„ლანდშაფტური სახლი“: იდეალური ადგილი ბუნების გარე სამყაროსთან გასაერთიანებლად

ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა ირანელი არქიტექტორი უჩვეულო არქიტექტორის მოყვარულებს აგარაკის შთამბეჭდავი კონცეფციით ახარებს, რომელიც მიმდებარე ლანდშაფტს ოსტატურად ერწყმის. არქიტექტორი უნიკალური დიზაინის ნამუშევრის ფონად ხშირად საინტერესო პეიზაჟებს იყენებს. მის მიერ შექმნილი სახლები უფრო ხელოვნების ნიმუშს ჰგავს, ვიდრე ტრადიციულ საცხოვრებელ სახლს. მორიგი კონცეფცია მჭერმეტყველი სახელით „ლანდშაფტური სახლი“ შვეიცარიის თვალწარმტაცი მთის ფერდობების სკულპტურული გაგრძელებაა.

მილად ეშტიაგი ირანელი არქიტექტორია, რომელიც თანამედროვე ქალაქგარეთული სახლების საოცარ კონცეფციებს ქმნის, რომელიც ბუნებრივ ლანდშაფტს ჰარმონიულად ერწყმის. მისი ბოლო პროექტი „ლანდშაფტური სახლი“ შვეიცარიელი დამკვეთებისთვის შეიქმნა. მათ ულამაზესი მთის ფერდობზე, ველური ტყის შუაგულში აგარაკის აშენება სურდათ.

თავისი სახელის შესაბამისად, ფუტურისტული შენობა თითქოსდა ფერდობიდან „იზრდება“ ორი ფართო თეთრი ლენტის სახით, რომელიც მწვანე საფარით დაფარულია. პროექტის ავტორმა შენობის ერთი კონსოლური მოდელი მეორეს თავზე მოათავსა. ამასთან სახლის თითოეული ნაწილი ლოგიკურად სრულდება მინის ფასადით, რომელიც შიდა სივრცეს მაქსიმალურად ფართოს ხდის და ბუნებით უსასრულოდ ტკბობის საშუალებას იძლევა.

პროექტის თავისებერუბები: სახლის ორივე მოდულზე „მწვანე“ სახურავია აყვავებული, რომელიც სახლს არა მხოლოდ ლანდშაფტში შლის (თუ ზემოდან დახედავთ), არამედ განსაკუთრებულ მიკროკლიმატს ქმნის, რომელიც ენერგო რესურსის დაზოგვის საშუალებას იძლევა. ისევე როგორც, ეფექტური მანსარდული ფანჯარა მასზე.

სინათლის კიდევ ერთი წყაროა აუზი, რომლის წყალობით მზის სხივები ყველაზე შორეულ კუთხეებსაც გაანათებს, თავად კი მიწისქვეშა საცხოვრებელი ადგილის ინტერიერის ერთ–ერთი აქსესუარი იქნება, ისევე როგორც საძინებელი, მისაღები და სააბაზანო. ფანტასტიკური ვიზუალური ეფექტი, სინათლის და ჩრდილების თამაში, რომელიც წყლის სიღრმეში აღწევს და სრული კომფორტის ატმოსფეროს ქმნის. რომანტიკურლი განწყობაც გარანტირებულია, თუ საყვარელი ადამიანი აკვარიუმის ფანჯრის წინ ჩაყვინთვას გადაწყვეტს.

„ლანდშაფტური“ სახლი იდეალური ადგილია ბუნების ახლოს გასაცნობად და მასთან გასაერთიანებლად, გლამურული ინტერიერი და საინტერესო კომფორტი ამ სახლში დარჩენის დაუძლეველ სურვილს გაგიჩენთ. დაუმუშავებელი ბეტონი, ნატურალური ხე, მასიური ქვა და იდეალურად გლუვი კენჭები, ჭერის ნათურები და პანორამული ფანჯარა სასახლის კონსოლურ ნაწილებში, დახვეწილი ავეჯი და ლამაზი აქსესუარები – ეს ყველაფერი შიდა სივრცეში თანამედროვე დიზაინის მოწყობის საშუალებას იძლევა.

Novate–ს ინფორმაციით, დამკვეთის ერთ–ერთი მოთხოვნა დიდი ფორმატის ფილმების საყურებლად სრულფასოვანი კინოთეატრის მოწყობა იყო კომფორტული დივან–სავარძლებით. „Landscape House–ში ოჯახური თეატრი შევქმენით, რომელშიც ასევე მოთავსებულია მანსარდული ფანჯარა სახურავზე. მასზე გასახსნელი და დასახური პანელებია ჩაშენებული. ეს პანელები შეგიძლიათ გახსნათ ოჯახური საუბრების ან დასვენების დროს და დახუროთ, როცა ფილმის ყურება გსურთ“ – ამბობს ორიგინალური იდეის ავტორი.