7 მიზეზი, რატომ არ იყიდება თქვენი ბინა განცხადებების საიტზე

ალბათ, არაერთხელ გაოცებულხართ, რომ ზოგი ბინა უძრავი ქონების განცხადების საიტზე გამოქვეყნებიდან 1 კვირაში იყიდება, ზოგი კი ინტერესს წლები არ იწვევს. ამის რამდენიმე მიზეზი არსებობს, რომელთა შესახებ Novate გიამბობთ.

მიზეზი 1: შეუსაბამოდ გარემონტებული

ნებისმიერი ხელახალი დაგეგმვა, იქნება ეს ცენტრალური გათბობის ბატარეის აივანზე გატანა თუ მისაღები ოთახის გადატიხვრა თაბაშირ–მუყაოს ფილებით, მითითებული ან შესაბამის სამსახურებთან შეთანხმებული უნდა იყოს. ამის გარეშე ბინის ლიკვიდურობა მნიშვნელოვნად შემცირდება. ადამიანს, რომელიც ბინის იპოთეკით შეძენას აპირებს, ბანკი კრედიტს ვერ მისცემს, ხოლო მას, ვისაც უკვე საკმარისი ფული აქვს, შექმნილი სიტუაციის გამოსასწორებლად რემონტის გაკეთება მოუწევს.

პრობლემის გადასაჭრელად 2 ვარიანტი არსებობს. თუ ბინაში უკვე ყველაფერი გამოცვალეთ, მაგრამ ხელახალი დაგეგმვა კანონის ნორმებს შეესაბამება, შესაბამის ორგანოებში აუცილებლად გააფორმეთ, რომ ეს ბინის ტექნიკურ პასპორტში აისახოს. არ გაგიკვირდეთ, თუ ჯარიმა დაგეკისრებათ, რომ შეთანხმება წინასწარ არ მოხდა. ხოლო უკანონოდ გადაკეთებული ბინისთვის პირვანდელი ფორმის დაბრუნება მოგიწევთ.

მიზეზი 2: სახლის არადამაკმაყოფილებელი მდგომარეობა

რა თქმა უნდა, ნებისმიერი ბინა შეგიძლიათ გასაყიდად გაიტანოთ, თუნდაც მასში ავეჯი და ტექნიკა არ იყოს ან რემონტი „ბებისეულ“ ვარიანტს წარმოადგენდეს. თუმცა ასე მყიდველის პოვნა გაჭინაურდება, თან ფასი, რომელსაც უძრავი ქონების აგენტი გირჩევთ, სასურველ თანხაზე გაცილებით დაბალი იქნება.

ყურადღება მიაქციეთ, რომ უფრო ისეთ ბინებს ყიდულობენ, რომელშიც დაუყონებლივ გადაბარგება და ცხოვრება შეიძლება. გასაგებია, რომ მომავალში ბინის ახალი მფლობელი სხვა რემონტის გაკეთებას ან ავეჯის განახლებას მოისურვებს, მაგრამ ეს მოგვიანებით, ახლა კი მხოლოდ უძრავი ქონების ყიდვის საშუალება აქვს. სწორედ ამიტომ, სანამ ბინის გაყიდვას გადაწყვეტთ, კოსმეტიკური რემონტი მაინც გააკეთეთ და ოთახებში ბიუჯეტური, მაგრამ ახალი ავეჯი დადგით.

შენიშვნა: აი, რა შეგიძლიათ გააკეთოთ საკუთარი ხელით: შპალერის გაკვრა ან კედლის შეღებვა, ჭერის განახლება, გათბობის ბატარეების მოწესრიგება, სააბაზანოს ფილების შეღებვა, თუ მდგომარეობა საუკეთესოს სურვილს გვიტოვებს.

მიზეზი 3: მოძველებული ან სპეციფიკური რემონტი

დიზაინერები ტყუილად არ ამბობენ, რომ ბინაში მაქსიმალურად ნეიტრალური რემონტი უნდა გაკეთდეს იმ ტრენდების გამოყენებით, რომელიც აქტუალობას დიდხანს არ კარგავს. ხოლო ინდივიდუალიზმი დეტალებით უნდა შემატოთ, რომლის შეცვლა ნებისმიერ წამს შეიძლება. საუბარია ტექსტილზე, სანათებზე, პოსტერებზე, ჭურჭელზე და ა.შ. რატომ არის მნიშვნელოვანი? უჩვეულო ინტერიერი, მაგალითად, მასიური ავეჯი კლასიკურ სტილში, თაბაშირ–მუყაოს ფილებით ფიგურული თაღები, ღია ყვითელი კედლები, 3D ჭერი, ყველას არ მოსწონს. თუ მყიდველს სპეციფიკური სტილის გამო მასშტაბური რემონტის გაკეთება მოუწევს, მითითებული თანხის გადახდას, სავარაუდოდ, არ დათანხმდება.

იმის გასაგებად, თუ რა გაშორებთ ბინის პოტენციურ მყიდველებს, მეგობრები ან თანამშრომლები დაპატიჟეთ და რემონტის ობიექტურად შეფასება სთხოვეთ. სთხოვეთ იმ დეტალების და ნივთების დასახელება, რომლებიც უხერხულობას იწვევს. შესაძლებლობის მიხედვით ბინა ნეიტრალურად მოაწყვეთ: ჭრელი შპალერი ღია მონოქრომულ ფერში შეღებეთ, დიდი ავეჯი უფრო უბრალოთი ჩაანაცვლეთ.

მიზეზი 4: ცუდი განათება

შეუსაბამო ხელახალი განლაგებისგან განსხვავებით ცუდი განათება შეიძლება კრიტიკული არ იყოს, მაგრამ ბინაზე ზოგად შთაბეჭდილებას მაინც აუარესებს. ყველას არ სურს ახალ სადენებთან საქმის დაჭერა, დამატებითი ჩამრთველის დაყენება და თეთრი ნაწილის გამოცვლა.

თუ ბინის გაყიდვამდე რემონტს არ აპირებთ, ხელმისაწვდომი საშუალებებით განათება მაინც გააუმჯობესეთ. ფანჯრებით დაიწყეთ. დიახ, ბინის აღქმა დიდწილად ბუნებრივ განათებაზეა დამოკიდებული. მძიმე ფარდები ლამბრეკენებით ჩამოხსენით, რომელიც მტვერს აგროვებს და ოთახს ბნელს, პირქუშს ხდის. უფრო მსუბუქი, ნახევრად გამჭვირვალე ფარდით ჩაანაცვლეთ. მკრთალი ნათურები კაშკაშა ნათურებით ჩაანაცვლეთ, ხოლო საოფისე ნათურით ან იატაკის სანათით კუთხეები გაანათეთ. განათების რამდენიმე სცენარის ქონა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თითოეული ზონა თვითკმარი იყოს და ჭერზე საერთო ჭაღზე დამოკიდებული არ იყოს.

მიზეზი 5: „ბებისეული“ ინტერიერის ელემენტები

თუ სკანდინავიურ სტილში ვინტაჟურ ელემენტებს მოწიწებით ეპყრობიან და ავეჯს თაობიდან თაობას გადასცემენ, მის მდგომარეობას ყურადღებას აქცევენ, ჩვენთან მსგავსი ნივთები უფრო სკეპტიციზიმს და თანამედროვეთი ჩანაცვლების სურვილს იწვევს. გირჩევთ, ბინას გადახედოთ, ხომ არ გაქვთ ხალიჩა კედელზე, მოძველებული სავარძელი, სერვანტი შიგნით სერვიზით. ყველა ეს ნივთი ხმამაღლა აცხადებს, რომ სახლი დიდი ხანია არ განახლებულა, ანუ ბინაში შეიძლება სხვა პრობლემებიც გამოჩნდეს: სადენების, სანტექნიკის, გათბობის ბატარეების, საკანალიზაციო მილების პრობლემები და სხვა რამ, რაც წლებია არ შეცვლილა.

ოპტიმალური ვარიანტი: გატეხილი, კრაჭუნა და მოძველებული ნივთები გადაყარეთ ან შეაკეთეთ, თუ ინტერიერში ჯდება. აქცენტი გააკეთეთ მყუდრო დეტალებზე, მაგალითად, ოთახის ყვავილებზე, ლოგინზე გადაფარებულ მოქსოვილ პლედზე, ღია ფერის ხალიჩაზე და ა.შ.

მიზეზი 6: ბევრი ავეჯი

ცარიელი ბინა ცუდია, მაგრამ გადატვირთულიც არ არის კარგი. რა თქმა უნდა, მყიდველებმა შეიძლება დატოვებული ავეჯი შეაფასონ, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ ბინის ყიდვას დათანხმდებიან. ბევრი ინტერიერის ნივთი შენობას ვიწროს, არეულს ხდის და ვიზუალურად სივრცეს აპატარავებს.

გირჩევთ, მხოლოდ აუცილებელი ავეჯი და მინიმალური დეკორი დატოვოთ, რომ ოთახში მანევრირების საშუალება გქონდეთ და სივრცე მაქსიმალურად ფართო გამოჩნდეს. გაყიდვისას კვადრატული მეტრი უფრო მეტად ფასობს, ვიდრე ავეჯი, ამიტომ კარგად უნდა წარმოაჩინოთ.

მიზეზი 7: ნაკლოვანებები, რომელთა მოშორებაც ძნელია

ობი აბაზანაში, ტარაკნები სამზარეულოში, ბაღლინჯოები ავეჯზე – მსგავსი პრობლემების აღმოფხვრა უფრო რთულია, ვიდრე, მაგალითად, შპალერის გამოცვლა. არაფერს ვამბობთ იმაზე, რომ უსიამოვნოა. პოტენციურმა მყიდველმა შეიძლება ფასის დაკლება მოგთხოვოთ ან ტარაკნით შეშინებულმა საერთოდ ყიდვაზე უარი განაცხადოს.

საქმე თვითნებაზე არ მიუშვათ. თუ ბინაში მწერები გაჩნდა, სადეზინფექციო სამსახური გამოიძახეთ და დაზიანებული ავეჯი გადააგდეთ. თუ ობი გაჩნდა, მიზეზი იპოვეთ და მოიშორეთ. მსგავსი პრობლემები მანამ მოაგვარეთ, სანამ უძრავი ქონების საიტზე განცხადებას გამოაქვეყნებთ, რომ შემდეგ მყიდველი ხელიდან არ გაუშვათ.