
ბევრ ადამიანს, როცა კერძო სახლის მშენებლობას გეგმავს, სურს, რომ მთლიანი ფართობი დიდი და ფუნქციონალური იყოს. რა თქმა უნდა, თუ საკმარისი თანხა გაქვთ, შეგიძლიათ გააკეთოთ ნებისმიერი რამ, რაც გსურთ, და არ დაფიქრდეთ, რამდენად დაგჭირდებათ ეს ოთახები. თუ თანხის დაზოგვა გჭირდებათ, ზოგიერთ ოთახზე შეგიძლიათ უარი თქვათ. ეს ცხოვრების ხარისხზე გავლენას არ მოახდენს. Novate გამოყოფს 5 ოთახს, რომლის არსებობა ქალაქგარეთ სახლში აუცილებელი არაა.
1. ლოჯია და აივანი
თუ სახლს სტანდარტულ დასახლებაში აშენებთ, სადაც მეზობლის ეზო ახლოსაა და დასათვალიერებელი არაფერია, ჩნდება კითხვა, ასეთი აუცილებელია აივნის ქონა? ძირითადად, ასეთ სიტუაციაში აივანს არ იყენებენ და უფრო ერთგვარი აქსესუარი, შენობის დეკორია. სწორედ ამიტომ, აივანზე შეგიძლიათ უარი თქვათ და საკმაოდ დიდი თანხა დაზოგოთ.
2. მიწისქვეშა ავტოფარეხი
როგორც ასეთი, მიწისქვეშა ავტოფარეხის იდეა ცუდი არაა, ოღონდ იმ პირობით, თუ სახლი თბილ კლიმატურ პირობებში შენდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, დათბუნვა და მაღალი ტენიანობისგან იზოლაცია დაგჭირდებათ. თან ამ ტიპის მშრალი ავტოფარეხის მშენებლობა ყველგან შესაძლებელი არაა. ხარჯები შთამბეჭდავია და არც ისე გამართლებული, რადგან ავტომობილი შეგიძლიათ უბრალოდ ეზოში ამ მის მახლობლად გააჩეროთ.
3. მანსარდა
თუ სახლს თქვენს მუდმივ საცხოვრებლად აშენებთ, ასეთი გადაწყვეტილება გამართლებულია. თუ ეს აგარაკია, სადაც მეპატრონეები დროდადრო ჩასვლას აპირებენ, ასეთი სართული აუცილებელი არაა, რადგან მას ხშირად არ გამოიყენებენ, ხოლო დალაგება მუდმივად მოგიწევთ. ფუნქციონალური თვალსაზრისით სახლის მფლობელი მანსარდის არ არსებობას ვერ შეამჩნევს და ფულსაც კარგად დაზოგავს.
4. სასტუმრო ოთახი
როგორც პრაქტიკა აჩვენებს, ამ ოთახს სინამდვილეში ძალიან იშვითად იყენებენ. ოთახი სტუმრების მისაღებად არის ჩაფიქრებული, თუმცა სტუმრები იშვიათად მოდიან და ჩვენს დროში თითქმის ნებისმიერ ოთახში იღებენ. ხშირად სტუმრებს სამზარეულოში ვიღებთ და ეს ყველას აწყობს.
5. სასადილო
ოთახი იმ სახით, როგორიც უნდა იყოს, იშვიათად გვხდება. ჩვეულებრივ, რამდენიმე საუკუნის წინ აშენებულ სასახლეებს ან დიდ, ძვირადღირებულ სახლებს აქვს. თქვენ შეგიძლიათ სამზარეულოს უფრო დიდი ფართობი დაუთმოთ და მასში სასადილოდ ყველა პირობა შექმნათ.