რატომ დგამდნენ საბჭოთა პერიოდში თუჯის და არა ფოლადის აბაზანებს

როცა საბჭოთა პერიოდის დროს ხრუშჩოვის ბინების მშენებლობა იწყებოდა, ვარაუდობდნენ, რომ მაქსიმუმ 30 წელი გაძლებდა, შემდეგ ახალი სახლებით უნდა ჩაენაცვლებინათ. 30 წლის შემდეგ ყველაფერი ისე არ შეიცვალა, როგორც სურდათ. ცოტა ხანში კავშირმა არსებობა საერთოდ შეწყვიტა. მოვიდა ბაზრობა, ხოლო ხრუშჩოვის ბინები დღემდე თვალს ახარებს. ამ მრავალბინიანი სახლების მთავარი დამახასიათებელი ნიშანი ძვირადღირებული და მძიმე თუჯის აბაზანებია.

დღეს ბაზარი უახლესი, ფოლადის აბაზანებით სავსეა. შესაძლოა მცდარი შთაბეჭდილება შეგექმნათ, რომ ის „ძველებურ“ თუჯის აბაზანაზე უკეთესია. თუმცა სინამდვილეში ყველაფერი ასე მარტივად არაა. პირველი, ის უფრო იაფია, მეორე, მსუბუქია, ამიტომ დაყენება ადვილია. ამით ღირსებები მთავრდება და მინუსები იწყება. სამწუხაროდ, ფოლადი ჭარბწონიანი ადამიანის ზემოქმედებითაც ფორმას ადვილად იცვლის. ასეთ აბაზანაში მძიმე ნივთის დაცემა კატასტროფას უდრის, რადგან მინანქარს აზიანებს. მთავარი პრობლემა ისაა, რომ ფოლადი წყლის დაგროვებისას ძლიერ ხმაურობს. თითქოსდა დრამერების ოცეულმა თამაში დაიწყეს.

თუჯის აბაზანა სულ სხვა საქმეა. უდავოდ, ასეთი აბაზანა უფრო მძიმეა. თუ ფოლადის აბაზანა 20-40 კგ–ს იწონის, თუჯის აბაზანა – 100-170 კგ–მდე. თუჯის აბაზანაზე მინანქარი უკეთ ძლებს, წყალი მასში ნელა გრილდება. არ დაგავიწყდეთ, რომ ფოლადისგან განსხვავებით თუჯი წყლის დაგროვებისას არ ხმაურობს. ამ უპირატესობების გამო ჩვენს დროში სასურველი სანტექნიკაა. ნათელია, რომ ეს იცოდნენ საბჭოთა პერიოდში არქიტექტორებმა, რომლებიც „უფასო“ ბინებს აშენებდნენ.

წმინდა პრაქტიკული ასპექტის გარდა ეკონომიკურმა მხარემაც თავისი როლი ითამაშა. ფოლადის აბაზანებს სსრკ–ს დროსაც აკეთებდნენ, მაგრამ საცხოვრებელი სახლებისთვის იშვიათად. ძირითადად, ფოლადიდან პორტატურ სადგამებს აკეთებდნენ. ხოლო, ბინისთვის თუჯის აბაზანას უპირატესობას ანიჭებდნენ, რადგან სახლი „სამომავლოდ“ შენდებოდა. თუჯის აბაზანა უფრო დიდხანს ძლებს, ვიდრე ფოლადის აბაზანა, ამიტომ მისი მაღალი ფასი გრძელვადიანი მოხმარებით ანაზღაურდება. გარდა ამისა, ადრე „ძვირადღირებული“ თუჯის წარმოებაში ყველაფერი იდეალურად იყო. ერთი მხრივ, ამის გაკეთება შეეძლოთ, მეორეც, ნამდვილად ხალხისთვის აკეთებდნენ.