რა დავუმატოთ ცემენტს აუცილებლად, რომ უფრო გაძლიერდეს

დღესდღეობით სხვადასხვა დანამატები არსებობს, რომელიც ცემენტის ხსნარს აუმჯობესებს და აძლიერებს. ამ დანამატების შეძენა ჯიბეს სერიოზულად უტევს, ამიტომ ბევრი მეაგარაკე და სახლის მფლობელი იძულებულია „ხალხურ“ მეთოდებს მიმართოს. პრაქტიკაში, ხალხური მეთოდები მაღაზიაში შეძენილ დანამატებს არაფრით ჩამოუვარდება. Novate გასწავლით, რა დაუმატოთ ცემენტის ხსნარს, რომ უფრო ძლიერი გახდეს.

ცემენტის ხსნარში დასამატებლად შეძენილი პლასტიფიკატორის გონივრული ალტერნატივაა ძველი, კეთილი წებო პბა. ნარევის ხარისხის გასაუმჯობესებლად ცემენტში ჯერ საბჭოთა კავშირის დროს იყენებდნენ. „ხალხური“ პლასტიფიკატორის დამატება ხსნარის ხარისხს მნიშვნელოვნად აუმჯობესებს. პირველ რიგში, წებო პბა ცემენტის პლასტიურობას ზრდის, რის ხარჯზე დიდი დამწოლი დატვირთვის და გაბურღვის გაძლება შეუძლია, ამით ბზარების გაჩენის ალბათობა მცირდება.

შედეგად, წებო პბა ბეტონის კონსტრუქციის მსახურების ვადას ზრდის, ადჰეზიას აუმჯობესებს, კონსტრუქციის საიმედოობას ზრდის, ცემენტით მუშაობას ამარტივებს, ზედაპირს ზედმეტი დატვირთვისას დეფორმაციისგან იცავს, ხსნარის ცვეთგამძლეობას ზრდის. წებო შეგიძლიათ თაბაშირის ხსნარსაც დაუმატოთ. ასეთი ნარევი სხვადასხვა ზედაპირზე კარგად გაჩერდება, იქნება ეს აგური, ბეტონი თუ სხვა რამ.

ცემენტის ნარევში ძალიან ბევრი წებოს დამატება არ შეიძლება. საერთო მაქსიმალური მაჩვენებელი 20%–ს არ უნდა აჭარბებდეს ან წებო–ცემენტის თანაფართობა უნდა იყოს: 1:5. ასეთი მაღალი პროპორცია მხოლოდ ფილებთან მუშაობისას გამოგადგებათ. ცემენტის დაგებისას წებოს შემცველობა 5-12% უნდა იყოს. ოპტიმალური გადაწყვეტილება: 200 გრ წებო პბა პლასტიფიკატორის ნაცვლად 10 ლ ბეტონის ნარევზე. თუ ცემენტის საფუძველზე თაბაშირის ნარევი მზადდება, 10 ლ ნარევზე მაქსიმუმ 70 გრ წებო გამოიყენეთ.