როგორ მოვიშოროთ ბლოკირება ნიჟარაში სიფონის მოხსნის გარეშე

პრაქტიკულად, ყველასთვის ცნობილია ბლოკირება, რომელიც სამზარეულოს ან სააბაზანოს მილში წყლის გადინებას ხელს უშლის. ფაქტი სასიამოვნო არაა, ხოლო თანამდეროვე სანტექნიკაში დგუშს ყოველთვის ვერ გამოიყენებთ. პრობლემის გადაჭრას ინსტრუმენტის გარეშეც შეძლებთ. ეს საკმაოდ მარტივია და Novate გასწავლით, როგორ გააკეთოთ.

1. პრობლემა და მოგვარების ტრადიციული მეთოდი

უმეტეს შემთხვევაში, დგუში საჭირო ზეწოლას ვერ ახდენს, რომ ბლოკირება გააქროს და მილი გაწმინდოს. საქმე იმაშია, რომ არსებობს სპეციალური წყალსაშვები ხვრელი, რომელიც რეზერვუარს გადავსების უფლებას არ აძლევს, ანუ მისი გავლით მთელი წნევა ქრება.

ტრადიციულად, ამ შემთხვევაში სიფონს ხსნიან. ამის გაკეთება მარტივია, ოღონდ 50% შემთხვევაში. ძალიან ხშირად ასეთი კონსტრუქცია ფილების, ყუთის ან ეკრანის დეკორატიული ელემენტების მიღმა იმალება. ზოგჯერ მიუწვდომელ ადგილას მდებარეობს. თან ბევრს სიფონთან საქმის დაჭერა არ სურს.

2. მარტივი მეთოდი გაჭედილი მილის გასაწმენდად

თუ წყალი მილში კარგად არ გადის, შესაბამისი ზომები უნდა მიიღოთ, მაგრამ კარდინალური მოქმედების, ანუ სიფონის მოხსნის გარეშე. დაგჭირდებათ 2,5-4 კვ.მმ–ზე გათვლილი 20-30 სმ სიგრძის მოქნილი, მრავალძარღვიანი სადენი. ერთი ბოლოდან 1 სმ იზოლაცია მოაშორეთ. გაშიშვლებული მავთულები ქვემოთ გადაკეცეთ და თანაბრად გადაანაწილეთ (რაღაც სოკოს ქუდის მსგავსი გამოვა).

ინსტრუმენტი გამოსაყენებლად მზადაა. უცნაური სადენი სანიაღვრე მილში ჩადეთ და რამდენჯერმე ზემოთ–ქვემოთ მოძრაობა შეასრულეთ. იდეალურია, თუ ერთ მხარეს რამდენჯერმე დაატრიალეთ, შემდეგ მეორე მხარეს. მთელი ჭუჭყი სიფონიდან სწრაფად გამოვა. კედლებიდან დაგროვებული ჭუჭყი კანალიზაციაში მოხვდება. როგორც წესი, პროცედურის სამჯერ გამეორების შემდეგ პრობლემა სრულად ქრება.