
როგორ ფიქრობთ, აქვს თუ არა ბავშვს რაიმე უფლება მშობლების საცხოვრებელ ფართზე და უნდა დატოვოს თუ არა მშობლების სახლი სრულწლოვნების მიღწევის შემდეგ?
კოტე თვლის, რომ თითოეულს უფლება აქვს მშობლებში სახლში იცხოვროს მანამ, სანამ ცხოვრებაში ცვლილებებს არ მოისურვებს და ასაკს მნიშვნელობა არ აქვს. Novate კოტეს ისტორიას გიზიარებთ და ვიმედოვნებთ, გავიგებთ, თქვენ რას ფიქრობთ ამ საკითხზე!
უფლება საცხოვრებელ ფართზე
„გულწრფელად არ მესმის, საიდან მოდის მშობლების სახლზე ხელშეუხებლობის კულტი. მაგალითად, ჩემს მშობლებს სამოთახიანი ბინა მხოლოდ იმიტომ შეხვდათ, რომ მე და ჩემი ძმა გავჩნდით. შვილები რომ არ ყოლოდათ, დღემდე ვიწრო ერთოთახიანში იცხოვრებდნენ.
თვლიან, რომ მართალი არ ვარ და ცდილობენ, რომ უფასო პურზე გამიყვანონ. როგორც თქვეს, უკვე 30 წლის ვარ, დროა საკუთარი კუთხისთვის ფული ვიშოვო. და არაფერია, თუ ეს კუთხე უკვე მაქვს? მათ ხომ მთავრობამ ასეთი სოლიდური საცხოვრებელი ბინა გამოუყო იმ გათვლით, რომ მე და ჩემი ძმაც აქ ვიცხოვრებდით.
დედას ყოველთვის ჩემი ძმის, ნიკოლოზის მაგალითი მოყავს, რომელიც ჯერ კიდევ 24 წლის ასაკში ნაქირავებ ბინაში გადავიდა. ვთვლი, რომ ბინის ქირაზე ფულის გადახდა სისულელეა, როცა საკუთარი კვადრატული მეტრი გაქვს, თუნდაც მამინაცვლის სახლში.
როგორ მოვიქცე?
არაერთხელ შევთავაზე, რომ სამოთახიანი ბინა ორ პატარა ბინაში გადაეცვალათ. თუ მას და მამას ხელს ვუშლი, ასე პრობლემას მოვაგვარებდი. ისინი გაჯიქდნენ. ამბობენ, “ამ ბინისთვის მთელი ახალგაზრდობა დახარჯეს, დღე და ღამე შრომობდნენ. რა გაცვლაზეა საუბარი. ჩვენ აღარ ვიქნებით და შენ და შენი ძმა ისე მოიქეცით, როგორც გსურთ. მანამდე კი, აქ ვიცხოვრებთ.”
ძმაც მხარს არ მიჭერს. ამბობს, რომ მშობლების სახლი წმინდაა და მისი ხელყოფა არ შეიძლება.
რა თქმა უნდა, ის ხომ იღბლიანია. კარგი სამსახური იშოვა და ახლა ცალკე მშვიდად ცხოვრობს და უკმაყოფილებას გამოთქვამს. მე ხომ უბრალო დაცვის თანამშრომელი ვარ, ციდან ვარსკვლავებს ვერ ვწყვეტ. სად წავიდე ჩემი ხელფასით? საკვებ პროდუქტებზეც არ მყოფნის.
გოგოდ რომ დავბადებულიყავი, არავინ სიტყვას არ მეტყოდა. თუნდაც 20, 30 ან 40 წლის ვყოფილიყავი. იჯექი სახლში და დაელოდე, სანამ ხელს არ გთხოვენ. მანამდე კი არაფერზე ინერვიულო. განა სამართლიანია?
რას ფიქრობთ ამ საკითხზე? მშობლები კოტეს მიმართ ნამდვილად უსამართლოდ იქცევიან თუ სჯობს ოჯახის რჩევას მოუსმინოს და უფრო თვითკმარი გახდეს? გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრება.