რატომ დადიოდნენ სახლში ფეხსაცმლით სტალინის დროს, ხოლო ხრუშჩოვის დროს იხდიდნენ

ისე მოხდა, რომ ი. ბ. სტალინის და ნ. ს. ხრუშჩოვის მმართველობის პერიოდები ერთმანეთისგან კარდინალურად განსხვავდებოდა იმის მიუხედავად, რომ ერთსა და იმავე საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირს მართავდნენ. ბუნებრივია, ზოგიერთი ადამიანის ჩვევები, წესრიგი, ცხოვრების სტილი განსხვავდებოდა. მაგალითად, სახლში ფეხსაცმლით ან მის გარეშე სიარული. რატომ ხდებოდა ასე?

1. რა განსხვავებაა სსრკ–ს ამ ორ ეპოქას შორის

სტალინის დროს, პრაქტიკულად, იგივე რუსეთის იმპერია შეიქმნა, თუმცა სხვა ლოზუნგებით. როცა ხელისუფლებაში ხრუშჩოვი მოვიდა, საზოგადოების ზედა ფენის უბრალო ხალხთან გათანაბრება გადაწყდა. სამრეწველო დონეზე არა მხოლოდ სამხედრო ტექნიკის და იარაღის, არამედ სამომხმარებლო საქონლის წარმოება დაიწყეს.

მოსახლეობის ცხოვრების ორგანიზების შეცვლილმა მიდგომამ, საცხოვრებელი კორპუსების მასშტაბურმა მშენებლობამ მნიშვნელოვანი ცვლილებები გამოიწვია. ის მხოლოდ პარტიის XX სხდომის ჩატარებას და რეაბილიტაციის პერიოდებს არ გულისხმობდა. საბჭოთა ადამიანის ყოველდღიური ყოფაც იცვლებოდა. „სტალინისტები“ და „ხრუშჩოვები“ სულ სხვა რამაა. შესაბამისად, სულ სხვა ავეჯი გახდა საჭირო. ქიმიური ინდუსტრიაც უფრო აქტიურად განვითარდა. სხვა მასალის წარმოება დაიწყეს, რომელმაც ყოველდღიურობაში მნიშვნელოვანი ადგილი დაიმკვიდრა.

2. რაც შეეხება სახლში ფეხსაცმლის ჩაცმას

ის, რომ სტალინის დროს ხალხი სახლში ფეხსაცმლით დადიოდა, დადასტურებული ისტორიული ფაქტია. ფეხსაცმლის გახდა მხოლოდ ხრუშჩოვის მმართველობის ბოლო წლებში და ბრეჟნევის მმართველობაში მოსვლის პირველ წლებში დაიწყეს. ამას თავისი მიზეზი ჰქონდა.

გასული საუკუნის 40-50-იან წლებში საბჭოთა კავშირში ბევრ რეზინის კალოშს ამზადებდნენ. მას სხვადასხვა მოდელი და ფასონი ჰქონდა. საქმე იმაშია, რომ მაშინ კალოშს პრაქტიკულად ყოველთვის სხვა ფეხსაცმელზე იცვამდნენ, მაგალითად, ფეხსაცმელზე, ჩექმაზე. როცა სადმე სტუმრად მიდიოდენ, კალოშს შემოსასვლელში ტოვებდნენ, ხოლო ოთახში სუფთა ფეხსაცმლით შედიოდნენ.

დროთა განმავლობაში ყველაფერი შეიცვალა და მათ შორის ფეხსაცმლის დამზადების მეთოდიც. იგივე ჩექმებს უფრო გამძლე, საიმედო ძირებისგან კერავდნენ, რომელიც წყალთან შეხებისას არ სველდებოდა. თანდათან კალოშზე მოთხოვნა შემცირდა, მაგრამ ქვეყანა განვითარდა, მშენებლობა მიდიოდა, ქუჩიდან შემოსული ჭუჭყი და მტვერი არსად გაქრა. რა თქმა უნდა, არავის სურდა, რომ სტუმრებს ბინძური ფეხსაცმლით სუფთა იატაკი დაესვარათ, კალოშს ხომ არავინ იცვამდა.

ამასთან დაკავშირებით, ქუჩიდან მოსული ხალხი ფეხსაცმელს შემოსასვლელში ტოვებდნენ, ბინაში კი პირდაპირ წინდებით ან ოთახის ჩუსტებით შედიოდნენ. ამ შემთხვევაში მოქალაქეების ყოფაა აღწერილი, რადგან სოფელში ცხოვრების წესი ქალაქისგან ძლიერ განსხვავდება. სოფელს ყოველთვის თავისი წესები და კანონები ჰქონდა.