ეფექტური მეთოდი, როგორ მოვიშოროთ მომაბეზრებელი ბუზი, კოღო და ქინქლი

ზაფხული წლის საოცარი დროა. ალბათ, გაგიჭირდებათ ადამიანის პოვნა, ვისაც ზაფხული არ უყვარს. არის მომენტი, რომელიც მთელ სურათს აფუჭებს. ესაა მწერები, რომლებიც არა მხოლოდ ქუჩაშიც, არამედ სახლშიც გვაწუხებენ.

საკმარისია, ფანჯარა გააღოთ და შენობა ქინქლებით, კოღოებით და ბუზებით გაივსება. რა თქმა უნდა, ზოგიერთ რეგიონში მეტად გვხვდება, ზოგან ნაკლებად, მაგრამ პრაქტიკულად ყველგან უსიამოვნებას იწვევენ. მათ მოსაშორებლად Novate გთავაზობთ მარტივ საშუალებას, რომელიც ქიმიურ ნივთიერებას არ შეიცავს. ეს კი სასიხარულოა.

რა დაგჭირდებათ

სახლში ან ბინაში მწერების გასანადგურებლად დიქლოფოსი, ფუმიგატორი ან სხვა სპეციალური საშუალება არ გვჭირდება. ყველაფერი უფრო მარტივი და ეფექტურია. რაც მთავარია, საშუალება აბსოლუტურად უსაფრთხოა.

მოსამზადებლად დაგჭირდებათ:

  • ნემსიწვერას და პიტნის ეთერზეთები
  • წყალი
  • სპრეი ბოთლი

შემადგენელი კომპონენტების პოვნა რთული არაა. ეთერზეთების თითქმის ნებისმიერ აფთიაქში მარტივად შეიძენთ.

რა გავაკეთოთ:

დაახლოებით 200 მლ წყალი აიღეთ და 3 წვეთი ნემსიწვერას ეთერზეთი და 7 წვეთი პიტნის ზეთი დაუმატეთ. ხსნარი სპრეი ბოთლში ჩაასხით, აურიეთ და აქვე 500 მლ წყალი დაუმატეთ.

საშუალება მზადაა. ამ ხსნარით მინა, ფანჯრის რაფა, მწერების ბადე და ფარდა დანამეთ. პროცედურა 4 დღეში ერთხელ გაიმეორეთ. მწერები გაქრება და ბინაც სასიამოვნო არომატით გაივსება.