გამოცდილი დურგალი გამოყენებამდე ლურსმნებს მარილწყალში დებს და აი, რატომ

როგორც წესი, გამოყენებამდე ლურსმნებს სპეციალურად ამზადებენ. რამდენიმე ვარიანტი არსებობს. დაჟანგვის თავიდან ასაცილებლად სხვადასხვა ხსნარში აჩერებენ: პარაფინი, ბენზინი, ზეთი. გამძლეობის გასაძლიერებლად აწრთობენ. დამუშავების სხვა ვარიანტი: ლურსმნებს მარილის ხსნარში დებენ. სხვათა შორის, ადრე დურგლები ამ მეთოდს იყენებდნენ. Novate გიამბობთ, რატომ დებენ გამოცდილი დურგლები ლურსმნებს მარილის ხსნარში.

1. რას იძლევა დამუშავების ასეთი მეთოდი

აღმოჩნდა, რომ ხრიკი ეფუძნება ქიმიურ, საკმაოდ რთულ პროცესს, რომელსაც ანოდური დაჟანგვა, იგივე დაანოდება ეწოდება. მარილწყალში მოთავსებულ ლითონზე რეაქცია მიმდინარეობს და მის ზედაპირზე ოქსიდური დამცავი ფირი წარმოიქმნება, რაც კოროზიის განვითარებას ხელს უშლის. სუსტი მარილწყალი ლითონზე სუსტ დაჟანგვას იწვევს და კოროზიულ დაზიანებას აფერხებს. სხვა სიტყვებით, ლითონი იმუნიტეტს იძენს (რაღაც ვაქცინის მსგავსი).

2. რა უპირატესობა აქვს დამუშავების ასეთ მეთოდს

კოროზიისგან დაცვა ერთადერთი უპირატესობა არაა. ლურსმანი მსუბუქი ჟანგის წყალობით, რომელიც ზედაპირს აუხეშებს, ხეში უკეთ იჭედება. შედეგად, თავის ფუნქციას უკეთ ასრულებს და მასალიდან ლურსმნის ამოღება გაცილებით რთულდება. თუ სველ ლურსმანს გამოიყენებთ, უფრო მარტივად ჩააჭედებთ. თავად ხსნარი ორთქლდება და კვალს არ ტოვებს.

3. დამუშავების პროცესი

თავდაპირველად, ხსნარი მოამზადეთ. 2 ს/კ მარილი 1 ლ წყალში გახსენით. გირჩევთ მარილწყალი პლასტმასის ჭურჭელში ჩაასხათ, რომელსაც კოროზია არ ემუქრება. ახლა ხსნარში ლურსმანი ჩაყარეთ და 2 დღე გააჩერეთ. ერთი მომენტი: ხსნარისთვის აუდუღებელი წყალი გამოგადგებათ. დუღილის დროს ჟანგბადი ქრება, ის კი ქიმიური პროცესისთვის აუცილებელია.