უხეში შეცდომები ინტერიერში, რომელთაც თავი უნდა აარიდოთ

როგორი დახვეწილი და კარგი გემოვნებაც არ უნდა გქონდეთ, ბინის ინტერიერის დაგეგმვისას შეიძლება უხეში შეცდომები დაუშვათ. Novate გიზიარებთ ყველაზე გავრცელებულ უხეშ შეცდომებს ინტერიერში, რომელთაც თავი უნდა აარიდოთ.

Novate გირჩევთ, რომ ამ 10 პუნქტს გადახედოთ, თუნდაც ჯერ რემონტი დაგეგმილი არ გქონდეთ. ზოგიერთი მათგანი შესაძლოა თქვენს სტუმრებს დიდი ხანია აღიზიანებთ.

შეცდომა 1: მაგნიტები მაცივარზე

მაცივარზე მაგნიტების დამაგრება ძველი ტრადიციაა. ასე ყველა სტუმარი ხვდება, თუ სად ხართ ნამყოფი. ეს ლამაზი და კარგი გადაწყვეტილებაა, თუ მაცივრის კარს ზედმეტად არ გადატვირთვათ. ასე ინტერიერში არეულობას შეიტანთ.

შეცდომა 2: ჩარჩოში ჩასმული სურათები

ბევრს სურს თბილი მოგონებების შენახვა, მაგრამ არ იცის, როგორ გააფორმოს. ამ შემთხვევაში დიზაინერები გირჩევენ, რომ კედელზე ფოტოკოლაჟი გამოიყენოთ. მზა ჩარჩოებს თავისუფლად შეიძენთ. რაც შეეხება, კომოდებსა და მაგიდებზე ჩამომწკრივებულ სურათებს, პროფესიონალების აზრით, ეს უკვე დრომოჭმულია.

შეცდომა 3: სურათები კედელზე

კარგად შერჩეულ სურათს ინტერიერში თავისი ხიბლი შემოაქვს, მაგრამ დღეს სურათები ავტორების გარეშე ნაკლებად პატივსაცემია. პირველ რიგში, ინდივიდუალიზმი ფასობს! დიზაინერები გირჩევენ, რომ კედელზე რაღაც პირადული (სურათი, პანო, ნაქარგი) დაკიდოთ.

შეცდომა 4: ერთ ფერში შეღებილი კარები

როგორც წესი, ყველა ოთახი ერთ სტილში გაფორმებული არაა. თითოეულში განსხვავებული ფერი, ავეჯი და მასალაა გამოყენებული. სწორედ ამიტომ, გირჩევთ კარის ფერიც განსხვავებულად შეღებოთ. ასე ინტერიერს საინტერესოს გახდით.

შეცდომა 5: დაუმალავი როზეტები

ყველა კუთხეში როზეტების ქონას ისე მივეჩვიეთ, რომ ვეღარც ვამჩნევთ. არადა როგორც კი ახალგარემონტებულ ბინაში აღმოჩნდებით, სადაც როზეტები ლამაზად დამალულია, ამას მყისიერად შეამჩნევთ. ასეთი უბრალო დეტალი საშუალო ხარისხის რემონტს იდეალურისგან განასხვავებს.

შეცდომა 6: სარეცხი საშუალებები

ონკანის ირგვლივ შემოწყობილი ბოთლები, ღრუბლები და ჩვრები ინტერიერს აფუჭებს. შესაძლებლობის მიხედვით ასეთი საშუალებები დამალეთ. შამპუნი, კონდიციონერი და შხაპგელიც არ დაგავიწყდეთ. ასე ოთახი უფრო მოწესრიგებული და სუფთა გამოჩნდება.

შეცდომა 7: პირსახოცი, ჩვარი, სამზარეულოს ხელთათმანი

ასეთი დეტალები ნაკლებად ვინმეს რომ აღელვებდეს. არადა მსგავსი ნივთები მალე ცვდება და თან მტვერს აქტიურად აგროვებს. პროფესიონალები გირჩევენ, რომ პირსახოცი ქაღალდით ჩაანაცვლოთ, სამზარეულოს ხელთათმანი გამოყენების შემდეგ უჯრაში შეინახოთ.

შეცდომა 8: სააბაზანოს ხალიჩა

სააბაზანოს ხალიჩამ უკვე დიდი ხანია აქტუალობა დაკარგა. და მაინც, თუ გსურთ აბაზანიდან გამოსვლისას ცივი ფილების ნაცვლად რბილ ხალიჩას დააბიჯოთ, გამოიყენეთ. გახსოვდეთ, გამოყენების შემდეგ კარგად გააშრეთ და შეინახეთ.

შეცდომა 9: სააბაზანოს ფარდა

ფარდაში ცუდი არაფერია, მაგრამ ის ყოველ 6 თვეში უნდა გამოცვალოთ. ამ წესს კი ყველა არ იცავს. ამასთან ფარდის ფერი სააბაზანოს ინტერიერს უნდა ერგებოდეს და ამოვარდნილი არ უნდა იყოს.

შეცდომა 10: არეულობა შემოსასვლელ დერეფანში

შემოსასვლელი – ადგილი, სადაც სტუმარი პირველად ხვდება და რომელიც ბინაზე პირველ შთაბეჭდილებას ქმნის. სწორედ ამიტომ, შემოსასვლელი ყოველთვის მოვლილი და მოწესრიგებული უნდა იყოს. ამ მიზნით შეგიძლიათ გამოიყენოთ პატარა კომოდი, კარადა ან სპეციალური ორგანაიზერი.