5 მთავარი შეცდომა სამზარეულოს დიზაინში, რომელიც კომფორტს, ესთეტიკას და ყოფას აფუჭებს

სამზარეულო – ადგილი, სადაც ჩვენი ცხოვრების დიდ ნაწილს ვატარებთ. აქ, ხომ ჩვენს საყვარელ შინაურულ კერძებს მივირთმევთ. Novate გიზიარებთ იმ 5 მთავარ შეცდომას, რომელიც სამზარეულოს ნაკლებად სასიამოვნო ადგილად აქცევს.

1. ნატურალური მარმარილოსგან დამზადებული სამუშაო ზედაპირი და იატაკი

გსურთ ძვირადღირებული სამზარეულოს ქონა? კარგი, მაგრამ ნატურალური მარმარილო არ გამოიყენოთ. მთელი თავისი მიმზიდველობის და ძვირადღირებული გარეგნობის მიუხედავად მასალას ფორებიანი სტრუქტურა აქვს: თუ მიკროსკოპის ქვეშ შეხედავთ, სოკოს ქუდს ან ღრუბლის ზედაპირს წააგავს. ჭუჭყი მარმარილოში ღრმად აღწევს და მისი გაწმენდა შეუძლებელია. ხელოვნური ქვის ან გრანიტის სამუშაო ზედაპირის გაწმენდა გაცილებით ადვილია.

2. პრიალა ზედაპირები

პრიალა ზედაპირებზე ყოველთვის თითის ანაბეჭდები რჩება, თუნდაც ხელი სუფთა გქონდეთ. შედეგად, კარადის კარის ხშირად გაწმენდა მოგიწევთ. თუ სახლში ბავშვი ცხოვრობს, ფასადის გაწმენდა კიდევ უფრო ხშირად მოგიწევთ. ნებისმიერი გლუვი სამუშაო ზედაპირიც მოვლას მოითხოვს, მაგრამ მასზე ხელის კვალი ნაკლებად შესამჩნევია. ყოველდღიურად დამლაგებლის ყოლას გვერდს ვერ აუვლით, მაგრამ ამის საშუალება გაქვთ?

3. გვერდიგვერდ მიმდგარი მაცივარი და გაზქურა

პატარა სამზარეულოშიც კი გაზქურა და მაცივარი ერთმანეთს უნდა დააშოროთ. ეს აუცილებელია, რადგან ჩართული გაზქურა მაცივრის კედლებს ახურებს და მას სრულად გაგრილების საშუალებას არ აძლევს. თუ ამაზე წინასწარ არ იფიქრებთ, მაცივარი სხვა ადგილას გადაიტანეთ ან პატარა კარადა იყიდეთ, რომელიც მას გაზქურისგან დააშორებს. თქვენი მაცივრის განადგურება საჭირო არაა.

4. მწირი, მაგრამ დიზაინერული განათება

სამზარეულო სახლის ის ადგილია, სადაც ცუდად განათება დაუშვებელია. ეს არა მხოლოდ სილამაზის, არამედ უსაფრთხოების საკითხია. სამზარეულოში მუდმივად ბასრ და ცხელ ნივთებთან საქმე გვაქვს, ამიტომ სამუშაო ზედაპირზე სრულყოფილი განათება გვჭირდება.

5. მინა

ყველაზე ხარისხიანი და გამძლე მინაც დროთა განმავლობაში ნაკაწრებით იფარება. თუ ამ სამუშაო ზედაპირზე კერძების მომზადებას აპირებთ, დარწმუნებული იყავით, რომ მალე თავის გარეგნულ იერს დაკარგავს. კიდევ ერთი უხერხული მომენტი: მასზე მოწყობილობებს ხმაურის გარეშე ვერ დადებთ, რაც დილით ნაკლებად სასიამოვნოა, როცა ოჯახის წევრებს სძინავთ.