რომელი საოჯახო საქმეები შეგიძლიათ დაივიწყოთ კვირაობით და მაინც კარგი დიასახლისი იყოთ

სახლის დალაგების პროცესში ერთ საქმეს მეორე მოსდევს. მაგალითად, ჭურჭლის რეცხვას ინერციით მაცივრის, სამზარეულოს ავეჯის და გაზქურის გაწმენდა მოყვება. სახლში საქმეები არ მთავრდება. ზოგი ამისთვის ერთ დღეს, შაბათს ყოფს და მთელ დღეს ბინის დალაგებას, ტანსაცმლის გარეცხვა–დაუთოებას უნდება. ამას ემატება ყოველდღე ავეჯიდან მტვრის გადაწმენდა, იატაკის მოხვეტა–მოწმენდა და ჭურჭლის გარეცხვა. შემდეგ დაღლილი ქალი სარკეში იყურება და კითხულობს: როდემდე? ნუთუ მთელი ცხოვრება ძვირფას წუთებს სახლის დალაგებას შევწირავ?!“

ზოგ ქალს მთელი სამსართულიანი სახლის დალაგება უწევს. მათ შვილები (ზოგს შინაური ცხოველებიც) ჰყავს, რომლებიც საქმეს მხოლოდ ამატებენ და მტანჯველი ლაგება არასდროს მთავრდება. დღეს Novate გიამბობთ, თუ რომელი საქმე შეგიძლიათ მთელი კვირა დაივიწყოთ და მაინც კარგი დიასახლისი დარჩეთ.

დაუთოება

ზოგიერთი ნივთი გარეცხვის და ოდნავ შემშრალების შემდეგ იმწამსვე უნდა დააუთოვოთ. მაგალითად, პერანგი. სრულად მშრალ პერანგზე ნაკეცების მოშორება გაგიჭირდებათ და დაუთოება გაჭიანურდება. ზოგიერთი ნივთის დაუთოებას აზრი არ აქვს. მაგალითად, თეთრეული, რომელიც ძილში მაინც ნაოჭდება. თუ უნაკეცო თეთრეულის მიღება გსურთ, გარეცხვის შემდეგ დაფერთხეთ, გაშალეთ და გაკიდეთ. ასევე ფარდის დაუთოებას აზრი არ აქვს. დაუთოების გარეშეც შეგიძლიათ დაკიდოთ. ორივე შემთხვევაში ერთნაირ შედეგს მიიღებთ.

მტვრის მოშორება

მტვერი ავეჯსა და სხვადასხვა ზედაპირზე ყოველდღე ჩნდება. და მაინც, მშრალი ჩვრით გადაწმენდა კარგი გადაწყვეტილება არაა. გირჩევთ, კვირაში ერთხელ სველი წმენდა გამოიყენოთ. ასე დალაგება გამარტივდება და უკეთეს შედეგს მიიღებთ. მშრალი ჩვრით გადაწმენდისას მტვერი ჰაერში ხვდება და მათ ვსუნთქავთ, რაც ჯანმრთელობისთვის საზიანოა. ხის იატაკები მტვერსასრუტით გაწმინდეთ. ყოველდღე სველი ჩვრით გაპრიალება საჭირო არაა. სველი წმენდა იშვიათად გამოიყენეთ, რომ ზედაპირი არ დააზიანოთ. სველი ჩვრით წიგნების გადაწმენდა რეკომენდებული არაა, ასე დააზიანებთ.

სანტექნიკა

სამზარეულოს ნიჟარას ყოველდღე, უფრო ზუსტად ყოველი ჭურჭლის გარეცხვის შემდეგ გაწმენდა სჭირდება. მასში უფრო მეტი ბაქტერია გროვდება, ვიდრე უნიტაზში. რაც შეეხება სააბაზანოს, სანტექნიკა შეგიძლიათ კვირაში ერთხელ გაწმინდოთ, თუ მასზე ლაქებს ან ჭუჭყს ვერ ამჩნევთ. ქლორიანი საწმენდი საშუალებები ხშირად არ გამოიყენოთ, რადგან შეიძლება ალერგიული რეაქცია გამოიწვიოს და სასუნთქ გზებზე ნეგატიური გავლენა მოახდინოს. ყოველთვის გამოიყენეთ ხელთათმანები და ნიღაბი ქიმიური საშუალებების გამოყენების დროს. დალაგების შემდეგ ხელები დაიბანეთ.

ღუმელის გაწმენდა

ღუმელი მაქსიმუმ თვეში ერთხელ გაწმინდეთ. ქიმიური საშუალებების მოშორება რთულია. ხოლო თუ კარგად ვერ მოაშორებთ საკვებში, აქედან ჩვენს ორგანიზმში მოხვდება. თან ხშირი რეცხვა ღუმელს აზიანებს და მსახურების ვადას ამცირებს.

სარკე სააბაზანოში

ყოველდღე სარკეზე შხეფები და კბილის პასტის ლაქები ხვდება. თუმცა ყოველდღე მინის საწმენდი საშუალებით გაწმენდა აუცილებელი არაა. უბრალოდ წერტილოვნად სიბინძურე მოაშორეთ. მინის საწმენდი საშუალების ხშირი გამოყენება სარკეს აზიანებს.

მაცივარი

მაცივარი შეგიძლიათ 3 კვირაში ერთხელ გარეცხოთ. თუ მაცივარში სისუფთავის დიდი ხნით შენარჩუნება გსურთ, ჰერმენტული ჭურჭელი შეარჩიეთ. თუ წებოვანი ლაქა ან მკვეთრი სუნი არაა, მაცივრის გაწმენდა ტყუილად დროს წაგართმევთ. კედელზე მცირე ლაქები შეგიძლიათ დაუყონებლივ მოაშოროთ, თუ პერფექციონისტი ხართ.

ჭუჭყიანი ტაფა

ტაფა საჭმლის მომზადების შემდეგ დაუყონებლივ უნდა გარეცხოთ, სანამ საჭმლის ნარჩენები მიახმა, ან წყალში ჩაალბეთ და მთელი დღე გააჩერეთ. თუ იმწამსვე გარეცხვას შეუდგებით, შეიძლება მისი ანტიმიწვის საფარი დააზიანოთ.

ხალიჩები

შინაური ცხოველის ყოლისას ხალიჩის ქონა საუკეთესო გადაწყვეტილება არაა. კატებს და ძაღლებს რბილ ხალიჩაზე წოლა და მასზე ბეწვის დაცვენა ძალიან უყვართ. თუ ბეწვის მთლიანად მოშორება გსურთ სველი რეზინის ხელთათმანები დაგეხმარებათ.

სახლის დალაგება შეიძლება იყოს დამღლელი საქმიანობა ან მედიტაცია. ზოგს საოჯახო საქმეების შესრულება საერთოდ არ შეუძლია, ამის გამო მშფოთვარე ხდება. რუტინიდან თავის გადართვა რთულია, თუმცა გირჩევთ სახლის დალაგების ნაცვლად გარეთ, ბუნებაში სუფთა ჰაერზე გახვიდეთ და სახლში არ დაკონსერვდეთ.