როგორ მოვიშოროთ სარეველები, რომლებიც ბილიკზე ფილებს შორის ამოდის

ყოველ გაზაფხულსა და ზაფხულს აგარაკის მფლობელები, რომელთაც ქვით ან ფილებით მოპირკეთებული ლამაზი ბილიკები აქვთ, ერთ პრობლემას აწყდებიან. საქმე სარეველებს ეხება, რომელიც ისევ და ისევ ფილებს შორის ამოდის. ამ შემთხვევაში, ბევრის აზრით, მხოლოდ ამოთხრა თუ გვიშველის. სინამდვილეში ასე არაა. Novate გასწავლით, როგორ მოიშოროთ ბილიკზე ამოსული სარეველები.

დაგჭირდებათ: მარილი, წყალი, პულვერიზატორი, სამლიტრიანი ქილა, რამდენიმე ხელი, ცოტა მოთმინება.

ლეგენდის მიხედვით, რა გააკეთეს რომაელებმა, როგორ გაძარცვეს და გადაწვეს კართაგენის (თანამედროვე ტუნისი) ქალაქი? სწორია, მთლიანად მარილით დაფარეს, რომ არაფერი გაზრდილიყო და საძულველ ფინიკიელებს თავი აღარ აეწიათ და ამ რეგიონში რომაელთა მმართველობა არ გაეპროტესტებინათ. ლეგენდა ლეგენდაა, მაგრამ მარილი ნამდვილად ეფექტური საშუალებაა ნებისმიერ მცენარესთან საბრძოლველად.

აგარაკზე ფილების სისუფთავის დაცვა ისეთი მასშტაბური არაა, როგორც ხმელთაშუა ზღვის ვაჭრობასთან ბრძოლა, თუმცა აგარაკის კონტექსტში არანაკლებ მნიშვნელოვანი ამოცანაა. სწორედ ამიტომ, რომაული მეთოდით თამამად შეიარაღდით. მართალია, მარილის პირდაპირ ფილებზე დაყრა მასალის გაფლანგვაა.

გირჩევთ, სამლიტრიანი ქილა აიღოთ და ¼ მოცულობა მარილით გაავსოთ. ცოტა მეტი მარილის ჩაყრა შეგიძლიათ. იმდენი კალიუმი უნდა აიღოთ, რომ წყლის დამატების შემდეგ ბოლომდე არ გაიხსნას და ქილის ძირში დაილექოს. მარილს თბილი წყალი დაასხით, შემდეგ კარგად აურიეთ. მიღებული ნარევი პულვერიზატორში გადაასხით, შემდეგ ბილიკები დანამეთ.

მარილხსნარი გამოიყენეთ მაშინ, როცა წვიმა მოსალოდნელი არაა, როგორც მინიმუმ, პროცედურიდან 3 საათის განმავლობაში. ფილებს ან ქვებს შორის დამუშავებული მცენარე დაიღუპება. ბოლოს, ცოტა შრომა და მკვდარი მცენარის ხელით მოშორება მოგიწევთ. ამის შემდეგ სარეველებს მინიმუმ 1 სეზონი დაივიწყებთ.