საშუალება სამზარეულოდან, რომელიც ფილებს შორის ამოსულ ბალახს და სანიაღვრე ხვრელში სუნს გაუმკლავდება

სოფლის მაცხოვრებლები და აგარაკის მფლობელები ხშირად აწყდებიან ისეთ პრობლემებს, როგორიცაა აუზში წყლის აყვავება, ტროტუარის ფილებს შორის ამოსული ბალახი და გარეთ მდებარე უნიტაზის ან სანიაღვრე ხვრელის უსიამოვნო სუნი. რა თქმა უნდა, თითოეული ზემოთ ჩამოთვლილი პრობლემის მოსაგვარებლად სპეციალური საშუალება არსებობს. თავისთავად, ასეთი საშუალება იაფი არ ღირს. Novate გთავაზობთ სამივე პრობლემა მოაგვაროთ ერთი იაფი და ხელმისაწვდომი საშუალებით, რომელიც სახლში ყველას აქვს.

საქმე ნატრიუმის ბიკარბონატს ეხება, ანუ ყველაზე უბრალო საკვებ სოდას. თეთრი ფხვნილი სიიაფის და ხელმისაწვდომობის მიუხედავად ერთ–ერთი ყველაზე ეფექტური საშუალებაა, რომელიც ბევრ საყოფაცხოვრებო საკითხს აგვარებს.

1. ხსნარი სარეველების მოსაშორებლად

სოდის და წყლის ტუტე ხსნარი მიწის მჟავიანობას მყისიერად ცვლის. საკმარისია, თავად ბალახი და მის გარშემო მიწა მორწყათ. მცენარე მორწყვის შემდეგ მალევე გახმება. აღსანიშნავია, რომ ამ საშუალების ბოსტანში გამოყენება სასურველი არა, რადგან ასე კულტურულ მცენარეებსაც დააზიანებთ. გზისთვის იდეალურია.

ხსნარის მოსამზადებლად 500 გრ სოდა 10 ლ წყალში გახსენით. პირაპირები შეგიძლიათ სპრეი ბოთლით ან საბავშვო წყლის იარაღით დანამოთ. მეორე ვარიანტი უფრო მარტივი და უკეთესია.

2. ხსნარი სუნის გასაქრობად

ქუჩაში ტუალეტის ან სანიაღვრე ხვრელის უსიამოვნო სუნის გაქრობა ძალიან ადვილია. 10 ლ წყალზე 200 გრ სოდა დაგჭირდებათ. როგორც კი, სოდა წყალში გაიხსნება, სითხე ტუალეტში ან ორმოში ჩაასხით. სუნი 2-3 კვირა არ შეგაწუხებთ, თუნდაც გარეთ ცხელოდეს.

3. ხსნარი აუზის დასაცავად

აუზში წყლის აყვავების თავიდან ასაცილებლად ზოგი ქლორის აბებს იყენებს, ზოგი – წყალბადის ზეჟანგს. ამ პრობლემას ორივე საშუალება გაუმკლავდება, მაგრამ ძვირი ღირს. თუ უბრალო საკვები სოდით ჩაანაცვლებთ, ბევრად იაფად გამოძვრებით და არანაკლებ ეფექტს მიიღებთ.

საქმე იმაშია, რომ მჟავე–ტუტე ბალანსის ოპტიმალური უსაფრთხოების მხარდასაჭერად 1 კუბურ მეტრზე მხოლოდ 15 გრ სოდა დაგჭირდებათ. სოდის აუცილებელი რაოდენობა უბრალო პლასტმასის ბოთლში გააზავეთ, ამის შემდეგ აუზში ჩაასხით.