8 წესი მათთვის, ვისაც სურს, მაგრამ პატარა ბინაში შავი ფერის გამოყენების ეშინია

სტერეოტიპი არსებობს, რომ პატარა ბინაში შავი ფერი მიუღებელია. ნამდვილად, მას არ აქვს ისეთი სასარგებლო თვისებები, როგორც ღია ჩრდილებს, მაგრამ შავი ფერი ხიბლით, დრამატულობით და სიღრმით გამოირჩევა, რომელიც ზოგიერთ ბინას აკლია. Novate გიამბობთ, როგორ გამოიყენოთ ეს ფერი სწორად, რომ ნებისმიერი სივრცე მდიდრულად გამოიყურებოდეს.

რჩევა 1: კარგი განათება დააყენეთ

მუქი ჩრდილები მკაცრად და პირქუშად გამოიყურება, თუ ოთახში საკმარისი განათება არაა. ამ პრობლემის გაქრობისას შავი ფერი პატარა ხრუშჩოვის და ფართო ბინაშიც შესანიშნავად ჯდება. კარგია, თუ დილით ოთახი მზის სინათლით ივსება – ბუნებრივი განათება მუქი ფერის ინტერიერს მხოლოდ წაადგება. თუ ფანჯარა ჩრდილოეთ მხარეს გადის, ძლიერ განათებაზე იზრუნეთ. მხოლოდ ერთი ჭაღით არ შემოიფარგლოთ – ოთახის თითოეული ზონა ინდივიდუალური განათებით უზრუნველყავით: ტორშერი, მაგიდის ნათურა, ბრა და ა.შ.

რჩევა 2: შავი დეტალებში გამოიყენეთ

შავი ძალიან აქტიური ფერია, ამიტომ დიდი რაოდენობით არ გამოიყენოთ. შავი სკამის, დივნის, ფარდის და ბალიშების დახმარებით ინტერიერს სიმკვეთრეს და დინამიურობას შემატებთ. გამოიყენეთ ნებისმიერი ნივთი, რომელიც ყურადღებას იზიდავს. თუ შიშობთ, რომ ოთახი ძალიან მოსაწყენი გახდება, შავს შეუხამეთ თეთრი, კრემისფერი ან ნაცრისფერი – ასეთი ფერები შავის სიბნელეს ამცირებენ. თუ ნაცრისფერ ჩრდილზე შეჩერდებით, ფრთხილად გამოიყენეთ. ცუდად განათებულ ოთახში არ გამოიყენოთ, რადგან სიღრმის ნაცვლად პირქუშ ინტერიერს მიიღებთ.

რჩევა 3: სხვა აქტიური ფერი დაუმატეთ

შავს საინტერესო თვისება აქვს: მის ფონზე სხვა ფერი უფრო კაშკაშა და ღრმა ჩანს. მოდური და მკვეთრი ინტერიერის გასაფორმებლად გამოიყენეთ. როგორ? უბრალოდ ოთახში აქტიური ფერები, როგორიცაა მწვანე, ყვითელი, ვარდისფერი გამოიყენეთ. ისინი ორ ამოცანას ასრულებენ: პირველ რიგში, მძიმე და პირქუშ შავს აბალანსებენ, მეორეც, სივრცეს აუცილებელ დინამიკას მატებენ.

თუ ეჭვობთ, სად და როგორ დაამატოთ მდიდარი ჩრდილი, დაიმახსოვრეთ: მკაფიო წესები არ არსებობს. ეს დიზაინერის მიერ ფერების აღქმის უნარსა და ინტერიერის აქტუალობაზეა დამოკიდებული. მარტივი გადაწყვეტილება: შავი ფერი ბაზურად გამოიყენეთ, ხოლო ფერადი – დეკორისა და ტექსტილისთვის. ვიმეორებთ, ეს აუცილებელი არაა. მთავარია, რომ ჩრდილი გონივრულად და არჩეული სტილის და ამოცანის შესაბამისად გამოიყენოთ. სწორედ ამიტომ, ექსპერიმენტების არ შეგეშინდეთ.

რჩევა 4: შავი ჭერი ან იატაკი გააკეთეთ

ბევრმა არ იცის, მაგრამ შავი იატაკი და თეთრი ჭერი საკმაოდ ხშირად გვხდება. ეს ინტერიერში  ერთგვარი კლასიკური ვარიანტია. საქმე არა მხოლოდ დიდ, არამედ პატარა ბინას ეხება. სწორედ ამიტომ, არ შეცდებით, თუ ამ ვარიანტს უპირატესობას მიანიჭებთ. თუ ექსპერიმენტებისთვის მზად ხართ, პირიქით გააკეთეთ – იატაკზე ღია ლინოლეუმი ან ლამინატი დააგეთ, ხოლო ჭერი შავად შეღებეთ. ის სივრცეში გაიშლება და კედლების სიმაღლეს ვიზუალურად გაზრდის. სხვათა შორის, დიზაინერები ასეთ გადაწყვეტილებას ხშირად იყენებენ სააბაზანოში, რომელიც დიდი ზომებით არ გამოირჩევა.

შავ ჭერს სხვა უპირატესობებიც აქვს:

  • ოთახში არსებულ შავ ელემენტებს აკავშირებს და დასრულებულ კომპოზიციას ქმნის.
  • ჭერზე განთავსებულ დეკორს ხაზს უსვამს. მაგალითად, ლამაზი არქიტექტურული დეტალი, დეკორატიული ბათქაში, ბროლის ჭაღი და ა.შ.
  • ვიზუალურ ხმაურს დამალავს. თუ ჭერზე ვენტილაციის მილები გადის, ხოლო სიმაღლე გაჭიმული კონსტრუქციის გაკეთების საშუალებას არ იძლევა, შავად შეღებეთ, რომ ნაკლებად შესამჩნევი გახდეს.
  • ზონას გამოყოფს. თუ ბინაში ღია სივრეა, პრიალა ან გლუვი შავი ჭერი მისაღებს, სამზარეულოს და კაბინეტს ვიზუალურად გამოყოფს და სხვადასხვა ტიხრები არ დაგჭირდებათ.

რჩევა 5: ლაკონურ ინტერიერს უპირატესობა მიანიჭეთ

ინტერიერი, რომელშიც აქტიური ფერები გამოიყენება, მაქსიმალურად ლაკონური უნდა იყოს. ფიგურული ფეხები, პრეტენზიული ავეჯი, ამოკვეთილი ან ნაჭედი დეტალები, რთული ხაზები – აქ, ეს ყველაფერი ზედმეტია. ოთახის საუკეთესო აქსესუარი ფერია, ამიტომ არ შემოიტანოთ ელემენტები, რომლებიც „გადასაფარებელს თავისკენ წაიღებს“. აირჩიეთ ავეჯი მინიმალისტური სახელურებით ან საერთოდ მის გარეშე. შენახვის სისტემებზე აუცილებლად დაფიქრდით – მათში ყველა ნივთი შეინახეთ, ხოლო რამდენიმე თარო ღია დატოვეთ: მათზე შეგიძლიათ ყველა საჭირო ნივთი მოათავსოთ და აქცენტურ დეტალად გამოიყენოთ.

რჩევა 6: სწორი სტილი შეარჩიეთ

შავი ფერი ინტერიერს რომ მოერგოს, სწორი სტილი შეარჩიეთ. არტდეკოს ინტერიერში ყველაზე შეზღუდულად გამოიყურება, რადგან თავიდან მიმართულება შავი ოქროსფერთან და ვერცხლისფერთან კომბინაციაში იქმნებოდა. თუ თვლით, რომ ბინა ძალიან პომპეზური გახდება, უპირატესობა მინიმალიზმს მიანიჭეთ. ეცადეთ, რომ სივრცე არ გადატვირთოთ. აშკარა სიმარტივის და ლაკონურობის მიუხედავად, საკმაოდ რთული სტილია აღსაქმელად, ამიტომ შავი ფერი დოზირებულად გამოიყენეთ. კარგი ვარიანტი: მუქი პრიალა ზედაპირი გააკეთეთ. ასეთი ზედაპირები სინათლეს ირეკლავს და ინტერიერს უფრო მსუბუქს და ჰაეროვანს ხდის. მკაფიო ხაზებზე, გრაფიკაზე ფსონი დადეთ, არქიტექტურაზე აქცენტი გააკეთეთ – მინიმალიზმისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

რჩევა 7: შავი და თეთრის კომბინაცია

წაუგებელი კომბინაცია, რომელიც ყოველთვის და ყველგან აქტუალურია. თუმცა ერთი დეტალი არსებობს: შავ–თეთრი ინტერიერი მხოლოდ პერფექციონისტის ბინაში გამოდგება. საქმე იმაშია, რომ მსგავსი გადაწყვეტილება ერთგვარ გრაფიკულობას ქმნის და მისი მხარდაჭერა აუცილებელია. თუ მზად ხართ, ყოველჯერზე ბალიში თავის ადგილს დაუბრუნოთ, ავეჯი ატრიალოთ, ფარდები და ხალიჩა გაასწოროთ, წესრიგს ყურადღება მიაქციოთ, ასეთი ინტერიერი თამამად გამოიყენეთ. თუ ამის დრო არ გაქვთ ან პატარა ბავშვები თავად წყვეტენ, როგორ უნდა გამოიყურებოდეს ოთახი, სჯობს სხვა ვარიანტზე დაფიქრდეთ.

შენიშვნა: ერთადერთი ადგილი, სადაც უმჯობესია შავი ფერი არ გამოიყენოთ ან მხოლოდ მცირე დეტალებში გამოიყენოთ, ეს საბავშვო ოთახია. სხვა ოთახებში სწორი გამოყენების შემთხვევაში შავი ფერი მხოლოდ მისასალმებელია.

რჩევა 8: ოთახის პროპორციები შავი ფერით გაასწორეთ

თუ არასწორი ფორმების მქონე ოთახის „ბედნიერი“ მფლობელი ხართ. მაგალითად, ვიწრო ან წაგრძელებული ოთახი. ამ შემთხვევაში შავი ფერი შენობის პარამეტებს ვიზუალურად შეცვლის. შორეული კედელი შავად შეღებეთ – ვიზუალურად მოაახლოებთ და მართკუთხა ოთახს ვიზუალურად კვადრატულს გახდით. ეს კარგი შედეგია, იმის გათვალისწინებით, რომ კვადრატი იდეალურ ფორმად მიიჩნევა, როცა საქმე ინტერიერის დიზაინს ეხება.