რატომ იყენებდნენ სსრკ–ში ძვირადღირებულ თუჯის მილებს იაფი პლასტმასის მილების ნაცვლად

დღესაც თუჯის მილების ხსნებაზე უნებურად ფეხებში ძალას კარგავენ სანტექნიკოსები, რომლებთაც გაუმართლათ და მუშაობა ჯერ კიდევ სსრკ–ს დროს დაიწყეს. თუჯის მილებს პენსიაზე გასული სანტექნიკოსებიც კანკალით იხსენებენ. მით უფრო, რომ დღეს სხვა მასალასთან შედარება შეიძლება. მსუბუქი, პლასტმასის მილები წინ გადადგმული დიდი ნაბიჯია. საინტერესოა, რატომ არ იყენებდნენ სსრკ–ს პერიოდში PVC მილებს?

პლასტმასის საკანალიზაციო მილს ბევრი უპირატესობა აქვს. პირველი და მთავარი: მასთან მუშაობა მარტივი და კომფორტულია. თანამედროვე სანტექნიკოსისთვის ასეთი მილის დამონტაჟება მხოლოდ ტექნიკის საკითხია. ხელის ინსტრუმენტით შეგიძლიათ გადაჭრათ, ხოლო ისეთი რამ, როგორიცაა შემაერთებლების მოქლონვა წუთებში ხდება. თან ძალიან იაფია, ყოველ შემთხვევაში ლითონის მილებთან შედარებით. სასიამოვნოა იმის ცოდნა, რომ ასეთ პლასტმასის მილებს გამოყენების დიდი ვადა აქვს. თუმცა მას ნაკლოვანებებიც აქვს, მაგალითად, უბრალოდ საშინელი ხმაურის იზოლაცია.

თუჯის მილები სხვა საკითხია: სწრაფად იჭედება, მეტს იწონის, მასთან მუშაობა ტანჯვაა. განსაკუთრებით, როცა ოსტატი თანამედროვე PVC მილებთან მუშაობით უკვე „გაფუჭებულია“. თუჯის მილი ძალიან მძიმეა, მისი მონტაჟი დიდ დროის მოითხოვს და მარტივი საქმე არაა, როგორც ტექნიკური თვალსაზრისით, ასევე ფიზიკური ძალისხმევის მოთხოვნით. მაშინ რატომ იყენებდნენ სსრკ–ში ყველგან თუჯის საკანალიზაციო მილებს? ნუთუ საბჭოთა ინდუსტრიამ საკუთარი პლასტმასის დამზადება ვერ შეძლო.

პირველ რიგში, გვიანდელ საბჭოურ სახლებში პლასტმასის მილები მაინც გამოჩნდა. მეორეც, სსრკ–ში ქიმიური მრეწველობა დიდი ხნის განმავლობაში იმდენად განვითარებული არ იყო, რომ PVC მილები მასიურად ეწარმოებინა. სამართლიანობისთვის აღსანიშნავია, რომ მთელ მსოფლიოში საქმე ასე იყო. თანამედროვე პლასტმასის კანალიზაცია – შედარებით ახალგაზრდა ტექნოლოგიაა. რაც მთავარია, თუჯის ფასი. ყველაფერი ხომ შედარებითია კონკრეტული ეკონომიკური სისტემის ფარგლებში. როცა სსრკ–ში თუჯის მილებს მასიურად აწარმოებდნენ, მისი ფასი ბანალურად იაფი იყო, ვიდრე იმდროინდელი ნებისმიერი პლასტმასის ფასი. სსრკ თუჯის წარმოებაში ერთ–ერთი ლიდერი იყო.

სხვათა შორის, თუჯის მილებს ბევრი უპირატესობა აქვს: ძალიან გამძლეა, სრულად ცეცხლგამძლე, ასევე საუკეთესო ჰერმენტულობას უზრულველყოფს.