6 ტრენდი ინტერიერში, რომელიც დიდხანს „იმუშავებს“ და აქტუალობას შეინარჩუნებს

საბედნიეროდ, ინტერიერს ყოველ წელს, მოდის ტენდენციების შესაბამისად განახლება არ სჭირდება, როგორც გარდერობის შემთხვევაში ხდება. და მაინც, ინტერიერი დიდი ხნით აქტუალური რომ დარჩეს, „გრძელვადიან“ ტრენდს უპირატესობა მიანიჭეთ, რომელიც ათწლეულები მოდიდან არ გადადის. Novate გიამბობთ ინტერიერის 6 ტრენდის შესახებ, რომელიც აქტუალობას დიდი ხნით ინარჩუნებს.

1. რეტრო

ბევრი დიზაინერი ინტერიერის გასაფორმებლად შთაგონებას გასული ეპოქიდან იღებს. როგორც ცნობილია, ყველაფერი ახალი კარგად დავიწყებული ძველია. ბოლო ათწლეული მე-20 საუკუნის მოდური ტენდენციების აქტიური განახლება ხდება. თანამედროვე ინტერიერისთვის ოდნავ სახეს უცვლიან, თუმცა არსი იგივე რჩება.

ნაჭრის გადასაფარებელი, სერვანტი, სამკუთხა მაგიდა, სავარძელი წვრილ, მოჩუქურთმებულ ფეხებზე, ღია თაროები, რეტრო–ორნამენტები, ტორშერი კონუსის ფორმის ნათურით – ეს ყველაფერი გასულ საუკუნეში მოდაში შემოვიდა, მაგრამ ზოგიერთი ბინის ინტერიერის შემხედვარე ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ ყოველთვის მათში არსებობდა.

როგორც ასეთი, მნიშვნელობა არ აქვს, თუ რომელ წელს შეიქმნა ესა თუ ის ინტერიერის ნივთი – 1920 თუ 1980 წელს. ახალგაზრდებისთვის, რომელთაც სწორედ ის გერმანული ავეჯი არ შეუძენიათ, ყველა ეს ნოსტალგიური ნოტი ერთ რეტრო მელოდიას მიეკუთვნება.

2. მკვეთრი საღებავები

ძალიან დიდხანს კედლის დასაფარად შპალერი ყველაზე პოპულარულ მასალად ითვლებოდა. შეღებილი კედელი იშვიათად გვხვდებოდა და, ძირითადად, ოფისებში, სამთავრობო და საზოგადოებრივ შენობებში. სიტუაცია კარდინალურად შეიცვალა, როგორც კი ბაზარზე ხარისხიანი, თითქმის უსუნო საღებავების ფართო ასორტიმენტი გამოჩნდა, რომელიც კედელს ადვილად ეკვრის. ახლა ინტერიერის გაფორმებაში საღებავი ლიდერობს, ხოლო შპალერი მეორეხარისხოვანია.

საინტერესოა, რომ თანამედროვე ტენდენციები გვთავაზობს იმის შეღებვას, რაც ადრე „ფერში“ ვერ წარმოგვედგინა. ასე მოდაში შემოვიდა ფერადი ავეჯი, იატაკი, ხოლო აგარაკებსა და კოტეჯებში კიბეებსაც კი წვნიან ფერებში ღებავენ.

გაჯერებული ფერებისთვის ადგილი პატარა ბინებშიც გამოინახა. ადრე თვლიდნენ, რომ სივრცეს ვიზუალურად მხოლოდ ღია ფერები ადიდებენ. ახლა დიზაინერები სულ სხვა რამეს ამბობენ: მკვრივი ფერები საზღვრებს ვიზუალურად აფართოებს და სივრცე უფრო დიდი ჩანს, ვიდრე სინამდვილეშია. შედეგად, ბევრმა ბინის მფლობელმა ფერადი პალიტრის სასარგებლოდ მოსაწყენ ნაცრისფერ–კრემისფერ პალიტრაზე უარი თქვა.

3. ნატურალური მასალა

ბუნებრივი ინტერიერი კიდევ დიდხანს მოდაში იქნება, ამიტომ შანსი ხელიდან არ გაუშვათ და ბინას შესაბამისი მახასიათებლის დეკორი, ავეჯი ან რაიმე ნივთი შემატეთ. საუკუნეების განმავლობაში წინაპრებს მთელი ცხოვრება ეკოლოგიურად სუფთა მასალა თან ახლდათ, ამიტომ ქვეცნობიერ დონეზე რაღაც ძვირფასად აღვიქვამთ, რაც აქტუალობას არასდროს დაკარგავს.

ნატურალური მასალების სიაში ლიდერობს ხე და ეს ფაქტი არავის აკვირვებს. სწორედ ამიტომ, ფიცრების ტიხრები, იატაკი და სხვა „ხის“ გადაწყვეტილება გრძელვადიან ინტერიერში კარგად ჯდება და არაერთი წელი გემსახურებათ. მეორე პოპულარული მასალა – ნატურალური ქვა. ბევრმა შეიძლება თქვას, რომ ზედაპირზე მისი გამოყენება ძვირი სიამოვნებაა. თუმცა თუ მოდური კოლექციიდან ფილების ღირებულებას გადახედავთ, სამზარეულოში ან სააბაზანოში მარმარილოს ჩართვას ცუდ იდეად აღარ ჩათვლით.

შენიშვნა: ინტერიერის გამწვანებაც მაგალითია რომელიც მოდურ ტენდენციებში მყარად დამკვიდრდა. ოთახის მცენარეების, სტაბილიზებული ხავსის პანოს და სხვა „მწვანე“ დეტალის მიმართ ინტერესი კოლოსალურია. მსგავსი გადაწყვეტილების „მხარდაჭერას“ ანიმაციური და მცენარეული ორნამენტების შპალერის, ქსოვილის და ტექსტილის დახმარებით შეძლებთ. ფრინველის, ცხოველის, ყვავილის გამოსახულება უკვე წლებია მოთხოვნადია.

4. ლოფტის სტილი

როცა ლოფტი ინტერიერში შემოვიდა, ეს სუფთა ჰაერი გახდა მათთვის, ვისაც პომპეზური კლასიკა და მოსაწყენი მინიმალიზმი მობეზრდა. თუმცა პატარა დეტალი არსებობს – ლოფტს ყალბი ნიმუშები არ უყვარს, ამიტომ კედელი ყალბი აგურით, რომელიც ხრუშჩოვის ბინების გასაფორმებლად წარმოუდგენლად პოპულარულია, აქ, უადგილოა. მათი შემხედვარე გახსენდებათ „ერმიტაჟი ხრუშჩოვში“და შემწყნარებლურ ღიმილს იწვევს.

სწორედ ამიტომ, დიზაინერები გირჩევენ ხმამაღალი „დიახ“ უთხრათ მილების, ბეტონის და აგურის აგების შემოქმედებით მიდგომას იქ, სადაც თავიდანვე იყო და საბჭოურ პატარა ბინებში მსგავსი იდეის განხორციელებაზე უარი თქვათ.

იმის თქმა, რომ ლოფტი მოდაში არაა, იგივეა ამტკიცოთ, რომ „სტალინური სახლი მოდაში არაა“. ლოფტი, თავისი არსით სტილი არა, უფრო საცხოვრებლის ტიპია: ძველი სასახლე, ყოფილი ქარხანა ბინებად გადაკეთებული და ა.შ. დამეთანხმეთ, თაბაშირ–მუყაოს ქაღალდის აკვრა და იმ სილამაზის შპალერით დაფარა, რის გამოც ბინა შეიძინეთ, სისულელეა. თუ გსურთ, ბინა ლოფტის სტილში, შესაფერისი საცხოვრებელი მოძებნეთ – ძველი აგურის გაშიშვლება და შენარჩუნება, სამშენებლო ბეტონის ლაქის ქვეშ დატოვება მოდური და აქტუალურია. აი, პატარა ბინის საძინებელში ლოფტის პაროდიის გაკეთება საჭირო არაა. სასაცილო გამოვა და არა მოდური.

5. მინიმალიზმის პრინციპები

უძველებელი გარემო გთავაზობთ ავეჯს და სხვა ნივთებს, რომლებიც კონკრეტულ ფუნქციებს ასრულებენ. სწორედ ამიტომ, გაარკვიეთ, რომელი ნივთები გჭირდებათ ინტერიერისთვის, რომლის დანიშნულება არის გაუგებარი. დიზაინერები გირჩევენ, რომ გარკვეული უთქმელობა დატოვოთ, იმის ნაცვლად, რომ ყველა კუთხე უსარგებლო ნივთებით შეავსოთ და სიცარიელის შეგრძნება მოიშოროთ. რევიზიის შემდეგ დატოვებული „სიცარიელე“ ყოველთვის შეგიძლიათ დახვეწილი დეკორით შეავსოთ.

ის, რაც უშუალოდ ავეჯს ეხება, სხვა საქმეა. ის მაქსიმალურად ლაკონური, ნეიტრალური უნდა იყოს და მარტივი დიზაინი უნდა ჰქონდეს. მოჩუქურთმებული დეტალები, რთული ფორმები, ნათელი ჩანართები, მაგალითად, ოქროსფერი, დაივიწყეთ. კლასიკა თანამედროვე ინტერიერის მოთხოვნებს მოერგო და არსებობას აგრძელებს, მაგრამ ახლა ნაკლებად პომპეზურია – მხოლოდ დახვეწილი და ელეგანტური. სწორედ ამიტომ, აქცენტი უბრალოებაზე გააკეთეთ – სწრაფად ცვალებადი ტენდენციების მიუხედავად, ყოველთვის აქტუალურია.

6. გლობალური პეწი

წარმოიდგინეთ, რომ მსოფლიოში მოგზაურობთ და სახლში მთელი მსოფლიოდან სხვადასხვა ნივთები მოგაქვთ. აფრიკული ნიღბები, ჩინური ფარნები, მაროკოს ფილები – თქვენს ინტერიერში ბევრი ქვეყნის და ხალხის ტრადიციები ერთმანეთს ჰარმონიულად ერწყმის. დაე, ამ დროს ყველა ავეჯი უბრალო იყოს, როგორც ბევრ ქართულ ბინაში. მთავარია, რომ სხვადასხვა ნივთის და კულტურის ნარევი სახელწოდებით Global chic ბინას ინდივიდუალიზმს შემატებს და ინტერიერს სხვებისგან განასხვავებს.