9 ხრიკი, რომლის დახმარებით ყველაზე მყიფე ნივთსაც უსაფრთხოდ გადაიტანთ

თუ საცხოვრებელი ადგილის შეცვლა და სხვაგან გადასვლა უკვე გამოცადეთ, იცით, რა არის ეს – ყუთების ნერვიულად დათვლა, გატეხილი ლარნაკის და დაკარგული ნივთის გამო ცრემლების ღვრა. Novate გთავაზობთ რამდენიმე რჩევას, რომელთა დახმარებით ყველა ნივთს უსაფრთხოდ გადაიტანთ და უსიამოვნო დანაკარგს თავიდან აიცილებთ. შესაძლოა, ზოგიერთი ხრიკი მათაც გამოადგეს, ვინც ბინის შეცვლას ჯერ არ აპირებს.

1. გამძლე კონტეინერი, სკოჩი და შეფუთვის გეგმა

პირველ რიგში, კონტეინერები მოამზადეთ, რადგან წარმატებული გადასვლა პირდაპირ დამოკიდებულია, როგორ შეფუთავთ ნივთებს. საჭირო ზომის გამძლე კონტეინერები შეარჩიეთ. ზოგადად, მთელი შეფუთვის პროცესი მუყაოს ყუთებს, შესაფუთ ტკაცუნა პარკებს და კილომეტრ სკოჩს ეფუძნება. რაც შეეხება, უბრალოდ სანაგვე პარკებს, ყველაზე გამძლეც კი დაზიანებისგან ვერ დაგიცავთ და შეუფერებელ მომენტში გაიხევა. თუ ტომარა გჭირდებათ, გამძლე მასალა, მაგალითად, სამშენებლო გამოიყენეთ.

როგორც კი კონტეინერებს და შესაბამის ინსტრუმენტებს მოამზადებთ, შეფუთვის დაგეგმაზე დაფიქრდით. წინასწარ განსაზღვრეთ, რომელ ოთახში დააწყობთ ყუთებს, რომ ალაგებისას ხელი არ შეგიშალოთ და არაფერი აგერიოთ. ყურადღება მიაქციეთ, რომ ყუთების ძლიერ დატვირთვა არ ღირს. საშუალოდ, თითოეული ყუთის წონა 20-25 კგ უნდა იყოს, რომ მტვირთავმა ყუთები ბინიდან მანქანაში მარტივად გადაიტანოს. რაც უფრო ნაკლები ნივთი დევს ერთმანეთზე, მით უფრო ნაკლებად იდარდებთ მათ უსაფრთხოებაზე.

2. ყუთის სახელური

სამწუხაროდ, ყველა მუყაოს ყუთს სახელური არ აქვს, რაც ნივთებით სავსე ყუთების გადატანას ართულებს. პროცესის გასამარტივებლად გვერდებზე T ასოს ფორმა ამოჭერით და ორი კუთხე შიგნით ჩაკეცეთ. სახელური მზადაა, ახლა ნივთების ტრანსფორტირება ბევრად კომფორტული გახდება.

3. ნივთების სია და ყუთებზე წარწერები

როცა ახალ ბინაში მიდიხართ და იატაკზე რამდენიმე ათეული იდენტური ყუთი დევს, რთული გასარკვევია, თუ სად რა დევს. დიდი ალბათობით, ყველაფრის დაუყოვნებლივ ამოლაგებას არ გეგმავთ და მხოლოდ ჩაიდანი და რამდენიმე ფინჯანი გჭირდებათ, რომ ყავა დალიოთ და ცოტა დაისვენოთ. გირჩევთ, ყუთები სხვადასხვა ფერით აღნიშნოთ. მაგალითად, კონტეინერი საძინებლის ნივთებით მწვანედ აღნიშნეთ, სამზარეულო – ყვითლად, აბაზანა – ცისფრად, მისაღები – იასამნისფრად. ასე ნივთების მოძებნა გამარტივდება.

თითოეულ ყუთს დააკარით ფურცელი, სადაც მითითებულია ყველაფერი, რაც მასში დევს. თუ ყუთში ტანსაცმელი დევს, სია აუცილებელი არაა. თუ ყუთი სხვადასხვა დანიშნულების ნივთებით სავსეა, დაწყებული სამზარეულოს პირსახოცით და დამთავრებული დანის საწმენდით, შპარგალკა დაგჭირდებათ. შრომატევადი პროცესია, მაგრამ მასზე დროის დახარჯვა ღირს. თუ თითოეულ ყუთს დანომრავთ, დაანგარიშება გაგიმარტივდებათ, ყველაფერი თუ ჩამოტვირთეთ. სხვათა შორის, ფურცლები რომ არ დაგეკარგოთ, სკოჩით დააკარით.

შენიშვნა: ინტერნეტში სხვადასხვა ზომის ყუთისთვის სტიკერების შაბლონებს იპოვით. გადმოწერეთ, ამობეჭდეთ და მიამაგრეთ. რამდენიმე მოძრაობა, სამაგიეროდ ყველაფრის ამოქექვა არ მოგიწევთ, რომ, მაგალითად, ტელევიზორის მართვის პულტი ან კომპიუტერის მაუსი იპოვოთ.

4. ყველაზე ღირებულის დატვირთვა

ღირებული ნივთებისა და დოკუმენტებისთვის ცალკე ყუთი გამოყავით. სატვირთო მანქანაში სხვა ნივთებთან ერთად არ ჩადოთ, სჯობს თან წაიღოთ და სხვას არ ანდოთ.

პირველი აუცილებლობის ნივთების ყუთიც არ დაგავიწყდეთ. ჩვეულებრივ, ეს საჭიროა, თუ ახალ ბინაში გვიან საღამოს გადადიხართ, ხოლო ნივთების ამოლაგებას მხოლოდ დილით აპირებთ. მასში თეთრეული, გამოსაცვლელი ტანსაცმელი, ტუალეტის ნივთები ჩადეთ. თუ დაუყოვნებლივ ყუთში არსებული ნივთების თავის ადგილას დადება გსურთ, აუცილებელი ინსტრუმენტებიც დაუმატეთ.

ყუთს დააწერეთ: “ბოლოს ჩავტვირთოთ, პირველი გავხსნათ”, რომ სხვა ყუთებში არ დაგეკარგოთ. თუ სხვა ქალაქში გადასვლას აპირებთ, კიდევ ერთი ყუთი დაგჭირდებათ, გადაუდებელი დახმარებისთვის, რომელიც ცოტა ხნით დაგეხმარებათ, თუ ტვირთი გარკვეული მიზეზით იგვიანებს. ისიც თან უნდა გქონდეთ.

5.შეფუთვა

  • ტანსაცმელი

კოფრი ნივთების შესანახად – სასარგებლო მოწყობილობა, რომელიც ბევრ პრობლემას ჭრის, კერძოდ, ტანსაცმელს ერთად კრავს ისე, რომ არ დანაოჭდეს. თუ კოფრი არ გაქვთ, უბრალო ნაგვის პარკი გამოიყენეთ. პარკი ქვემოდან ზემოთ ჩამოაცვით, საკინძები ერთმანეთში შეკარით. ასეთი შეფუთვის კიდევ ერთი უპირატესობა – თუ ტანსაცმელი წვიმაში მოყვება, პარკი დასველებისგან დაიცავს.

  • მყიფე ნივთები

როგორც პრაქტიკა აჩვენებს, მინა, ბროლი, ფაიფური და სხვა მყიფე მასალა ახალ სახლამდე ვერ აღწევს. თუ არც ერთთან გამომშვიდობება არ გსურთ, წინდები გამოიყენეთ. დიახ, ეს ნივთების უსაფრთხოებისთვის შესანიშნავი მეთოდია. თითოეულ ნივთს თითო წინდა წამოაცვით და ყუთებში ფრთხილად ჩააწყვეთ. ასე დანიშნულების პუნქტამდე უსაფრთხოდ და მთელს მიიტანთ.

რაც შეეხება ჭურჭელს, ფიალებს, ბრტყელ და ღრმა თეფშებს, სჯობს კექსის ფორმებში ჩააწყოთ. თეფშებს შორის ჩადეთ, რომ გზაში გატეხვის ალბათობა შეამციროთ.

  • ფხვიერი პროდუქტები

მყიფე ნივთების გადატანა რთულია, თუმცა ფხვიერი პროდუქტების შემთხვევაში არანაკლები პრობლემა იქმნება. ვსაუბრობთ ჩაიზე, ყავაზე, სანელებლებსა და მარცვლეულზე. გადატანის დროს შეიძლება დაიყაროს, ასევე ტანსაცმელი და სხვა ნივთები სუნით გაჟღინთოს. მსგავსი სიტუაციის თავიდან ასაცილებლად ფხვიერი პროდუქტებით სავსე ჭურჭლები ქვაბებში ჩადეთ და თავსახური დაახურეთ. პირველ რიგში, ადგილს დაზოგავთ, მეორეც სუნი არ გავრცელდება.

  • სითხეები

ერთი შეხედვით, სითხის გადატანა კიდევ ერთი თავის ტკივილია, თუმცა სინამდვილეში ყველაფერი გაცილებით მარტივია. ქილები ერთ რიგად დააწყვეთ, თავსახურები მოხადეთ, ზემოდან პარკი ჩამოაცვით და თავსახურები კვლავ დაახურეთ. თუნდაც ტრანსპორტირებისას რომელიმე ბოთლი გადაბრუნდეს, სითხე პარკში დარჩება და არა ნივთებზე. და მაინც, სჯობს სითხეები ცალკე კონტეინერით გადაიტანოთ – ასე პოვნა გაგიადვილდებათ და „მეზობლებიც“ არ დაზარალდებიან.

6. ყუთების დალუქვა

ამ საკითხში სკოჩს გვერდს ვერ აუვლით, თუმცა მასაც გარკვეული დეტალები აქვს. ბევრი ყუთებს იმდენად კარგად კრავს, რომ შემდეგ არაერთ საათს მის გახსნას ანდომებს. ოპტიმალური ვარიანტი: უბრალოდ ბოლომდე სკოჩით დააფიქსირეთ. ამ შემთხვევაში ყუთს მარტივად, სწრაფად გახსნით და ამისთვის სხვა ნივთები არ დაგჭირდებათ.