამდე ამ ხსნარით დანამეთ. ამისთვის უბრალო პულვერიზატორი დაგჭირდებათ.

5. საფუარი

100 გრ დაპრესილი საფუარი 10 ლ წყალში გახსენით. ასე ფოთლოვან კვებას მიიღებთ. ხსნარი პულვერიზატორში ჩაასხით და პომიდორი დანამეთ. ხსნარი მცენარის ფოთლებს უნდა მოხვდეს.

6. საკვები სოდა

ფოთლოვანი კვებისთვის საფუარის ნაცვლად შეგიძლიათ სოდა გამოიყენოთ. თეთრებად ღირებულ პროდუქტს ნებისმიერ სამზარეულოში იპოვით. სამკურნალო ხსნარის მოსამზადებლად 3 ს/კ სოდა 10 ლ სუფთა წყალში გახსენით. აღსანიშნავია, რომ სოდა ნაყოფის შაქრიანობას მნიშვნელოვნად გაზდის, თუ რეგულარულად გამოიყენებთ.

7. ძმარი

ფიტოფთოროზთან საბრძოლველად მცენარე შეგიძლიათ სუფრის ძმრის ხსნარით დანამოთ. ამ მიზნით 9%–იანი ძმარი გამოიყენეთ. 100 მლ მჟავე პროდუქტი 10 ლ წყალზე აიღეთ. ინგრედიენტები კარგად აურიეთ, შემდეგ პულვერიზატორში ჩაასხით.

8. წყალბადის ზეჟანგი

წყალბადის ზეჟანგი დაგეხმარებათ ისეთ რთულ საქმეში, როგორიცაა ფიტოფთოროზთან ბრძოლა. 3%–იანი კონცენტრატი დაგჭირდებათ. 1 ლ წყალზე 2 ს/კ წყალბადის ზეჟანგი გამოიყენეთ. მზა ხსნარი პულვერიზატორში ჩაასხით და პომიდვრის ბუჩქები დანამეთ.

9. ტრიქოპოლი

კიდევ ერთი „სამედიცინო“ ხსნარი პომიდვრის დასაცავად. ის ტრიქოპოლის აბებიდან მზადდება. 1 ლ წყალზე 1 აბი საშუალება გამოიყენეთ. ალტერნატივად შეგიძლიათ მეტრონიდაზოლი გამოიყენოთ. მზა ხსნარით ნაკვეთზე ყველა ბუჩქი დანამეთ.