როგორ მოვიშოროთ ბლოკირება ნიჟარის სანიაღვრე მილში

სააბაზანოსა და სამზარეულოში სანიაღვრე მილები ხშირად იჭედება. თანამედროვე კონსტრუქციებში დგუშს ვერ გამოიყენებთ. მილის გასაწმენდად სიფონის მოხსნა მოგიწევთ, თუმცა ზოგჯერ სიფონი რთულად მისაწვდომ ადგილზეა და პროცესი ჭინაურდება. Novate მარტივ ხრიკს გასწავლით, რომლის დახმარებით გაჭედილ მილს სწრაფად გაწმენდთ.

თუ სახლში გრძელთმიანი ადამიანი ცხოვრობს, მის თმას ყველგან იპოვით, მილიც გამონაკლისი არაა. თუ საღამოს გაჭედილი მილის გაწმენდაში დროის დახარჯვა არ გსურთ, მარტივი გადაწყვეტილება დაგეხმარებათ. აი, რა უნდა გააკეთოთ.

გაჭედილი მილის ბლოკირების სწრაფად მოხსნა

პირველ რიგში, საჭირო მასალა მოიმარაგეთ. დაგჭირდებათ 2,5-4 მმ²–ზე გათვლილი მოქნილი სადენი, შიგნით ბევრი სპირალით. 20-30 სმ სიგრძის სადენი გადაჭერით.

გადაჭრილი სადენის ერთ ბოლოს მაქსიმუმ 1 სმ სიგრძეზე იზოლაცია მოაშორეთ.

ახლა ყველა სპირალი ქვემოთ გადაკეცეთ და სადენის გარშემო თანაბრად გადაანაწილეთ.

მიღებული საშუალება მილში ჩადეთ. ნაგვის შესაგროვებლად, რომელიც წყლის გადინებას ხელს უშლის, მილში ჩადებული სადენი რამდენჯერმე დაატრიალეთ. შემდეგ უფრო ღრმად ჩაუშვით და ზემოთ ამოქაჩეთ. მანიპულაცია რამდენჯერმე გაიმეორეთ.

ამ მეთოდით ბევრი თმის და ცხიმის ამოღებას შეძლებთ. თუ მილი ძალიან გაჭედილია და მეთოდი ეფექტური ვერ აღმოჩნდა, ასე მილის კედლებს ჭუჭყს მაინც მოაშორებთ.

ასეთი მარტივი ხელნაკეთი მოწყობილობა ყოველი დაბანის დროს გამოიყენეთ და პერიოდულად სამზარეულოში, ნიჟარის სანიაღვრე მილიც გაწმინდეთ. მალე მილის გაჭედვა დაგავიწყდებათ.