
ახლა თითოეული მეაგარაკე ყელამდე საქმეშია და მალე კენკრის აღების სეზონი დადგება! მოცხარის და ჟოლოს მოკრეფა რთული არაა, მაგრამ საქმე მონოტონურია და ყურადღებას მოითხოვს, ამიტომ გვბეზრდება. ალბათ, არაერთხელ დაფიქრებულხართ, როგორ მოკრიფოთ კენკრა სწრაფად.
დღეს Novate გთავაზობთ მოწყობილობას, რომელიც რამდენიმე წლის წინ საზრიანმა მეზობლებმა მოიფიქრეს. ის ნებისმიერ პროცესს ამარტივებს. თან იდეა ძალიან მარტივია და ამის გაკეთებას დიდი ხნის წინ უნდა მიმხდარიყავით. გიამბობთ, როგორ შეაგროვოთ კენკრა მოცხარის ბუჩქიდან სწრაფად.
როგორ მოვკრიფოთ კენკრა სწრაფად და კომფორტულად
დაგჭირდებათ:
- ბოთლი
- საკანცელარიო დანა
- სანთებელა
მოქმედება:
1. მოწყობილობის ასაგებად დაგჭირდებათ ხუთლიტრიანი პლასტმასის ბოთლი. უფრო დიდი ან პატარა არ გამოგადგებათ. დარწმუნებული ვარ, ასეთ ბოთლს სახლში იპოვით.
2. მარკერით ადგილები მონიშნეთ: დიდი წრე ბოთლის გვერდის ცენტრში.
3. ახლა ეს წრე საკანცელარიო დანით ფრთხილად ამოჭერით. შეამოწმეთ, ამ ნახვრეტში ხელი თუ გეტევათ.
4. ახლა მარკერით ზემოთ მონიშნეთ ისე, როგორც სურათზეა ნაჩვენები.
5. ბოთლის თავი საკანცელარიო დანით გადაჭერით.
6. სანთებელა ან სანთურა აიღეთ და გადანაჭერის კიდეები დაამუშავეთ. ეს საჭიროა, რომ კენკრის აკრეფისას ხელი არ გაიჭრათ.
ახლა საქმეს შეუდექით. ნახვრეტში ხელი შეყავით და ბუჩქიდან ბუჩქამდე დაამუშავეთ.
გადაჭრილი ბოთლი დროის დაზოგვაში დაგეხმარებათ. მოწყვეტილი კენკრა ბოთლში მოხვდება. როცა ბოთლი გაივსება, უბრალოდ ვედროში გადაყარეთ. მარტივია? თან როგორ! თქვენ რომელ მეთოდებს იყენებთ კენკრის მოსავლის სწრაფად ასაღებად?