საბჭოური თუჯის აბაზანის მარადიული ბრწყინვალება და რატომ არის სხვებზე უკეთესი

თუჯის აბაზანა ბევრად უფრო მძიმეა, ვიდრე ფოლადის და აკრილის აბაზანები. ბუნებრივია, რადგან თუჯის სიმკვრივე გაცილებით მაღალია. ჩვენს დროში ასეთ მასალას ნაკლებად ყიდულობენ: ამას მთელი რიგი მიზეზები აქვს. ადრე თუჯის აბაზანა აბსოლუტურ ნორმად ითვლებოდა, როგორც საიმედოობის, ასევე კომფორტის თვალსაზრისით.

ცნობილი ხრუშჩოვის ბინები 25 წლიანი გამოყენებისთვის იყო გათვლილი. ამის შემდეგ დანგრევა იგეგმებოდა, ხოლო მაცხოვრებლები უფრო კომფორტულ ბინებში უნდა გადასულიყვნენ. რა საჭირო იყო თუჯის სანტექნიკის არჩევა, რომელიც უფრო გამძლე იყო, ვიდრე მთელი სახლი, სადაც დააყენეს? Novate ყველაფრის დეტალურად ახსნას ეცდება.

ფოლადის აბაზანა

ფოლადით დავიწყოთ. იმ დროს ფოლადის აბაზანას გარკვეული უპირატესობები ჰქონდათ, ძირითადად, მათთვის, ვინც უშუალოდ ამონტაჟებდა. ანუ მუშებისა და გამყიდველებისთვის. თავად განსაჯეთ.

მსუბუქი მომსახურებაში. მისი ატანა ხუთსართულიანი სახლის ბოლო სართულზეც რთული არ იყო. როგორც ცნობილია, ასეთ სახლებს ულიფტოდ აშენებდნენ. გამოდის, აქ საქმის სწრაფად დამთავრება და მუშების სხვა ობიექტზე გაგზავნა შესაძლებელი იყო.

ასეთი აბაზანის მონტაჟი მისი მსუბუქი წონის გამო რთული არ იყო. ერთი ადამიანი ნახევარ საათში დააყენებდა. შენობა ერთნაირი იყო და სააბაზანო ოთახის ზომებში პრობლემა არ იქმნებოდა. კომფორტულია.

ფოლადის აბაზანას მინუსებიც ჰქონდა.

თხელი ფოლადი, როგორც თუნუქის ქილა, შეიძლება მოზრდილი ადამიანის და წყლის მასის ქვეშ დამჯდარიყო. ეს მომენტი გათვალისწინებული არ იყო და მთლიანად მაცხოვრებელზე იყო დამოკიდებული. ალბათ, ამიტომ ბევრს შხაპის გამოყენება ერჩივნა. უსაფრთხოა და წყალიც იზოგება. პატარა ქალებისთვის მაინც უფრო ადვილი იყო.

არც თუ ისე მძიმე საგნის დაცემაც ზედაპირზე ნაკაწრებს ტოვებდა. ამბობენ, რომ დროთა განმავლობაში ნაკაწრები კატისგანაც რჩებოდა. ცხოველებს წყლის პროცედურები დიდად არ უყვართ და ამას ყოველთვის გამოწვევად იღებენ. დაზიანებულ ადგილებში შეიძლება სოკო გაჩენილიყო.

ფოლადის აბაზანა ტემპერატურას ვერ ინარჩუნებდა. მაღალი თბოგადაცემა ცუდი ხმის იზოლაციით ორ პრობლემას ქმნიდა: ცივი წყალი და დაღვრილი წყლის ძლიერი ხმა. ადამიანები ცდილობდნენ, რომ ასეთი წვრილმანებისთვის ყურადღება არ მიექციათ. და სულ ტყუილად.

თუჯი

პლიუს–მინუსს 120 კგ თუჯის აბაზანის თრევა ადვილი საქმე არაა. როგორც წესი, მის შესახებ მთელმა სადარბაზომ იცოდა. ეს მაშინ, თუ სახლს ლიფტი ჰქონდა. ჩვეულებრივ, სატვირთო ლიფტით ასეთი სიმძიმე ვერ აჰქონდათ. მაშინ ნახევარი დღის კიბეებზე გატარება უწევდათ. ყოველი ნაბიჯის შემდეგ შესვენებებით. ხდება ხოლმე.

სითბოს შენარჩუნების და ხმის იზოლაციის კუთხით ყველაფერი უკეთ იყო. კომფორტული ტემპერატურა 5 წუთში არ ქრებოდა, არამედ დიდხანს ინახებოდა. სქელი კედლების გამო წყლის ხმა მფლობელამდეე პრაქტიკულად არ აღწევდა. ბედნიერ მეზობლებზე არაფერს ვამბობთ.

თუჯის აბაზანა მტკიცედ იდგა. რამე დაეცა? არაფერია, მთავარია, არ გატყდა. აბაზანას არაფერი მოუვა. ამ მასალას საიმედო ტაფებში ტყუილად არ იყენებენ.

სახელმწიფოსთვის თუჯის აბაზანის გაკეთება უფრო ადვილი, ანუ იაფი იყო. საქმე იმაშია, რომ ფოლადის აბაზანას შედუღება და ხელით შრომა სჭირდება. თუჯის აბაზანას კი უბრალოდ ფორმაში ასხამდნენ და დაუყონებლივ საწყობში გაჰქონდათ. არანაირი პრობლემა.

კიდევ ერთი ჰიპოთეზა

არსებობს მოსაზრება, რომ თუჯი ხალხს სწორედ ცვეთის გამძლეობის გამო შეუყვარდა. იმ დროს ბევრი საერთო საცხოვრებლებსა და კომუნალურ ბინებში ცხოვრობდა. კარგია თუ ცუდი სხვა საკითხია, მაგრამ საქმე რაშია. როცა მეზობელი, რომელთანაც საერთო აბაზანა გაქვთ, სააბაზანო ოთახში შედის, გინდა თუ არა, ნერვიულობას იწყებ.

ვნერვიულობთ იმავე აბაზანის და მთელი სანტექნიკის უსაფრთხოებისთვის. ხდება ხოლმე: უცხოსი არ გვენანება, ჩვენ შემდეგ თუნდაც წყალდიდობას წაუღია. ვინც მეპატრონე ყოფილა, გაიგებს. აი, თუჯის აბაზანის გატეხვა არავის გამოდიოდა, ამიტომ შეგეძლო მშვიდად ყოფილიყავი.

რედაქციისგან

სინამდვილეში აბაზანის მასალა ყველამ თავად უნდა აარჩიოს. თუ ოჯახში ბევრი ბავშვი ან ჭარბწონიანი მშობლები ცხოვრობს – ფოლადი კატეგორიულად არ შეიძლება. მხოლოდ შეკვეთით. ეს უკვე სხვა ხარჯებია. თუჯს, როგორც უკვე ვთქვით, თავის დაცვა შეუძლია. თუჯის აბაზანას თანამედროვე მაღაზიებში დღესაც შეხვდებით, მაგრამ ხარისხი საუკეთესო სურვილს გვიტოვებს. რაღაც სხვანაირია.

ფასი–ხარისხის შესაბამისობა თავად აარჩიეთ. ნამდვილად გვაინტერესებს, თუ რას აირჩევთ. თითქმის ყველას რემონტი აქვს ან საცხოვრებელ ადგილს იცვლის. ხოლო ასეთ საკითხებში საზოგადოების აზრის ცოდნა ძალიან სასარგებლოა.